in

Skyline Chess Sets — ჭადრაკის ტრადიციულ ფიგურებს საკულტო ნაგებობები ანაცვლებს

საჭადრაკო დაფა მსოფლიოს 6 ქალაქს მოიცავს

Skyline Chess Sets საკმაოდ ეფექტური საჭადრაკო დაფაა, რომელიც ტრადიციული ფიგურების ნაცვლად მსოფლიოს 6 ქალაქის საკულტო ღირსშესანიშნაობების პატარა ასლებს გვთავაზობს. მათ შორისაა ეიფელის კოშკი, ემპაირ სტეიტ ბილდინგი, ბურჯ-ხალიფა და სხვ.

აღნიშნული დაფა, გარკვეულწილად, კონკრეტული ქალაქის ვიზუალურ წარმოდგენად გვიქმნის. ვინ იცის, იქნებ, Skyline Chess Sets-ის მეშვეობით, ორი ქალაქის წარმომადგენელ მოთამაშეს შორის მეტად ეფექტური და სახალისო თამაში გაიმართოს. ან, უბრალოდ ქალაქები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს — ვინ გაიმარჯვებს, ნიუ-იორკი თუ ლონდონი? თანაც, სამომავლოდ ქალაქების არეალის გაფართოება იგეგმება.

თითოეული Skyline ჭადრაკის ნაკრები სხვადასხვა მასალისგან არის დამზადებული, მათ შორის აკრილის, უჟანგავი ფოლადის ან ბრინჯაოსგან, ასევე მუყაოს, ხისგან ან მარმარილოსგან. დახვეწილი ვიზუალიდან გამომდინარე, ეს საჭადრაკო დაფა მაგიდის დეკორაციის დანიშნულებასაც იძენს.

მისი შეძენა ამ ბმულზე შეგიძლიათ.

ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამები ციფრულ ეპოქას უნდა მოერგოს

ბიზნეს დაჯილდოება 2021-ის ფინალისტები ნომინაციაში “გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის”