ტექნოლოგიის ეპოქაში, სადაც ურთიერთობა სოციალური ქსელებით, ხოლო ემოციების გამოხატვა ემოჯის მრავალფეროვანი არჩევანით შემოიფარგლება, უშუალო და გულწრფელი დამოკიდებულებების მნიშვნელობა ნელ-ნელა იკარგება. ყოველ შემთხვევაში, სწორედ ასე წარმოგვიდგინა რეალობა კომპანია SKYN-მა თავის სარეკლამო ვიდეორგოლში. ორიგინალური ვიდეო სააგენტო Sid Lee Paris-მა მოამზადა.














