in ,

კონდომის მასალისგან შექმნილი სპორტული ტანსაცმელი – Skyn-ის ინოვაციური ექსპერიმენტი

ეს ნამდვილი გამოწვევაა – კონდომის ბრენდ Skyn-ის მწარმოებელმა გადაწყვიტა სპორტული ტანსაცმელი იმავე მასალისგან დაემზადებინა, რისგანაც კონდომებს ამზადებენ. დიზაინერმა პაულინ ვონ დონგენმა ამ საქმეს თავი არაჩვეულებრივად გაართვა და კომფორტული სპორტული ტანსაცმელი შექმნა. სხეულის ფორმების სრული გამეორება, ნასვრეტები და ფარფლები კანს თავისუფლად სუნთქვის საშუალებას აძლევენ და ამავდროულად, სხეულს მოძრაობის თავისუფლებას ანიჭებენ. ახალი სამოსის ტესტირებაში ჰოლანდიელმა სიგრძეზე მხტომელმა იორენ ტრომპმა მიიღო მონაწილეობა. ვიდეორგოლის შენელებულ კადრებში ნახავთ, როგორ თავისუფლად “დაფრინავს” სპორტსმენი.

ასეთი დელიკატული პროდუქციის მწარმოებელი კომპანია Ansell მუდმივად განვითარებაზე ფიქრობს და სხვადასხვა მიდგომას ნერგავს. სპორტული ტანსაცმელი LifeStyles-ის სახელით გამოვა.

მანამდე კი Skyn-ი გვახსენებს, რომ ყველაფრის შეგრძნება შესაძლებელია. 

 

 

სარეკლამო რგოლზე სააგენტო Sid Lee Amsterdam-მა იმუშავა.

 

დაზღვევის ონლაინ ანაზღაურება უკვე შესაძლებელია – „ჯიპიაი ჰოლდინგი“

აღმოაჩინე მინესოტა აშშ-ს სხვადასხვა შტატში – კამპანია ადგილობრივი ტურიზმის განსავითარებლად