15
Apr
2019

Skype-ის ვიდეოზარისას ეკრანის გაზიარებას მობილურითაც შეძლებთ

15 Apr 2019

Microsoft აპირებს Skype-ის ვიდეოზარისას ეკრანის გაზიარების ფუნქცია iOS-ისა და Android-ის მომხმარებელთათვისაც გახადოს ხელმისაწვდომი. შესაბამისად, შესაძლებელი გახდება მობილურიდან, Skype-ით განხორციელებული ზარისას, თქვენი მობილურის ეკრანი სხვას გაუზიაროთ. ფუნქცია შეიძლება ძალიან გამოგადგეთ მეგობართან ერთად ონლაინ შოპინგის, PowerPoint-ის პრეზენტაციების აწყობის კუთხით და ა.შ.

ამ ეტაპზე, იმისათვის, რომ აპლიკაციის ახალი ფუნქცია საკუთარ ტელეფონში გამოცადოთ, უნდა იყოთ Skype Insider (ბეტა ტესტერი). უცნობია, როდის გახდება აღნიშნული ფუნქცია ხელმისაწვდომი ყველასთვის, ვინც Skype-ის მობილურ ვერსიას იყენებს. თუმცა, სავარაუდოა, რომ ეს უახლოეს თვეებში მოხდება.

განხილვა