in

როგორ შეცვალა Skype-მა კომუნიკაცია მსოფლიოს გარშემო

ერთ დღესაც, სატელევიზიო სიუჟეტის საშუალებით, ქართულმა აუდიტორიამ აპლიკაციის შესახებ გავიგეთ, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, ინტერნეტის საშუალებით, უფასო დარეკვის საშუალებას გვაძლევდა. იმ ფონზე, როდესაც საერთაშორისო ზარები ასე ძვირი და შესაბამისად, ხანმოკლე იყო, ძნელად წარმოგვედგინა, რომ საამისოდ, უფასო ალტერნატივა გამოჩნდა და მისი სახელი გახლდათ Skype. ხალისიანი ტიფოგრაფიკა ღრუბლის ფორმის ცისფერ ფონზე, სპეციფიკური, დასამახსოვრებელი ვიზუალური და აუდიო ბრენდინგით, ინტერნეტთან დაკავშირებული კომპიუტერის განუყოფელ ნაწილად იქცა. მაინც, როგორ ჩამოყალიბდა Skype? სანამ თქვენ დილის გემრიელ ყავას შეექცევით, ჩვენ Skype-ს შესახებ მოგიყვებით.

Skype-ის შექმნა უკავშირდება იანუს ფრისისა და ნიკლას ზენსტრომის სახელს. მისი ისტორია 2003 წელს იწყება. აპლიკაციის სახელწოდება მოდის ფრაზიდან Sky Peer to Peer. სახელწოდებიდანაც ჩანს, რომ პროგრამა თანატოლების ერთმანეთთან დაკავშირების ხელშესაწყობად შეიქმნა. ის მოყვა ფაილების მიმოცვლის პლატფორმა Kazaa-ს შექმნას და მიზანი იყო ამ პლატფორმის მომხმარებლებს შორის ურთიერთკავშირის გამარტივება. Skype-მა დიდი გავლენა იქონია თავად პროგრამული უზრუნველყოფის ბუნებაზე.

სკაიპის თავდაპირველმა ვერსიამ მომხმარებლებს კომპიტერიდან ხაზის ტელეფონებზე დარეკვის საშუალება მისცა. ბეტა ვერსიას, სხვა ვერსიები მოყვა. სწორედ 2005 წელს გამოშვებულმა განახლებამ იქონია რევოლუციური გავლენა ინტერნეტ ზარების ინდუსტრიაში. ეტაპობრივად, ინტერფეისიც და ფუნქციებიც მნიშვნელოვნად დაიხვეწა.

2.0 ბეტა ვერსიის გამოშვებამ Skype პოპულარობის ახალ დონემდე მიიყვანა. ამ პოპულარობამ სხვა კორპორაციების ყურადღება მიიპყრო, მათ შორის eBay-ის, რომელმაც სკაიპი 2,5 მლრდ დოლარად შეიძინა. Skype-ის დამფუძნებლებმა დაიწყეს ყურადღების გამახვილება სტრიმინგ სერვისზე, რომელიც ცნობილია როგორც Joost, თუმცა ის არც თუ ისე პოპულარული გახდა.

eBay-ის საკუთრებაში მყოფი Skype განაგრძობდა განვითარებას, თუმცა თავად მფლობელი იმედგაცრუებული იყო შენაძენით. შედეგად, სკაიპის კომუნიკაციურ ფუნქციებზე უფრო მეტი ძალისხმევა დაიხარჯა და შედეგად, ბაზარზე Skypecasts გამოჩნდა. Skype 3.1-ის გამოსვლამ ოჯახებისა და მეგობრების ქსელის შეკავშირებიდან ბიზნესებსა და ორგანიზაციებში გადაინაცვლა. Skypecasts-მა 2008 წლამდე იარსება. შემდეგ, eBay კომპანიას ჩაეხსნა.

2010 წლისთვის, სკაიპი უკვე იყო კომპიუტერული უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი ნაწილი და ამჯერად, მობილური პლატფორმებისკენ გადაინაცვლა. ის Android-სა და iOS-ზე გამოჩნდა. თავდაპირველად, მხოლოდ აუდიოზარი იყო ხელმისაწვდომი, თუმცა ეტაპობრივად, ვიდეოზარიც დაემატა, ჭკვიანი ტელევიზორი, კონსოლები და გლობალურ ბრენდად იქცა.

რუბრიკის „ყავასთან საკითხავი“ წარმდგენია Dunkin’.

რამდენ ხანში ექნება შედეგი თქვენს კონტენტ მარკეტინგს?

როგორია CHATGPT-ის პოტენციალი ჯანდაცვაში და შეძლებს თუ არა ხელოვნური ინტელექტი სამედიცინო დახმარების გაწევას