20
Aug
2019

Skype-ის ახალი ლოგო, Messenger-თან მსგავსების გამო, გააკრიტიკეს

20 Aug 2019

Skype-ს ახალი ლოგო აქვს და უკვე საზოგადოებრივი კრიტიკაც დაიმსახურა. ერთ-ერთი მიზეზი კი ისაა, რომ მომხმარებლების აზრით, ის ძალიან დაემსგავსა „ფეისბუკის“ Messenger-ის ვიზუალურ იდენტობას და რომ ორივე აპლიკაციის ქონის შემთხვევაში, მათი ერთმანეთისგან გარჩევა გაუჭირდებათ.

ახალ ლოგოზე ასობგერა “S“ თეთრ ფერში, წინა სიმბოლოსთან შედარებით, უფრო მუქ ლურჯ ფონზე გადაწყდა.

„სკაიპის“ მომხმარებლებმა ფონთან დაკავშირებითაც გამოხატეს უკმაყოფილება და ამბობენ, რომ ის ძალიან გაბერილია.

ბრენდინგი მაიკროსოფტის სრულყოფილი დიზაინის სისტემის მიერ შეიქმნა და გავრცელებული ინფორმაციით, ნელ-ნელა, მომავალ კვირებში, „სკაიპის“ განახლებული ლოგო სხვადასხვა პლატფორმაზე აისახება.

 

განხილვა