ლაურ მანაგაძის სახელობის უროლოგიის ეროვნულ ცენტრში, რადიოლოგიურ დეპარტამენტში დამონტაჟდა საექსპერტო კლასის, უნიკალური დიაგნოსტიკური შესაძლებლობების მქონე მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის უნივერსალური სისტემა – ფლაგმანი SIEMENS MAGNETOM SKYRA 3.0 Tesla. ახალი ტომოგრაფი ინოვაციურ შესაძლებლობებს ფლობს და გამოიყენება სხვადასხვა დაავადების გამოსაკვლევად, მათ შორის ურთულესი შემთხვევების დროსაც.
პირველი შესაძლებლობა, რომელიც უნდა გაგაცნოთ, გარჩევადობის ახალი დონეა, რაც 1-2 მმ დიამეტრის სიმსივნეებისა და პათოლოგიური კერების გამოვლენას გულისხმობს. აღსანიშნავია, რომ წინა თაობის ტომოგრაფებზე ასეთი მცირე ზომის პათოლოგიების დაფიქსირება თითქმის შეუძლებელი იყო.
SIEMENS SKYRA ექიმებს დაეხმარება ონკოლოგიური დაავადებების სწრაფად და სიზუსტით აღმოჩენაში, რადგან ის მეტასტაზების ძიებისას ზუსტი დაკვირვების საშუალებას იძლევა, იმის გამო, რომ ის მარტივად ახდენს მცირე დიამეტრის მოცულობითი წარმონაქმნების ვიზუალიზაციას. SKYRA უზრუნველყოფს კეთილთვისებიანი სიმსივნეების და კიბოს ადრეული დიაგნოსტიკას, რაც, თავის მხრივ, ეხმარება პაციენტსა და მის მკურნალ ექიმს, დროულად მიიღონ ზომები. SKYRA-ს ეს შესაძლებლობა შეუცვლელია ასევე დემიელინიზაციური კერებისა და გაფანტული სკლეროზის ადრეული დიაგნოსტიკის დროს.
SIEMENS SKYRA-ს გაცნობისას, აუცილებელია ისიც გაითვალისწინოთ, რომ ის მორგებულია ყველა ასაკის ადამიანზე. ის გამოიყენება ახალშობილებსა და ბავშვებში თავის, ზურგის ტვინისა და ხერხემლის სვეტის პათოლოგიების ადრეული დიაგნოსტირებისთვის, რაც მათთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ დროულად დაინიშნოს ეფექტური მკურნალობა.
ცნობილი ფაქტია, რომ მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა ბევრისთვის სტრესთან არის დაკავშირებული. განსაკუთრებით მაშინ, თუ პაციენტს აქვს კლაუსტროფობია ან რესპირატორული უკმარისობა. SKYRA ის ტომოგრაფია, რომელმაც ეს სტრესიც ბევრად შეამცირა, რადგან მისი ჭრილი 10 სმ-ით უფრო ფართოა, ვიდრე წინა თაობის ტომოგრაფებისა, რაც გაცილებით კომფორტულს ხდის გამოკვლევას პაციენტისთვის. ამას გარდა, SKYRA-ს მეშვეობით დიდად შემცირდა კვლევის დრო, რადგან მას აქვს მთლიანი სხეულის დაფარვის საშუალება, რაც ექიმ-სპეციალისტს ეხმარება ერთდროულად ორი მიდამოს გამოკვლევაში. ეს პაციენტისთვის ამცირებს მილში წოლის დროს, რაც აპარატის კიდევ ერთი უპირატესობაა სტრესის შემცირების კუთხით.
მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით ჩატარებული კვლევები დიაგნოსტიკური თვალსაზრისით საკმაოდ დიდ როლს ასრულებს კლინიკურ მედიცინაში. მასზე უამრავი პაციენტის ჯანმრთელობაა დამოკიდებული, ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რამდენად ხარისხიანი და ახალი ტექნოლოგიური გადაწყვეტებით იქნება აღჭურვილი დანადგარი. ექიმები ერთხმად აღნიშნავენ, რომ ახალი თაობის SKYRA დღეს არსებული ტომოგრაფებიდან ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი სისტემაა, რომელიც მუშაობს AI ტექნოლოგიაზე, რაც ყველა პროცედურას კიდევ უფრო გამარტივებულს ხდის.
ბოლოს ისიც უნდა ითქვას, რომ რადიოლოგიური დეპარტამენტი უროლოგიის ცენტრის ბაზაზე უკვე 18 წელია ოპერირებს. ის დაკომპლექტებულია რადიოლოგებით, რომლებსაც ამ დარგში მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება აქვთ. ექიმებს კვალიფიკაცია მიღებული აქვთ როგორც ევროპაში, ისე აშშ-ში, ამიტომ მათი მიდგომები პაციენტებთან ყოველთვის პროფესიონალური და ინდივიდუალურია.
[R]