in

Skyted-ის ნიღაბი საუბრის ხმას ახშობს

ვირუსების სეზონზე პირბადის ტარება უკვე ტრადიციად გვექცა, თუმცა Skyted-ის ნიღაბი განსხვავებულ მახასიათებელზეა დაფუძნებული. ეს არის ხმის ჩამხშობი ნიღაბი, რომელიც ხმაურის შთანთქმის ტექნოლოგიას ეფუძნება — შედეგად, საჯარო სივრცეში კონფიდენციალური ხმოვანი ზარების განხორციელების შფოთვა ბევრ მომხმარებელს მოეხსნება. ესეც რომ არა, ზოგჯერ ირგვლივმყოფებს ძალიან აწუხებთ თუნდაც ყოველდღიურ ამბებზე გაბმული საუბრის მოსმენა, რაც დიდი დისკომფორტია.

Airbus-ის, ფრანგული აერონავტიკის ლაბორატორიის ONERA-სა და ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) ერთობლივი ძალისხმევით შემუშავებული ნიღაბი მომხმარებლის ხმას 80%-მდე ახშობს. ცნობილი როგორც LEONAR, ეს ტექნიკა თავდაპირველად რეაქტიული ძრავებისთვის იყო შექმნილი. უახლეს ნიღაბს კი კოსმოსური აკუსტიკა ყოველდღიურ კომუნიკაციაში გადმოაქვს — ნებისმიერ საჯარო ადგილს პირად სივრცედ აქცევს.

გარდა ამისა, გაჯეტი არა მხოლოდ შთანთქავს ინდივიდების ხმას, არამედ ბლოკავს გარე ხმაურსაც. შესაბამისად, მომხმარებლები ყველაზე ხმაურიან ადგილებშიც კი გაიგებენ მოსაუბრის ლაპარაკს. ამავდროულად, თანმხლები აპლიკაციის მეშვეობით, „ხმის გამაძლიერებელი“ ფუნქციის გამოყენება შეიძლება — ჩურჩულით საუბრის შემთხვევაშიც კი, ნიღაბი ვერბალიზაციას მეტ სიცხადეს სძენს.

„გალერია თბილისის“ ფასადზე 3D ეკრანი გამოჩნდა

საერთაშორისო ჯაზფესტივალი „Winter Jazz Gudauri“ 24-25 თებერვალს გაიმართება