in

კომპანია „სქაიტელმა“ თანამშრომლებს ელექტრომობილები გადასცა

სქაიტელი“ ერთ-ერთი პირველი მწვანე კომპანიაა, ინტერნეტ პორვაიდერებს შორის, რომელიც აქტიურად ერთვება ეკოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარების პროცესში. დიდი ხნის განმავლობაში, „სქაიტელის“ გუნდი მნიშვნელოვან CSR პროექტებშია ჩართული. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი რაზეც კომპანიამ აიღო ფართო პასუხისმგებლობა არის სწორედ ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაში წვლილის შეტანა და საზოგადოებაში მწვანე ინიციატივების მხარდაჭერის ხელშეწყობა. კომპანია ეტაპობრივად უარს ამბობს საწვავის მოხმარებაზე, ამდენად „სქაიტელის“ გუნდმა თანამშრომლებისთვის ელექტრომობილების შეძენისა და გადაცემის პროცესი დაიწყო. ამ ეტაპზე, კომპანიამ შეიძინა 20-მდე ელექტრომობილი თანამშრომლებისთვის, გუნდის მიზანია, წლის ბოლომდე რაც შეიძლება მეტი თანამშრომელი უზრუნველყოს ელექტრომობილებით.

„სქაიტელი“ 2010 წელს დაარსდა. 2015 წლიდან, ის წარმოადგენს საქართველოს ერთ-ერთ ლიდერ სატელეკომუნიკაციო კომპანიას და ინტერნეტ პროვაიდერების დიდ სამეულში იკავებს ადგილს. 14-წლიანი ოპერირების განმავლობაში, „სქაიტელი“ სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ცდილობს ხელი შეუწყოს საქართველოში ინტერნეტ-ბაზრის განვითარებას. კომპანიის მთავარ მიზნებს შორისაა საქართველოს სრული ინტერნეტიზაცია, გეოგრაფიული მდებარეობის მიუხედავად. ეს განსაკუთრებით აქტუალურია იმ პირობებში, როდესაც საქართველოს გარკვეულ რეგიონებში სრულფასოვანი ციფრული კავშირის მიწოდება კვლავაც გამოწვევად რჩება, შედეგად კი აღნიშნული რეგიონების განვითარება ფერხდება.

„დღეს, საქართველოს არაერთი რეგიონი ჯერ კიდევ ამ პროცესს მიღმა არიას დარჩენილი და საკუთარი პოტენციალის სრულად გამოვლენას ვერ ახერხებს. ამ გამოწვევას წლების წინ შევეჭიდეთ და მისიად დავისახეთ, ადამიანებს საქართველოს ნებისმიერ წერტილში მივცეთ ციფრული კავშირის სიკეთეები, როგორიცაა: წამოიწყოს ახალი საქმე, გაეცნოს სიახლეებს, ისწავლოს და შეიმეცნოს, დაეუფლოს ახალ პროფესიას და სხვა პირადი კეთილდღეობის შექმნის შესაძლებლობა.

გვსურს ყველა ადამიანისთვის შევქმნათ მათი ყოველდღიური წინსვლისთვის თანაბარი შესაძლებლობა ყველგან, სადაც საქართველოა,“ – აღნიშნა „სქაიტელის“ კომერციულმა დირექტორმა დავით ჭიაბერაშვილმა.

[R]

როგორ შეცვალა ჰიბრიდულმა მუშაობამ შეხვედრების მნიშვნელობა

კრიპტოვალუტის მოცვის ახალი ჰორიზონტები: ყოველდღიური ტრანზაქციები, განათლება და ნდობა