in

ყველგან, სადაც საქართველოა — სქაიტელის ახალი კამპანია

სატელეკომუნიკაციო კომპანია „სქაიტელი“ 2010 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. კომპანიას 13 წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო პროექტი აქვს განხორციელებული და ახლა კიდევ ერთ საინტერესო კამპანიას იწყებს, სახელწოდებით „ყველგან, სადაც საქართველოა“, რომლის მიზანია, სრულიად საქართველოს მასშტაბით, განურჩევლად გეოგრაფიული არეალისა, მისცეს შესაძლებლობა თითოეულ ოჯახს, ჰქონდეს წვდომა ხარისხიან ინტერნეტთან. 

სქაიტელს მოაქვს ახალი შესაძლებლობები ყველგან, სადაც საქართველოა!

აღნიშნული კამპანიის ფარგლებში, სქაიტელის გუნდი 2024 წლისთვის არაერთ მასშტაბურ პროექტს გეგმავს.  კომპანიის მიზანია გაზაფხულისთვის დამატებით 100-მდე სოფელში ოპტიკური ინტერნეტ ქსელის მიწოდება უზრუნველყოს იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც  დღემდე არ აქვთ ინტერნეტთან წვდომა და ვერ ახერხებენ ციფრული შესაძლებლობებით სარგებლობას.  ინტერნეტის შეუფერხებლად მიწოდება, განსაკუთრებით, მთიან რეგიონებში, ყველას თანაბარ შესაძლებლობებს მოგვცემს, ვისარგებლოთ თანამედროვე სამყაროში არსებული ციფრული შესაძლებლობებით. სხვა სიტყვებით, აღარ იარსებებს ბარიერი ადამიანებსა და ციფრულ სამყაროს შორის.

შესაბამისად,  შეგვიძლია ვთქვათ, რომ სქაიტელის მიერ დანერგილ ახალ შესაძლებლობებს მივყავართ გამარჯვებამდე, წარმატებამდე და განვითარებამდე. 

დღეისათვის ინტერნეტი ახალგაზრდა თაობის განვითარებაში დიდ როლს თამაშობს. სქაიტელის გუნდისთვის კი უმნიშვნელოვანესია ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების მიცემა და მათი განათლების ხელშეწყობა. სწორედ ამ მიზნით, კომპანია 2019 წლიდან დღემდე ახორციელებს ქვეყნის მასშტაბით არსებული სკოლებისთვის   ინტერნეტის მიწოდებას. ა დროისთვის პროექტი უკვე 2300-მდე სკოლას აერთიანებს, საიდანაც  1600 სკოლა ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტით არის უზრუნველყოფილი. 2024 წლისთვის კი კომპანია ამ რიცხვის მნიშვნელოვნად ზრდას გეგმავს. 

მიზეზი კი აშკარაა: თანამედროვეობაში მაღალი დონის განათლების მისაღებად ინტერნეტი ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტად იქცა… რომ აღარაფერი ვთქვათ მიღებული ცოდნის მთელი მსოფლიოს მასშტაბით გამოყენების შესაძლებლობაზე. პირველ რიგში, ბავშვებს საშუალება ექნებათ, ინტერნეტსივრცეში განთავსებული საჭირო მასალა უპრობლემოდ აითვისონ. მეორე მხრივ, ქვეყნის ბარიერები მომენტალურად მოიშლება დასაქმების კუთხით, რადგან ბევრი ონლაინ სამსახური იძლევა შორ მანძილზე მუშაობის უპირატესობას.

ამავდროულად, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტიც, რომ სქაიტელის გუნდი დიდ ყურადღებას უთმობს ეკოლოგიურ საკითხებს. შეიძლება ითქვას, კომპანია პირველი „მწვანე“ ინტერნეტის პროვაიდერი იქნება ქართულ ბაზარზე, რომელიც სადგურებს მზის პანელებზე აამუშავებს. განახლებადი ენერგიის წყაროებით სადგურების დიდი ნაწილი უკვე აღჭურვილია, თუმცა იგეგმება სრულად მზის ენერგიაზე გადასვლა. ამ მიმართულებით ერთი დიდი ნაბიჯი უკვე გადაიდგა — სქაიტელი ფონიჭალაში აშენებს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდ მზის ელექტროსადგურს, რომელიც 2024 წელს დასრულდება.

ზოგადად, თანამედროვე საზოგადოების უდიდესი ნაწილი აქტიურ რეჟიმში ფიქრობს გარემოს ზრუნვის საკითხზე. ერთია, რას ვიღებთ სარგებლის სახით, მაგრამ მეორეა, როგორ არ ვაზიანებთ გარემოს ჩვენი საჭიროებებით… ამიტომაც მნიშვნელოვანია, ნებისმიერი სერვისის მიღება მეტად ეკოლოგიური გზით ხდებოდეს. სწორედ ეკოლოგიაზე ზრუნვის მიზნით, კომპანია გაზაფხულისთვის გეგმავს თანამშრომლებისთვის ელექტრო მანქანების შემოყვანასაც, რითაც სქაიტელი წვლილს შეიტანს ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრაში. 

მთლიანობაში, სქაიტელის გუნდის უმთავრესი მიზანია, განახორციელოს ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტიზაცია, რითაც ხელს შეუწყობს საქართველოს მოსახლეობაში ციფრული შესაძლებლობების დანერგვას. ასევე, სქაიტელი აქტიურად ზრუნავს ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების მიცემაზე. ამავდროულად, ჩართულია ეკოლოგიური საკითხების მოგვარებაშიც. სწორედ ამიტომ, მათგან სამომავლოდაც არაერთ საინტერესო სიახლეს უნდა ველოდოთ.


კომპანიის შესახებ: 

სქაიტელი დაარსდა 2010 წელს, დარგის პროფესიონალი სპეციალისტების მიერ, რომლებიც სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ბოლო 13 წლის განმავლობაში, ცდილობენ ხელი შეუწყონ საქართველოში ინტერნეტ ბაზრის სამომავლო განვითარებას. დღესდღეობით, სქაიტელი აერთიანებს 40-ზე მეტ კომპანიას და 400-მდე თანამშრომელს.

2015 წლიდან სქაიტელი წარმოადგენს საქართველოს ერთ-ერთ ლიდერ სატელეკომუნიკაციო კომპანიას, რომელმაც თავისი ადგილი დაიკავა ინტერნეტ პროვაიდერების დიდ სამეულში. ინოვაციები და ტექნოლოგიური პროგრესი კომპანიის პოლიტიკის განუყოფელი ნაწილი და კორპორაციული სტრატეგიის ფუნდამენტური ასპექტია. სქაიტელის გუნდი მუდმივად იყენებს მსოფლიოში სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ უახლეს ტექნოლოგიებს, რათა  საქართველოს მოსახლეობა და არაერთი ორგანიზაცია უზრუნველყონ მაღალი ხარისხის ინტერნეტ სერვისებით.

[R]

Google Search-ის 25 წლის შეჯამება

როგორ ვაკეთოთ ბევრი საქმე უფრო პროდუქტიულად? — 4 გზა