in

„სქაიტელმა”, პროექტ „ჩართესთან” თანამშრომლობით, სოციალურად დაუცველ სკოლის მოსწავლეებს საჩუქრად ლეპტოპები გადასცა

კომპანია „სქაიტელი” წლებია, რაც სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში არაერთ მნიშვნელოვან პროექტში იღებს მონაწილეობას. კომპანიაში სჯერათ, რომ ერთობლივი ძალისხმევითა და მონდომებით, სრულიად შესაძლებელია თანაბარი შესაძლებლობების შექმნა ყველგან და ყველასთვის, მიუხედავად მათი გეოგრაფიული, სოციალური და ეკონომიკური პირობებისა.

სქაიტელში თვლიან, რომ ქვეყნის წინსვლა მისი რეგიონების განვითარებით იწყება. თუმცა რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის ციფრული სამყაროსგან მოწყვეტა ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია, რომელიც აფერხებს ქვეყნის განვითარების პროცესს. სწორედ ამიტომ, სქაიტელის გუნდმა გადაწყვიტა, პროექტ „ჩართესთან” ერთად სოციალურად დაუცველ სკოლის მოსწავლეებს მისცეს მუდმივი  წვდომა ინტერნეტთან, რათა მათ შეძლონ, მაქსიმალურად განავითარონ საკუთარი უნარები, ცოდნა და, საბოლოო ჯამში, წვლილი შეიტანონ ქვეყნის განვითარების პროცესში.

სწორედ ერთ-ერთი ასეთი პროექტის ფარგლებში, სქაიტელი „ჩართეს” ბენეფიციარებს, რომლებიც სქაიტელის ინტერნეტით ისარგებლებენ, უზრუნველყოფს ინტერნეტმომსახურებით.  გარდა ამისა, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, სოციალურად დაუცველ სკოლის მოსწავლეებს წლის ბოლომდე საჩუქრად ლეპტოპები გადაეცემათ.

ინიციატივის ფარგლებში, „ჩართეს” 300-ამდე სოციალურად დაუცველი  სკოლის მოსწავლე სარგებლობს სქაიტელის  ინტერნეტით, ხოლო 10-ამდე სკოლის მოსწავლეს უკვე გადაეცა საჩუქრად ლეპტოპი.  წლის ბოლომდე კი დამატებით 60-ამდე სოციალურად დაუცველი სკოლის მოსწავლე მიიღებს საჩუქრად ლეპტოპს.

„სქაიტელის გუნდის ერთ–ერთი მთავარი მიზანია, მაქსიმალური წვლილი შეიტანოს განათლების ხელშეწყობაში. ამ ინიციატივის ფარგლებში, გვსურს, სოციალურად დაუცველ სკოლის მოსწავლეებს მივცეთ წვდომა ციფრულ შესაძლებლობებთან, რათა შეძლონ სწავლა და მუდმივი განვითარება.
ვფიქრობთ, რომ ამ ინიციატივით, სკოლის მოსწავლეებისთვის ვქმნით განვითარების თანაბარ შესაძლებლობებს ყველგან, სადაც საქართველოა. გვჯერა, რომ თანამედროვე სამყაროში არავინ არ უნდა იყოს დარჩენილი ინტერნეტის გარეშე და ყველას უნდა ჰქონდეს წვდომა წინსვლის შესაძლებლობებზე“, – აცხადებენ სქაიტელში.

კომპანია სქაიტელი დაარსდა დარგის პროფესიონალი სპეციალისტების მიერ, რომლებიც 2010 წლიდან ცდილობენ ხელი შეუწყონ საქართველოში ინტერნეტის განვითარებას. 2015 წლიდან სქაიტელი წარმოადგენს საქართველოს ერთ-ერთ ლიდერ სატელეკომუნიკაციო კომპანიას რეგიონებში, რომელმაც თავისი ადგილი დაიმკვიდრა ინტერნეტ პროვაიდერების დიდ სამეულში. სქაიტელის მიზანია საქართველოს მასშტაბით ინტერნეტიზაცია და თითოეული ოჯახისთვის ციფრული შესაძლებლობების მიცემა, ყველგან სადაც საქართველოა.

[R]

Jp Morgan – „უოლ სტრიტის მგელი” საფინანსო სექტორში

ბაზისბანკი, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერი საუკეთესო ბანკი საქართველოში – Global Banking & Finance Awards-ის ზედიზედ მეორე აღიარება