in

Slack პანდემიით გამოწვეულ კრიზისს ეფექტურად გაუმკლავდა

Slack ყველასათვის ცნობილი კომპანიაა, რომელსაც ამ დროისთვის 2 000 თანამშრომელი და 100 000-ზე მეტი ფასიანი მომხმარებელი (Paid customers) ჰყავს.

pasha-statiebi
pasha-statiebi

საინტერესოა, რა არის Slack-ის „ფილოსოფია“ – რაზე დგას მთელი კომპანია.

Slack-ის მაგალითი შესაძლოა გამოსადეგი აღმოჩნდეს ნებისმიერი კომპანიისთვის, არა მხოლოდ პანდემიის, არამედ ნებისმიერი სახის მოულოდნელი ცვლილების დროს, როცა საჭიროა გარემოსთან სწრაფი ადაპტაცია.

კომპანიამ პანდემიის პერიოდში ყურადღება გაამახვილა:

  • მომხმარებელთა რაოდენობის ზრდაზე
  • თანამშრომლების მშვიდ მუშაობაზე
  • ინვესტორებთან გამჭირვალე კომუნიკაციაზე

ჩვენი ხედვა გულისხმობს ისეთ სამყაროში ცხოვრებას, სადაც ორგანიზაციული საზრიანობის, სიმარჯვის მიღწევა მარტივია ყველა ორგანიზაციისთვის, განურჩევლად მისი ზომისა.“სტიუარტ ბატერფილდი.

მარტში მთელ მსოფლიოში შეიცვალა ცხოვრების სტილი, ჩვენი ყოველდღიურობა – გადავედით „დისტანციურ ცხოვრებაზე“. Slack-ზე აქამდეც საკმაოდ დიდი მოთხოვნა იყო, მაგრამ Covid-19-ით გამოწვეულმა პანდემიამ მისი საჭიროება კიდევ უფრო გაზარდა. თავის მხრივ, ეს კომპანიის თანამშრომლებისგან გაორმაგებული ძალებით მუშაობას  მოითხოვდა. Slack არა მხოლოდ სამუშაო ვალდებულება, არამედ მთელი ცხოვრებაა მისი თანამშრომლებისთვის.

თანამშრომლები ეტაპობრივად გადადიოდნენ დისტანციურ მუშაობაზე (იმ ქვეყნებში, სადაც კორონავირუსი ფიქსირდებოდა) და მათთვის კომპანია აქტიურად ატარებდა ვებინარებს, ინდივიდუალურ კონსულტაციებს, რათა ყველა თანამშრომელს ჰქონოდა პროდუქტის დახვეწის მზაობა და შესაძლებლობა.

სტიუარტ ბატერფილდი სიამაყით იხსენებს თანამშრომლების დიდ მონდომებას, ფოკუსირებას და მთელი ენერგიის კომპანიის გაძლიერებისკენ მიმართვას. თითქოს თითოეული მათგანი ერთი საერთო მიზნით იყო შეპყრობილი და ამისთვის „მაგიურად“ მუშაობდნენ. გაცნობიერებული ჰქონდათ, რომ თუ ახლა საზოგადოებას სწორ და საჭირო პროდუქტს მიაწვდიდნენ, დაეხმარებოდნენ დისტანციურად მუშაობაში და მათი პროდუქტის მომხმარებელთა რიცხვიც სამომავლოდ საგრძნობლად გაიზრდებოდა. ამიტომაც კომპანიამ ყველა თავის კლიენტს გადაუგზავნა მეილი, სადაც ახსნილი იყო, როგორ ემუშავათ ეფექტურად და თანაც იქვე მნიშვნელოვან კითხვას უსვამდნენ – რით შეგვიძლია თქვენი დახმარება? ახალ მომხმარებლებს დაუყოვნებლივ სურთად ყოვლისმომცველი, სრულყოფილი სერვისი. ხოლო უკვე დიდხნიანი მომხმარებლები ითხოვდნენ მეტ დახვეწილ პროგრამულ თვისებებს.

მარკეტინგისა და კომუნიკაციების სამსახურის თანამშრომლებმა გადადეს ყოველგვარი სხვა პირადი თუ სამსახურეობრივი მოვალეობა და ერთ კვირაზე ნაკლებ დროში შექმნეს ახალი Slack არხები, რომლებიც საოცრად ეფექტურია მუშაობის პროცესის სამართავად.

თუ ხედავთ, რომ რაიმე გასაკეთებელია, უბრალოდ გააკეთეთ!

ჩვენ ვხედავთ, როგორ ზრუნავდა კომპანია პროდუქტის დახვეწისა და მომხმარებლებისთვის სწორად მიწოდებისთვის, მაგრამ საინტერესოა, როგორ ზრუნავდა ის საკუთარ თანამშრომლებზე?

სტიუარტ ბატერფილდის თქმით, თანამშრომლებს უჭირთ პროდუქტიულად მუშაობა, საქმეზე კონცენტრაცია, როდესაც მათ სამსახურიდან გაშვების შიში აქვთ. ამიტომ, პირველ რიგში, ჩვენ ისინი დავარწმუნეთ, რომ არც ერთი თანამშრომელი არ დატოვებდა კომპანიას და ყველაზე მთავარი სწორედ მათი ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა იყო.

ამასთან ერთად, კომპანიამ გამჭირვალე კომუნიკაცია დაამყარა ინვესტროებთან, რათა ცხადი გამხდარიყო, რა იყო მოთხოვნები, საჭიროებები და მიზნები.

Slack-ის მუშაობის „ფილოსოფიამ“ დაგვანახა, რა არის მნიშვნელოვანი ნებისმიერ რთულ სიტუაციაში და როგორ უნდა გაუმკლავდნენ ამ ყველაფერს ლიდერები. „არასდროს გაუშვა ხელიდან კრიზისი“ – სწორედ ამ იდეას იზიარებს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორიც და როგორც ჩანს, ეს მუშაობს.



ცნობილი კომპანიების მიერ ერთი სიტყვით დახასიათებული 2020 წელი

Aptera-ს მზის ენერგიის მანქანას დატენვა არ სჭირდება