in

Slack GPT — აპლიკაციას AI ხელასწყო დაემატა

სამუშაო პროცესები სულ უფრო მეტად გადადის ციფრულ, ონლაინ რეალობაში. მართალია, აქამდე არსებულმა ხელსაწყოებმა შესაბამისი საფუძველი მოგვცა საწყისი ეტაპისთვის, მაგრამ დღეისათვის იმდენად განვითარდა და დაიხვეწა ყველაფერი, რომ რაღაც უფრო მეტი გვჭირდება. მაგალითად, თუ ვფიქრობდით, რომ Slack „თავის მაქსიმუმს“ გვთავაზობდა, ახლა ყველაფერი იცვლება — კომპანიამ Slack GPT წარადგინა.

ეს არის ახალი აპს-შიდა ინსტრუმენტი, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, სასაუბრო ჩატების რამდენიმე წამში შეაჯამონ, ზარების დროს ავტომატური წერილობითო ჩანაწერები გაიკეთონ და ა. შ. ამგვარად, მაშინაც კი, თუ ცოტა ხნით შესვენებაზე გახვალთ, შეგეძლებათ მნიშვნელოვანი საკითხები შეჯამებული სახით წაიკითხოთ.

გარდა ამისა, მომხმარებლებს შეეძლებათ, AI ასისტენტს დახმარება სთხოვონ შეტყობინების ტექსტის შეცვლა-შედგენაში, მონახაზის გაკეთებაში და თითქმის ყველაფერში, რაც წერასთანაა დაკავშირებული. ამავდროულად, Slack GPT-ს CRM მონაცემებიდან პერსონალიზებული იმეილის შედგენაც შეუძლია. ამ გზით გაცილებით მარტივი იქნება როგორც შესაბამისი ტონის მორგება, ისე სწორი სიტყვების პოვნა — მით უმეტეს მათთვის, ვისაც წერილობითი კომუნიკაცია ნაკლებად ეხერხებათ.

ალი რეილმა, Slack-ის პროდუქტის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა, აღნიშნა, რომ არცერთი მომხმარებლის ჩატი ან პერსონალური ინფორმაცია არ შეინახება. ამასთანავე, არც მანქანური სწავლებისთვის გამოიყენებენ.

Microsoft და Marvel კოსმოსში ძველ Zune-ის ფლეერს აბრუნებენ!

სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტმა” რესტორან ბრასერის კონცეფცია და დიზაინი სრულად განაახლა