in

Slack-ის ინტერფეისი განახლდა — რა ცვლილებებია?

უკვე წლებია, სამსახურებში ერთმანეთთან ციფრულ სივრცეში საკომუნიკაციოდ Slack-ის პლატფორმას მთელი მსოფლიოს მასშტაბით აქტიურად იყენებენ. ახლა სწორედ მისი რებრენდინგის დრო დადგა, რათა ახალ ეპოქას სრულიად ახალი დიზაინით შეხვდეს და მომხმარებლებს სამუშაო დღეც მეტად გაუმარტივოს.

როგორც თავად კომპანიაში განმარტავენ, ცვლილების მიზანი სამუშაო სივრცის მოწესრიგება და მეტი ფოკუსის ხელშეწყობაა. თავის მხრივ, ამის უზრუნველყოფა ისეთ აუცილებელ ინსტრუმენტებზეა დაფუძნებული, რომლებიც მომხმარებლებს ამოცანების ეფექტურად შესრულებაში ეხმარება. მაგალითად, Enterprise Grid, თავისი ერთიანი ხედით, სამუშაო სივრცეებზე წვდომას ამარტივებს — პერსონალიზებული ხედები კი სამსახურის სხვადასხვა სტილს შეესაბამება, შეუფერხებლად აერთიანებს შეტყობინებებს გაუმჯობესებული კოლაბორაციისთვის.

გარდა ამისა, განახლებები მოიცავს პირადი შეტყობინებების ველს და ცენტრალურ ჰაბს, სადაც მონიშვნები, ძირითადი თემები, რეაქციები და აპლიკაციის ნოტიფიკაციებია თავმოყრილი. ახალი ღილაკები კი აუდიო, ვრცელი თუ Huddles-ის ფორმატის (2-დან 16 წამამდე) ვიდეოების ჩაწერის საშუალებას იძლევა.

ამავდროულად, საძიებო ზოლსაც ემატება პროდუქტიულობაზე დაფუძნებული ცვლილება, რომელიც კონტექსტის შესაბამის მონაცემებს შემოგთავაზებთ — აქამდეც შეგვეძლო თემატური სიტყვებით ძველი მიმოწერის ან ფაილის პოვნა, მაგრამ, როგორც ამბობენ, ახლა ყველაფერი უფრო ზუსტი იქნება.

მთავარი ხედი, სახელწოდებით Home, აერთიანებს არხებს, პირდაპირ შეტყობინებებსა და აპლიკაციებს, რაც მომხმარებლებისთვის უპრობლემო გამოცდილებას უზრუნველყოფს.

როგორი არ უნდა იყოს რებრენდინგი – Twitter-ის მაგალითი

ნახეთ: დასუფთავების ხელოვნება, როგორც ცხოვრების განუყოფელი ნაწილი