როგორც გავიგეთ, Slack-ის 2023 წლის რედიზაინმა დიდი მოწონება ვერ დაიმსახურა… ლინკდინის გამოკითხვაში მხოლოდ რესპოდენტთა 17% აფასებს მას დადებითად. უმრავლესობას კი შერეული გრძნობები აქვს, თუმცა ეს არც ასეთი ცუდია. რადგან სლექი მომხმარებლებს ძველ დიზაინზე გადასვლის უფლებას არ აძლევს, ჩვენ სასარგებლო რჩევებს გაგიზიარებთ, რომლებიც ახალ დიზაინთან დამეგობრებაში დაგეხმარებათ:
სამუშაო სივრცის გადამრთველის დაბრუნება

მართალია, სლექის რედიზაინი თავდაპირველად დიდი ნაბიჯი იყო მრავალი სამუშაო სივრცის მქონე მომხმარებლებისთვის, მაგრამ გადაწყვიტეს, რომ ახალ ვერსიაში ეს არ ჰქონოდათ. როგორც ჩანს, სულ ტყუილად, რადგან გამოხმაურების შემდეგ მაინც მოუწიათ მისი დაბრუნება და უკვე სურვილისამებრ შეგიძლიათ გამოიყენოთ. ამისთვის უბრალოდ ღილაკს Show workspace switcher უნდა დააკლიკოთ ან პირდაპირ Ctrl+Shift+S-ს.
აღმოაჩინეთ გადატანილი ფუნქციები
Slack-მა არსებული ფუნქციებიდან ზოგიერთს ადგილი შეუცვალა, რის გამოც მათი პოვნა შეიძლება, გაგიჭირდეთ:
- თქვენმა პროფილის სურათმა ზედა ნაწილიდან ქვემოთ გადაინაცვლა. დააკლიკეთ მასზე, რათა აკონტროლოთ პროფილის პარამეტრები, პრეფერენციები, შეტყობინებები და სტატუსი.
- იმისათვის, რომ თქვენს სამუშაო სივრცეში გაზიარებული ყველა ფაილი ნახოთ, დააკლიკეთ More tab-ს, შემდგომ გაეშურეთ თქვენი ორგანიზაციისკენ და აირჩიეთ Files.
- ახალი Automations-ის სექცია კი გვერდით არსებულ მენიუში More-ზე გადასვლით შეგიძლიათ, იპოვოთ.
- რაც შეეხება Slack Connect-ს, რომელიც თქვენი სამუშაო სივრცის მიღმა არსებულ ადამიანებთან მიმოწერის საშუალებას გაძლევთ, ახლა External Connections-ის More ჩანართში მოიძებნება.

დააკვირდით პირად შეტყობინებებსა და რეაქციებს
სლექისთვის ყველაზე დიდი ცვლილება ახალი გვერდითი პანელია, რომელსაც გამოყოფილი ჩანართები აქვს პირადი შეტყობინებებისა და აქტივობებისთვის. პირველი პირადი შეტყობინებების ჩამონათვალს გთავაზობთ, ხოლო მეორე აჩვენებს ყველა მონიშვნას, რეაქციასა და პასუხს.
საინტერესოა ისიც, რომ ორივე ჩანართს ერთი დამატებითი სასარგებლო ფუნქცია აქვს. თუ კურსორს DM-სა და Activity-ს ღილაკებზე გადაიტანთ, უახლეს ინტერაქციებს ნახავთ. ამ გზით კი შეგიძლიათ, სწრაფადვე გადაწყვიტოთ, რომელს სჭირდება დაუყოვნებლივი პასუხი და რომელი, დაიცდის.
მხოლოდ წაუკითხავების ჩვენება

სლექის ერთ-ერთი განახლება, რომელმაც მომხმარებლებში დიდი მოწონება დაიმსახურა, ფილტრია, რომელიც მხოლოდ წაუკითხავ შეტყობინებებსა და მონიშვნებს გაჩვენებთ.
გამოიყენეთ სლექი მრავალი ფანჯრით
ეს იმას ნიშნავს, რომ პირადი შეტყობინებები, Threads, არხები და Canvas ცალკეულ ფანჯრებში შეგიძლიათ გახსნათ, ამის გასაკეთებლად კი რამდენიმე გზა არსებობს:
- არხების პანელში მარჯვენა კლიკით დააჭირეთ DM-ს ან არხებს და შემდეგ აირჩიეთ Open in new window.
- DM-ებიდან კი ნებისმიერ სასაუბროზე გადასვლა შეგიძლიათ და აქ მხოლოდ ფანჯრის ნიშნულზე ორჯერ დაკლიკება დაგჭირდებათ.
- ხოლო, როცა Canvas-ში ხართ, უნდა დააჭიროთ ნიშნულს და კვლავ აირჩიოთ Open in new window.

მეტიც, თქვენი სლექი ჯერ კიდევ ძველი დიზაინითაც რომ იყოს წარმოდგენილი, ამ ფუნქციაზე წვდომა მაინც გექნებათ.
შეცვალეთ თემატიკები
მართალია, სლექისთვის ფერების შეცვლა ახალი არ არის, მაგრამ რედიზაინი რამდენიმე ახალ ვარიანტს გთავაზობთ, რაც მოიცავს თქვენზე მორგებული განათების დონეებსა და უფრო მუქ პანელებს. თუ გსურთ, რომ ახალი თემა ზედმეტი ძალისხმევის გარეშე მიიღოთ, აქ Surprise Me ღილაკსაც გადააწყდებით.

თემების შესაცვლელად, დააკლიკეთ თქვენი პროფილის სურათს, შემდგომ Preferences და აირჩიეთ მენიუდან Themes, თუმცა მხოლოდ იმ ფერებიდან მოგიწევთ არჩევანის გაკეთება, რომელსაც პროგრამა გთავაზობთ.
ცადეთ Later-ის ჩანართი

თქვენ შეგიძლიათ ფაილები სამწერტილიან ნიშნულზე დაკლიკებითა და Save for later-ის დახმარებით შეინახოთ. თუ ადრე მთლიანი გვერდი გადადიოდა შენახულ კონტენტზე, ახლა იგი ეკრანის ნახევარზე გამოჩნდება.
დააყენეთ ჩანართების ფილტრები

ამისთვის მხოლოდ სულ ზემოთ არსებულ Filter-ის ღილაკს უნდა დააჭიროთ, შემდეგ კი ჩანართები თქვენი სურვილისამებრ გადაალაგოთ. აქვე შეხვდებით Custom by section-ისა და Show and sort-ის ფუნქციებს, რაც პროცესს კიდევ უფრო გაგიმარტივებთ.













