in

„ეს ის არ არის, რაც შენ გგონია“ – „სლავური მასაჟი“ და მისი საკომუნიკაციო სტრატეგია

წელიწად-ნახევარია, რაც თბილისში, სალონი „სლავური მასაჟი“ მომხმარებელს ნურუ მასაჟს სთავაზობს, რომელიც მოიცავს კლასიკური და ეროტიკული მასაჟის მიქსს. ეს ფორმა შეიძლება ჩაითვალოს როგორც სამკურნალო, ასევე, რელაქს სახის მასაჟად. როგორც დაწესებულებაში ამბობენ, მომსახურება გათვლილია როგორც მამაკაცებისთვის, ასევე ქალბატონებისთვის. „მინდა, ხაზი გაუსვა, რომ ნურუ მასაჟი არ მოიცავს ინტიმურ მომსახურებას“, – ამბობს დაწესებულების დამფუძნებელი, თუმცა, საკომუნიკაციო სტრატეგიიდან გამომდინარე, რომელსაც პირობითად, „ეს ის არ არის, რაც შენ გგონია“ შეარქვეს, „სლავური მასაჟის“ ფეისბუკ გვერდის გამომწერებში, გვერდის საკომუნიკაციო ენა ეჭვსა და მრავალ კითხვას ბადებს. დაწესებულება კი, კითხვების მოგერიებისას, ახალ კითხვებს აჩენს:

M: როგორია სოციალური ქსელების მომხმარებელთა მიერ ყველაზე ხშირად დასმული კითხვები და თქვენი პასუხები მათზე?
კითხვებს ნამდვილად ვაჩენთ და ვცდილობთ, მათზე პასუხი იუმორით იყოს გაჯერებული. ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად, ერთი პოსტი მთლიანად მიეძღვნა ხშირად დასმულ კითხვებს, რომლის ქვეშ კიდევ უფრო მეტმა კითხვამ გაიჟღერა.


ქართულ ბაზარზე მასაჟის მომსახურებას არაერთი დაწესებულება უზრუნველყოფს, თუმცა, მათი უმრავლესობა ინტიმურ მომსახურებასთან ასოცირდება. როგორ გამოიყენა საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპი საკომუნიკაციო სტრატეგიად „სლავურმა მასაჟმა“, რა გამოარჩევს მას სხვა, მსგავსი ობიექტებისგან და  რა არის ის მიზანი, რასაც ბრენდმა ქართულ ბაზარზე უნდა მიაღწიოს. ამ და სხვა კითხვებზე პასუხი „სლავური მასაჟის“ დამფუძნებლისგან მივიღეთ:

M: რას გამოხატავთ სახელით „სლავური მასაჟი“ და როგორი იყო მის შექმნასთან დაკავშირებული საჭიროება ქართულ ბაზარზე?
ჩვენი სალონი წელიწად-ნახევარია, რაც ფუნქციონირებს და უკვე სერიოზული კაპიტალი დავაგროვეთ, მომხმარებელთა თვალსაზრისით. ბაზრის კვლევის შედეგად, გამოჩნდა, რომ მსგავსი ტიპის მომსახურება ქართულ ბაზარზე არ არსებობდა და თუ გავხსნიდით, ეს იქნებოდა პირველი მაღალი დონის სალონი. ამდენად, ეს წამოწყება ერთგვარ რისკებს უკავშირდებოდა, ეს იყო გამოწვევა, რომელიც, ვფიქრობთ, რომ წარმატებით დავძლიეთ. არ არის მარტივი, მსგავსი ბიზნესი ისე წამოიწყო, რომ დაბრკოლებებს არ შეხვდე, ჩვენი მთავარი ამოცანა სწორედ ეს იყო, რომ სწორი ინფორმაცია მიგვეწოდებინა მომხარებლებისთვის, თუ რას ვთავაზობთ მათ. სახელი სლავური მასაჟი წარმოიშვა ჩვენი პერსონალიდან გამომდინარე, სულ თავიდან, მხოლოდ სლავი პერსონალი გვყავდა სხვადასხვა ქვეყნიდან შემდგომ, უკვე მოთხოვნიდან გამომდინარე, დაგვემატნენ ქართველი მასაჟისტი გოგონები, მაგრამ სახელი უცვლელი დარჩა.

M: რა გამოცდილებას დაეყრდენით „სლავური მასაჟის“ გახსნისას და რა ისწავლეთ მსგავსი დაწესებულების მართვისგან? 
საქართველოში მსგავსი ხარისხის მომსახურება არ არის, ამიტომ, ორიენტირად უცხო ქვეყნების გამოცდილება ავიღეთ, რა თქმა უნდა, ქართულ რეალობასთან ადაპტირებული და მიახლოებული. ამ პერიოდის გამოცდილებამ არაერთი ტიპის ადამიანთან ურთიერთობა გვასწავლა, რაც გვეხმარება ჩვენი სერვისის სრულყოფაში. დღეისათვის, მოთხოვნა მზარდია, ამიტომ ვცდილობთ, ჩვენც შესაბამისი სტანდარტებითა და მზაობით დავხვდეთ მომხმარებლებს. რაც მთავარია, იხვეწება როგორც მომსახურების პირობები, ჩვენი მხრიდან, ასევე, მომხმარებლების დამოკიდებულება და ინტერესები ჩვენდამი.
M: როგორია კონკურენტული გარემო საქართველოში, პროფესიონალური მასაჟის სერვისის კუთხით და რა არის თქვენი უპირატესობა?
არის თბილისში რამდენიმე, ძალიან კარგი მასაჟის სალონი, რომელიც სთავაზობს მომხმარებელს სამკურნალო, გამაჯანსაღებელ და სხვა ტიპის მასაჟებს, მაგრამ არა ნურუ მასაჟს, რომელსაც ჩვენი სალონი. აქედან გამომდინარე, ალბათ, ერთმანეთის კონკურენტები არ ვართ. როგორც წესი, ჩვენთან ყოველ 2 თვეში ერთხელ ხდება პერსონალის განახლება, აქედან გამომდინარე, ჩვენს სალონში სულ სიახლეებია როგორც პერსონალის მხრივ, ასევე, პროცედურების მხრივ.
M: რატომ შეარჩიეთ მომხმარებელთან ურთიერთობის ასეთი სტრატეგია, როგორიც ამჟამად გაქვთ facebook გვერდზე და მსგავსი კომუნიკაციის პირობებში, როგორია მომხმარებელთა დაინტერესების/თქვენი სერვისით სარგებლობის მაჩვენებელი?
რადგან ჩვენი მომსახურება საკმაოდ სპეციფიკურია, გვჭირდებოდა Facebook-ზე ისეთი კონტენტი, რომელიც მასის დაინტერესებას გამოიწვევდა, ნეგატივის გარეშე. ამ მიზნის განხორციელებაში გვეხმარება კრეატიული სააგენტო Smartweb. (კომპანია თანამშრომლობდა 2018 წელს) მათ შეიმუშავეს სტრატეგიული გეგმა, რომლის პირობითი სახელია: „ეს ის არ არის, რაც შენ გგონია“.  კრეატიული პოსტების გზით, მომხმარებელებს გვინდა, ვუთხრათ, რომ ეს არის VIP მომსახურება, რომელიც რეალურად არ ასოცირდება სტერეოტიპულ „მასაჟთან“. ფორმულამ: იუმორს + ინტრიგა გაამართლა და დღეს, მივიღეთ მომხმარებელი, რომელიც პოზიტიურ დამოკიდებულებას ავლენს ჩვენი გვერდის მიმართ, არიან აქტიურნი და მაღალია მათი ჩართულობა თითოეული პოსტის კომენტარებში. რეალურად, მიზანიც ეს იყო, რომ ხალხის დამოკიდებლება შეცვლილიყო და სლავური მასაჟი აღქმულიყო ელიტარული დონის მომსახურებად. მეტიც, ზოგჯერ ჩვენი პოსტების ინსპირაციის წყარო სწორედ მათი ამგვარი აქტივობა გამხდარა, რისთვისაც მადლობა მათ მრავალფეროვან წარმოსახვას.
M: როგორია „სლავური მასაჟის“ განვითარების ხედვა? რა არის ის მიზანი, რასაც ბრენდმა ქართულ ბაზარზე უნდა მიაღწიოს?
მთავარი მისია არის მომხარებლის დამოკიდებულების შეცვლა, რომ სლავური მასაჟი არის განსხვავებული, არაორდინალური სერვისი, ჯერ კიდევ უცნობი ქართველი აუდიტორიის დიდი ნაწილისთვის.

„ალტერსოქსის“ #შეცდომები, რომლებიც ბრენდის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა

ჯეფ გოლდბლუმი და დინოზავრი – Jeep-ის ვიდეორგოლი იურული პერიოდის პარკის სტილში