in

Crocs-ს უკვე ტელეფონსაც ჩააცვამთ

Crocs Korea-მ და SLBS-მა, სეულში დაფუძნებულმა ტექნოლოგიური აქსესუარების ბრენდმა, გაერთიანება გადაწყვიტეს და ტელეფონებისთვის ჩვენთვის კარგად ნაცნობი ქროქსების დიზაინი შექმნეს. ჩარმებიც აქვს და ხელის მოსაკიდებელიც…

BOG
BOG

SLBS x Crocs-ის ტელეფონის ქეისი TPU-სგან არის დამზადებული და ქროქსის საკულტო ზედაპირის მსგავსადაა შექმნილი. ნახვრეტები კი ქეისის პერსონალიზების საშუალებას იძლევა ისევე, როგორც ამას ქროქსის ფეხსაცმელების შემთხვევაში ვაკეთებთ. ხოლო მოსახსნელი სამაჯური ტელეფონის ხელების გარეშე ტარებას აადვილებს და რეგულირდება.

თუ აქამდე ქროქსის ქეისი Samsung Galaxy S25 Ultra-ს მომხმარებლებისთვის იყო ხელმისაწვდომი, ახლა მას iPhone-ის მფლობელებსაც სთავაზობენ. SLBS x Crocs-ის ტელეფონის ქეისი ხელმისაწვდომია პასტელურ ფერებში, იქნება ეს პიტნისფერი მწვანე, ვარდისფერი, ცისფერი, სპილოსძვლისფერი თუ შავი.

ყიდვას კი ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან კორეულ მოდის პლატფორმა 29CM-ზე შეძლებთ.

სპიკერები! – ნახეთ, ვის მოუსმენთ Ad Black Sea 2025-ზე

„აგროსფერო“ ახალგაზრდების ხელშემწყობ პროგრამებს აგრძელებს – კომპანია სტიპენდიას კიდევ 6 სტუდენტს გადასცემს