in

ძილი, სწორი კვება თუ ვარჯიში? – რომელია ყველაზე სასარგებლო ჩვენი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის

ახალი ზელანდიის ოტაგოს უნივერსიტეტის მკვლევარების მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ძილის ხარისხი შესაძლოა ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი იყოს, რომელიც განსაზღვრავს ჩვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობას.

ალბათ, ყველამ ვიცით, რომ ძილის დარღვევა ხელს უწყობს და ამძაფრებს დეპრესიულობას. ამასთან ერთად მნიშვნელოვნად მოქმედებს სწორი კვება და თუნდაც, სულ რამდენიმე წუთიანი ვარჯიში.

აქამდეც არაერთი კვლევა ჩატარებულა იმის გასაგებად, თუ როგორ მოქმედებს ჩვენს ჯანმრთელობაზე ძილი, ან სწორი კვება და ვარჯიში. თუმცა ამ შემთხევვაში მკვლევართა მიზანი იყო, გაერკვიათ, ყველაზე მეტად რომელი მათგანის დარღვევა აისახება ჩვენს ფსიქიკაზე და არა მხოლოდ.

კვლევისათვის გამოიკითხა 18-დან 25 წლამდე ასაკის 1100-ზე მეტი ახალგაზრდა. მკვლევარები მათ ეკითხებოდნენ, როგორ გრძნობდნენ თავს სწორი კვების, ვარჯიშისა და ხარისხიანი ძილის შემდეგ. როგორ იცვლებოდა გუნება-განწყობილება ამ „დიდი სამეულის“ შესაბამისად.

შედეგად კი აი, რა მივიღეთ – ყოველდღიურად ნედლი ხილისა და ბოსტენულის მიღება აუმჯობესებს ჩვენს ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას. ასევე, მნიშვნელოვანი ფაქტორია ფიზიკური აქტივობაც. თუმცა ყველაზე მთავარი აღმოჩნდა ძილის ხარისხი! დიახ, ხარისხი და არა რაოდენობა.

როგორც ჩანს, მოგვიწევს “დავგუგლოთ” არა “როგორ ვიძინოთ 4 საათში 8 საათი”, არამედ “როგორ ვიძინოთ ხარისხიანად”!

დაქვრივებული პინგვინების ფოტომ გამარჯვება მოიპოვა

ათწლეულების მონაცემების თანახმად, აშშ-ს მდინარეების მესამედი ფერს იცვლის