in

10 საინტერესო ფაქტი ძილის შესახებ — IKEA-ს უახლესი კვლევა

ცხოვრების მესამედს ძილში ვატარებთ, თუმცა კარგად გამოძინება კაცობრიობის გამოწვევად იქცა… ამიტომაც იკეამ, ჩვენი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, გადაწყვიტა, ძილის შესახებ მეტი გაეგო და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი კვლევა ჩაატარა — 57 ბაზრის 55 000 მონაწილე მოიცვა და ძილის შესახებ საინტერესო ფაქტები გაგვიზიარა:

M2
M2

1. ამერიკელებს ყველაზე ცუდად სძინავთ

IKEA-ს Sleep Score-ის სიაში, რაც ძილს ხანგრძლივობის, ხარისხისა და გაღვიძების მაჩვენებლების მიხედვით განსაზღვრავს, ამერიკა ბოლო ადგილს იკავებს. 57 ქვეყანას შორის შტატებში ყველაზე ცუდად სძინავთ, ამას კი სტრესის მაღალ დონეს, არათანმიმდევრულ რუტინასა და ეკრანთან ჭარბად გატარებულ დროს მიაწერენ. 

2. ჩინელებს ყველაზე კარგად სძინავთ

როგორც ჩანს, კაცობრიობის პრობლემად ქცეული უძილობა ჩინელებს სულაც არ აწუხებთ და ღამით საშუალოდ 7 საათი სძინავთ. ამის პარალელურად, ეგვიპტელების 64% ძილს დამაკმაყოფილებლად აფასებს…

3. ადამიანებს სასურველ დროზე 1.5 საათით ნაკლები სძინავთ

იკეას მიერ გამოკითხული 55 000 ადამიანიდან თითოეულს საშუალოდ 6 საათი და 40 წუთი სძინავს, რეალურად კი სურთ, ეს მაჩვენებელი რვას მიუახლოვდეს — წლის ჭრილში რომ შევხედოთ, დაკარგულ 20 დღეს უდრის დასვენებისთვის. 

4. საწოლში ტელეფონის გამოყენება კვლავ მავნე ჩვევაა

მიუხედავად იმისა, რომ დღეს ყველამ კარგად იცის ეკრანთან გატარებული დროის გავლენა ძილზე, მონაწილეთა 72% მაინც ტელეფონებს იყენებს. ეს მაჩვენებელი კი 18-24 წლის პირებში 86%-მდე ადის — ისინი ძალიან დარდობენ საკუთარი ძილის ხარისხზე. 

5. ძილის პოზა მნიშვნელოვანია — განსაკუთრებით წყვილებისთვის

კვლევის მიხედვით, ჩახუტებას, სითბოს გარდა, სხვა დადებითი მახასიათებელიც გააჩნია — ადამიანები, რომლებიც სახით ერთმანეთისკენ არიან მიბრუნებულნი, უფრო მაღალ Sleep Scores-ს აჩვენებენ.

6. თვლემას გარკვეული ხანგრძლივობა აქვს

განტვირთვისთვის ცოტა ხნით თვალების დასვენება მშვენიერი ვარიანტია, თუმცა ახლა იკეა გვეუბნება, რომ ყველაზე კარგი იმ შემთხვევაშია, როცა 33 წუთს გრძელდება. ხოლო, ვინც ამ დროს აჭარბებს, უფრო მეტად არის დაღლილობის რისკის ქვეშ. 

7. ქალებს დასაძინებლად უფრო მეტი დრო სჭირდებათ

როგორც აღმოჩნდა, ქალები საშუალოდ 26 წუთში იძინებენ, კაცებს კი ამისთვის 23 წუთიც ჰყოფნით. ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა სტრესი, ჰორმონალური ცვლილებები და ზრუნვის პასუხისმგებლობები, მნიშვნელოვნად ზემოქმედებს ამ სხვაობაზე. 

8. კლიმატის კონტროლი სწრაფად ჩაძინებაში გვეხმარება

ჰაერის კონდიციონერები იმ პოპულარულ ხელსაწყოებს შორისაა, რომლებიც ადამიანებს მარტივად ჩაძინებაში ეხმარება, ამას კი სხეულის ტემპერატურის რეგულირებას მიაწერენ. 

9. დასაძინებლად წამლებს ბევრი ადამიანი მიმართავს

გლობალური მასშტაბით, ადამიანთა 19% იყენებს მედიკამენტს დასაძინებლად, 5% კი დღიურად მოიხმარს მას. გამოკითხულთაგან 8%-ს ინსომნიაც აღენიშნებოდა, რითაც იგი ყველაზე გავრცელებულ ძილის პრობლემად გვევლინება. 

10. ფინანსური სტრესი ადამიანებს არ აძინებს

რესპონდენტთა თითქმის 36% გვეუბნება, რომ მეტი ფული სჭირდება ძილის გასაუმჯობესებლად. ფინანსურ სტაბილურობასა და ძილის ხარისხს შორის კავშირი კი განსაკუთრებით ძლიერი იყო დაბალი Sleep Score-ის მქონე პირებში. 

და თუ გაინტერესებთ, როგორ დაიძინოთ უკეთ, ბოლოდროინდელ კვლევას უნდა გაეცნოთ.

მიკრომენეჯმენტის უარყოფითი ეფექტი ანუ რატომ არ უნდა აკეთოთ ყველაფერი თავად

როგორი იქნებოდა სამყარო Air Jordan-ების გარეშე?