in

„როგორ გვაძინებს მგზავრობა“ — ახალი კამპანია მანქანის მართვის უსაფრთხოებაზე

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, კანადაში ავტოსაგზაო შემთხვევების 20% მძღოლების დაღლილობასთანაა დაკავშირებული. ამ პრობლემის სადემონსტრაციოდ, ქვეყნის ოფიციალური პირები კრეატიულ სააგენტო Taxi-სთან თანამშრომლობდნენ, Sleep Tracks ფლეილისტის შესაქმნელად. ეს უკანასკნელი სრული სიზუსტით ასახავს, თუ რამდენად ადვილია გზაზე ჩაძინება, რაც კატასტროფულ შედეგებს იწვევს.

ფლეილისტი, რომელიც სფოთიფაისა და Apple Music-ზეა ხელმისაწვდომი, შეიცავს ხმაურიან ჩანაწერებს. თითოეული მათგანი სხვადასხვა მაგისტრალის გარემოს ასახავს. როგორც შემქმნელები ამბობენ, მათი მიზანია, ყველა მძღოლის აღქმა გააფართოონ ახალი კამპანიით — მათ უნდა იცოდნენ, რომ დაღლილობისას კონცენტრაციის უნარი გვიქვეითდება და მოდუნებულ მდგომარეობაში გადავდივართ, როცა ჩაძინებამდე სულ რამდენიმე წამი გვაშორებს.

გარდა ამისა, მსმენელებს შეუძლიათ, სამი განსხვავებული ტიპის ძრავიდან სასურველი აირჩიონ: გაზის, ელექტრო ან ჰიბრიდი. თითოეული მელოდი 8-დან 10-საათამდე გრძელდება და იყენებს თეთრი, ვარდისფერი, იასამნისფერი და ყავისფერი ხმაურის კომბინაციას.

„გზაზე ყოველი ჩვენგანის უსაფრთხოება ყველას პასუხისმგებლობაა. Sleep Tracks კი ერთ-ერთი საშუალებაა, რათა ამ კუთხით ცნობიერება ავამაღლოთ და საფრთხეებისგან თავის დაცვას შევუწყოთ ხელი“, — ამბობს კანადის უსაფრთხოების საბჭოს მენეჯერი, ლუის სმიტი.

Mailchimp-ის AI ხელსაწყოს ელ.ფოსტების დაწერა შეუძლია

წიგნების კითხვა იმაზე მეტია, ვიდრე ყოველდღიური რუტინა — ნატალი მთავრიშვილი, „წიგნების თაროს“ მონაწილე