12
Sep
2018

კარგად გამოიძინე, რომ უკეთ იმუშაო!

12 Sep 2018

დაახლოებით, რამდენი საათი გძინავთ დღე-ღამეში? ყველამ ვიცით, აუცილებელია, მინიმუმ, 8 საათიანი ძილი, მაგრამ სამსახურის, ოჯახის თუ სოციალური აქტივობების გამო, ხშირად, 24-დან 16 საათზე გაცილებით დიდხანს გვღვიძავს. ამიტომ, ჩაწითლებული თვალები და მუდმივად გადაღლილი სახე ბევრისთვის ნაცნობია მდგომარეობაა.

pasha-statiebi
pasha-statiebi

ძილის ნაკლებობა სერიოზული პრობლემაა. 2012 წელს, აშშ-ში ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 29 %-ს, დღე-ღამეში, 6 საათზე ცოტა ეძინა. თუ დინამიკაში დავაკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ მდგომარეობა წლიდან წლამდე უარესდება – იგივე მაჩვენებელი, 1985 წელს, 22% იყო, 2017 წლის მონაცემებით კი, ლიდერთა 42%-ს, როგორც წესი, 6 საათზე ნაკლები უძინია.

არა და, ძილი და სიზმარი ადამიანს, მოგონებების თავმოყრაში, მიღებული ემოციებისა და განცდების „გადახარშვაში“, სხეულს კი გლუკოზის მარაგის (ტვინის მკვებავი) შევსებასა და ბეტა – ამილოიდებისგან (ნარჩენები, რომელიც ალცეიმერის გაჩენის ალბათობას ზრდის და კოგნიტური აქტივობის შეფერხებას იწვევს) გათავისუფლებაში ეხმარება. უძილობა, პირიქით, თვითკონტროლის დაკარგვას, მეხსიერების და შემოქმედებითი უნარების დაქვეითებას იწვევს. ისიც დადასტურებული ფაქტია, რომ თუ ხელმძღვანელი მუდმივად გამოუძინებელია, მისი თანამშრომლების პროდუქტიულობაც მცირდება.

რა უნდა გავაკეთოთ, რომ ნორმალური ცხოვრება დაიბრუნოთ? პირველ რიგში, ყველამ და, მენეჯერებმა განსაკუთრებით, უნდა გააცნობიერონ სიტუაციის კრიტიკულობა და საკუთარ თავთან შეთანხმდნენ, რომ ასე ვეღარ გაგრძელდება. ანუ პირველი პრობლემის აღიარება და მის გამოსასწორებლად მზაობაა.

ისტორიულად, მენეჯერები კარგ და ცუდ ხელმძღვანელებად იყოფოდნენ და ეს მუდმივი იყო. თუმცა, უკანასკნელი კვლევებით დადგინა, შესაძლოა, ვითარება ყოველდღიურად უკეთესობისკენ ან პირიქით, უარესობისკენ შეიცვალოს, გააჩნია, როგორ ძინავს. თუ ხელმძღვანელი გამოუძინებელია, როგორც წესი, ადვილად გამოდის მდგომარეობიდან, თანამშრომლებს შეურაცხყოფას აყენებს და ქარიზმასა და მიმზიდველობას კარგავს. ეს კიდევ არაფერი, უძილობის გამო, მენეჯერი ისე იფიტება, რომ არც საკუთარი თავისა და არც თანამშრომლების შთაგონება აღარ შეუძლია. კარგავს ყოველგვარ მოტივაციას და ასეა მთელი გუნდიც. მოკლედ, როცა ბოსი უძილო და გადაღლილია, პასუხს ყველა თანამშრომელი აგებს. პრობლემა კიდევ უფრო ღრმაა, ამ მდგომარეობაში მყოფი ხელმძღვანელი ნეგატიურ გავლენას ახდენს დაქვემდებარებულების  ემოციებსა და ქცევაზე, პროდუქტიულობაზე და ზოგადად, საქმიანობაზე. მეტიც,  ფორიაქდებიან და დღის მანძილზე მიღებული სტრესის გარდა, გონების დასვენებას ვერც ღამით ახერხებენ, ეწყებათ უძილობა.

საბედნიეროდ, არსებობს უძილობის პრობლემის გადაჭრის გზები. თითქოს, უცხო არაფერია და ეს ყველამ იცის: თუ გამოძინება გსურთ, დაწოლამდე რამდენიმე საათით ადრე, თავი შეიკავეთ ყავის, ალკოჰოლური სასმელის ან მძიმე საკვების მიღებისაგან. ასევე, კარგი საშუალებაა მედიტაცია, ფეხით სეირნობა. ძალიან ცუდია, ძილის წინ „სმარტფონის“ ან სხვა გაჯეტის ინტენსიური გამოყენება, რადგან ეკრანის ნათება ხელს უშლის მელატონინის გამოყოფას (ჰორმონი, რომელიც ძილის პროცესს უწყობს ხელს). ამიტომ, როგორც უცხოელი სპეციალისტები ამბობენ, საღამოს 9 საათის შემდეგ, ტელეფონი უნდა დავივიწყოთ, რაც ჩვენს რეალობაში, თითქმის, წარმოუდგენელია. თუმცა, უძილობა იმდენად სერიოზული პრობლემაა თითოეული ადამიანისა და მისი გარშემომყოფებისთვის, რომ მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ ხელისშემშლელი ფაქტორები და ვეცადოთ, რაც შეიძლება მივუახლოვდეთ ძილის რეკომენდირებულ ზღვარს – დღე-ღამის განმავლობაში 8 საათს.

 

წყარო: HBR.COM



განხილვა