1
Nov
2019

“პრობლემების გადაჭრა ძილშიც შეიძლება” – ამბობენ ფსიქოლოგები

1 Nov 2019

როდესაც რთული პრობლემების წინაშე დგახართ, დაიძინეთ. ერთი მხრივ, ეს დაგეხმარებათ, თავი აარიდოთ გადაწყვეტილებების ემოციურ ფონზე, ნაჩქარევად მიღებას. თუმცა, ამას გარდა, ხშირად ჩვენი პრობლემების გადაჭრას გრძელვადიან პერსპექტივად განვიხილავთ. ძილი კი, ხელს უწყობს ტვინს დაალაგოს მეხსიერება, დააკავშიროს ერთმანეთთან ფაქტები და ახლებურად შეხედოს საკითხს.

pasha-statiebi
pasha-statiebi

საქმე ისაა, რომ ჩვენი ტვინისთვის ეს ალტერნატივა არც შეგვითავაზებია. უბრალოდ, არ გვიფიქრია, რომ ჩათვლემისას შეეძლო ყველაფერზე ზრუნვა. ამის ნაცვლად, მხოლოდ ვიმედოვნებდით, რომ საჭირო პასუხი და გამოსავალი თავისით მოგვაფიქრდებოდა. თუმცა, ყველაფერი იცვლება და დღეს, თანამედროვე მეცნიერები ძილს პრობლემების გადაჭრის საშუალებად მიიჩნევენ.

შექმენით ხმოვანი ასოციაცია შემოქმედებითი წვისთვის

მკვლევარებმა ივარაუდეს, რომ ძილი პრობლემის გადაჭრის საშუალებად შეიძლებოდა გამოეყენებინათ. ეს იქნებოდა მეხსიერების ერთგვარი რეორგანიზაცია ძილის დროს. კვლევაში მონაწილე 57 ცდისპირს, მათ სხვადასხვა თავსატეხი მისცეს, ძილის წინ. ამის ფონზე რთავდნენ სხვადასხვა ხმებსა და ტიზერებს. მუსიკალურ გაფორმებას ინარჩუნებდნენ მაშინაც, როდესაც მონაწილეებს ეძინათ, თუმცა, შედარებით დაბალ ხმაზე.

აუდიო ექსპერიმენტამდე, მონაწილეებმა თავსატეხების მხოლოდ 20.5%-ის ამოხსნა შეძლეს. თუმცა, დილით ცდისპირებმა 31.7%-ს გაართვეს თავი. გამოდის, რომ ხმოვანმა ზემოქმედებამ პროდუქტიულობის 55%-იანი ზრდა განაპირობა.

კვლევის ავტორები ირწმუნებიან, რომ ეს შედეგები ცხადყოფს, რამხელა გავლენა გვაქვს ჩვენი ტვინის შესაძლებლობებზე. საკუთარი გონებრივი რესურსები მათ, ამოცანის გადაჭრაზე, ძილის პერიოდში მიმართეს. მკვლევარები იმასაც ამბობენ, რომ მეთოდი ნაკლებად იმოქმედებს ისეთ პრობლემებზე, რომელთა გარშემოც არ გაგაჩნიათ საბაზო ცოდნა. პრინციპში, ეს უბრალოდ კარნახია ტვინისთვის, რომელი პრობლემა ამოხსნას. ანუ, მიდგომა მუშაობს იმ ტიპის პრობლემებზე, სადაც გაქვთ ყველაფერი, მაგრამ გჭირდებათ კონკრეტული მიმართულება.

აავსეთ თქვენი გონება საქმესთან ასოცირებული ხმებით

აღსანიშნავია, რომ ექსპერიმენტში საკმაოდ ცოტა ადამიანმა იმონაწილევა. საინტერესოა, როგორი იქნებოდა შედეგი, ბევრად მეტი ცდისპირის შემთხვევაში. თუკი ვივარაუდებთ, რომ დიდ რაოდენობაშიც ისეთივე იქნება შედეგი, როგორიც ამ კვლევისას იყო, შეგიძლიათ თავისუფლად გამოიყენოთ მეთოდი ყოველდღიურად, თქვენს სამუშაო პროცესში. შეარჩიეთ სპეციფიკური მუსიკა, რომელსაც კონკრეტულ პროექტებსა თუ ამოცანებთან მუშაობისას მოისმენთ.

ამავდროულად, შეგიძლიათ ცნობიერი ძალისხმევა ჩადოთ, რათა სხვა საშუალებებით შექმნათ ხმოვანი ასოციაცია კონკრეტულ დავალებასთან მიმართებით. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს სპეციფიკური ხმაური. ამ ყველაფრის მოსმენა კი, ძილის წინ უნდა დაიწყოთ, დაბალ ხმაზე. შეიძლება, მაგალიღად, თქვენი ოფისისნაირი საათის წიკწიკმაც კი მომართოს ტვინი სამუშაოზე.

ეს კვლევა ცხადჰყოფს, რომ მეცნიერების პრობლემების გადასაჭრელად გამოყენება თქვენსავე ინტერესებშია. ამერიკელი ზრდასრულების მესამედზე მეტს არასაკმარისად სძინავს. უძილობა ბიზნეს ლიდერებისთვისაც არაა უცხო. ეს ბევრ რამეს ხსნის – არ გძინავს, ე.ი. უფრო ძნელად პოულობ საჭირო კითხვებზე პასუხს.

გახსოვდეთ, რომ ასევე, ძალიან სასარგებლოა, დატოვოთ სამსახური სამსახურში და ტვინს მისცეთ, დასვენების რეჟიმში, სრულიად ახლებური იდეების გენერირების საშუალება. შემდეგ კი, ეს აზრები ხელახლა შეისწავლოთ.

 

წყარო: inc



განხილვა