უნდა ვაღიაროთ, რომ პანდემიამ გვაიძულა, უფრო მეტად დავფიქრებულიყავით იმ უხილავ საფრთხეებზე, რომლებიც გარემოში არსებობს. განსაკუთრებით კი სახელურებზე, კიბის მოაჯირებსა და ზოგადად, საჯარო სივრცეებში არსებულ ისეთ ადგილებზე, რომლებთანაც დღეში შეხება უამრავ ადამიანს უწევს. სწორედ ეს ფაქტი გახდა იმ პატარა მრგვალი მოწყობილობის შექმნის მიზეზი, რომელზეც ჩვენ დღეს მოგიყვებით.
თუ ფიქრობთ, რომ ამას სველი ხელსახოცით ან სადეზინფექციო ხსნარით ჩვეულებრივ მოაგვარებთ, გაიხსენეთ, რამდენჯერ მიგიღიათ შედეგად უბრალოდ სველი სახელური, რომელზე შეხების სურვილიც კი აღარ გაგჩენიათ… სიმართლე რომ ვთქვათ, მომხმარებლებს საერთოდ არ უნდა უწევდეთ მაღაზიაში არსებულ მიკრობებთან გამკლავება… ეს კომპანიებს ეხება, რომლებმაც პანდემიის პერიოდში კედლებზე დამაგრებული სადეზინფექციო ხსნარები შემოგვთავაზეს, თუმცა ეს მაინც არ აგვარებს სახელურების პრობლემას.
სოკოთი შთაგონებული მოწყობილობა კი მათ იდეალურ ვარიანტს სთავაზობს — იმისათვის, რომ SLIBALL სახელურზე მოთავსდეს, სპეციალური ღრმული აქვს გაკეთებული, ულტრაიისფერი-C გამოსხივებით კი დეზინფექციას აკეთებს. მისი გამოყენებას მხოლოდ მაშინ შეძლებთ, როცა მოწყობილობაში ხურდას ზუსტად ისე ჩააგდებთ, როგორც კალათის აღებისას აკეთებთ ხოლმე. იგი ავტომატურად დაიწყებს სტერილიზაციას, დასრულების შემდეგ კი მოწყობილობის თავი ზუსტად ისე ამოიწევა, როგორც სოკოები წვიმის შემდეგ და ამ დროს თქვენს ხურდასაც დაგიბრუნებთ.