in

SLICE IT – პლატფორმა, რომელიც გურმანებსა და მზარეულებს ერთმანეთთან დააკავშირებს

კულინარიული რეცეპტების ციფრული მუზეუმი

ინოვაციური სტარტაპის დეტალებზე მისი დამფუძნებელი ნინი ქვირია გვიამბობს:

„SLICE IT დააკავშირებს მზარეულსა და გურმანს – ნებისმიერი მსურველი, შეძლებს, პლატფორმის საშუალებით, დაინახოს, ვინ რა კერძს ამზადებს, იმ მომენტისთვის, ახლო ტერიტორიაზე და ის დააგემოვნოს. კერძების -ყიდვა გაყიდვასთან ერთად, ორივე ტიპის მომხმარებელს შეუძლია, SLICE IT-ზე ატვირთოს ძველი და ახალი რეცეპტები და ის მომავალ თაობას შემოუნახოს. პლატფორმა საშუალებას იძლევა, ერთდროულად ვიყოთ გურმანიც და მზარეულიც. მოქნილი კალკულატორით გამოვითვალოთ გასაყიდი კერძის თვითღირებულება. სპეციალურად შექმნილი ბონუსური სისტემით, ახალი სტილის ციფრული ფული იქნება. სამართლიანი ალგორითმი კი ყველა კეთილსინდისიერ, პოპულარულ და სხარტ მომხმარებლებს ახალ შესაძლებლობებს გაუჩენს“.

რატომ გადაწყვიტეთ ამ პლატფორმის შექმნა? რა არის მთავარი მიზანი?

ნინი ქვირია: SLICE IT პროექტის ძირითადი  მიზანია, შექმნას თვითდასაქმების ახალი მოდელი. ასევე, გვინდა, რაც შეიძლება მატ ადამიანს შევთავაზოთ ბენეფიტები. მაგალითად, დიასახლისებისთვის ეს არის ახალი არხი, რომლითაც სამზარეულოში გატარებული დღის რუტინისგან, დამატებით შემოსავალს მიიღებენ. სტუდენტებისთვის იქნება საუკეთესო არჩევანი ჯანსაღად იკვებონ ხელმისაწვდომ ფასად, რესტორნებისა და სწრაფი კვების კულტურისგან განსხვავებით. მომავალი მზარეულებისთვის ეს არის შესანიშნავი შანსი, რესტორნის გახსნამდე დატესტონ მენიუ და წინასწარ გაიჩინონ მუდმივი სტუმრები. პროფესიონალი მზარეულები კი ახლად შექმნილი რეცეპტების კომერციალიზაციას მოახდენენ, მუზეუმის ციფრულ სივრცეში, განსხვავებით ტრადიციული ინსტრუმენტებისა: წიგნი, ვიდეო, ბლოგი და ა.შ. მილენიალ მოგზაურებს SLICE IT მისცემს შესაძლებლობას, ძალიან მარტივად მიიღონ გასტრონომიული თავგადასავალი.

რამდენად აპრობირებულია მსგავსი აპლიკაციები და ხართ თუ არა პირველები საქართველოში?

ნინი ქვირია

პლატფორმა ინოვაციურია გლობალური მასშტაბით რადგან, პირველადი ანალიზის საფუძველზე პირდაპირი კონკურენტების გამოკვეთა ვერ მოხერხდა. ვერ მოიძებნა ციფრული სერვისი (ვები, აპი), რომელიც აერთიანებს ფუდტექსა და სტუმარმასპინძლობის სექტორებს. თუმცა, ძალიან ბევრია ჩვენი ირიბი კონკურენტი სტარტაპი, საკვები პროდუქტების მიწოდების და გატანის (delivery and take away) განხრით. არსებობს არაერთი  shared economy პლატფორმა, რომელიც ადამიანებს როგორც სერვისის მიღების, ისე თანხის გამომუშავების საშუალებას აძლევს. მომავალი კონკურენტების მიმართ კი, მზაობა დასაწყისშივე გვაქვს. პლატფორმის „ჩაშვებიდან“ უმოკლეს დროში შეიცვლება ადამიანის სოციალური ქცევა, გაჩნდება კვების კულტურის ახალი სტილი. ეს კი, თავისთავად, ახალ იდეებს გააჩენს, გლობალური მასშტაბით.

SLICE IT-ის გეგმებზე რა შეგიძლიათ, გვითხრათ?

პლათფორმა მალე ჩაეშვება. შემდეგ  დავაკვირდებით მომხმარებლების შენიშვნებსა და დამატებით სურვილებს და მათი გათვალისწინებით ხუთ ქვეყანაში წარვადგენთ სრულყოფილ პროდუქტს. უფრო შორეულ გეგმად კი გვაქვს, შევქმნათ მუდმივად განახლებადი, მოხერხებული, სასარგებლო და ინოვაციური ბიზნეს მოდელები პლატფორმის მარადიულობის შესანარჩუნებლად.

 

[პარტნიორის კონტენტი]

როგორ ვიყოთ შესამჩნევი მაშინ, როცა დისტანციურად ვმუშაობთ?

„კონტრაქტორი“ – ახალი ბრენდი ლოიალტესგან