ის, თუ როგორ უნდა გამოირჩეოდნენ ათასობით კონკურენტისგან, სააგენტოებისთვის დიდი ხანია პრობლემას წარმოადგენს… აქ კი კარგ სლოგანს დიდი მნიშვნელობა ენიჭება, მას შეუძლია აჩვენოს, რატომ ხართ უკეთესი. დიახ, ძალიან საინტერესო საკითხია, ამიტომ, მოდით, უფრო კონკრეტულად განვიხილოთ და გავიგოთ, თუ რატომ აირჩიეს შემდეგი 7 სლოგანი და რას გულისხმობდნენ ამაში რეალურად.
ჯიმ დე ზოეტი, Across the Pond-ის შემოქმედებითი ხელმძღვანელი: We make the complex, human
თუმცა ჩვენ არ ვქმნით კომპლექსურ ადამიანებს. ეს გულისხმობს, რომ ჩვენ ვქმნით რობოტ ადამიანებს, არა? მძიმემ კი კიდევ უფრო მეტი დებატი გამოიწვია, შექმნა იმაზე უფრო მეტი დაყოფა, ვიდრე ნებისმიერმა სხვა მძიმემ ისტორიაში.
როცა სააგენტოს სლოგანს წერთ, პირველი რეაქციები კრიტიკულად მნიშვნელოვანია — მახსოვს, ეს ერთ-ერთ შემოქმედებით ხელმძღვანელს გავუმხილე და მან თქვა: „იცი? მე არ მძულს ეს“, რაც ნამდვილად ქება იყო. ვიცოდი, რომ იგი გაიმარჯვებდა.
კიერ ჰამფრისი, Hallam-ის ხელმძღვანელი: Performance with purpose
Hallam ყურადღებას ამახვილებს შესრულებაზე, მაგრამ ასევე, ღამით ძილი ძალიან გვიყვარს. ჩვენ ამას ვაკეთებთ, რადგან ვიცით, რომ ჩვენი ბრენდის პარტნიორები არ არიან კარტელები. რა თქმა უნდა, ყველა სააგენტო მიზნით მოქმედებს, მაგრამ ჩვენთვის მიზანი სიტყვაზე მეტია. ის ჩვენს ბიზნეს მოდელშია ინტეგრირებული. ასე რომ, ჩვენ ვაწვდით „შესრულებას მიზნით“.
სემ ზინდელი, Propellernet-ის მმართველი დირექტორი: What drives us is different
ამ სლოგანის ჩამოყალიბებაში ქვემოთ მოცემულმა საკითხებმა დიდი როლი ითამაშა:
- დელფინები
- ბამბუკის ტყის ორკესტრი
- Care Bear-ის სპორტული ელექტრომანქანები
- The Stone Roses-ის ალბომის დებიუტი
ბუნებრივია, ამან ახალ მანტრამდე მიგვიყვანა. მას არავითარი კავშირი აქვს ჩვენს რწმენასთან დაინტერესებული მხარეების კაპიტალიზმისა და ჩვენი ვალდებულებისადმი, მივიღოთ პროგრესული ბიზნეს გადაწყვეტილებები ისეთ ფაქტორებზე დაყრდნობით, რომლებიც მოიცავს გარემოს, ჩვენს ხალხსა და სოციალურ გავლენას რეკლამებთან ერთად.
ტანია ბარი, Jellyfish ბრენდ-სტრატეგიის ვიცე-პრეზიდენტი: Your Platform to Perform
ჩვენ „პლატფორმის სამყაროსი“ გვწამს: ჩართულობის ეკოსისტემები, სადაც ბრენდებს შეუძლიათ სწორი საფუძვლიდან განვითარდნენ. ჩვენი დაპირება Jellyfish-ის უნიკალურ წყობას ემყარება, რაც ამ მოგზაურობაში ნამდვილ პარტნიორად გვაქცევს.
გვინდოდა ხელახლა შემოგვეტანა შესრულება, რომელიც უსამართლოდ იყო მიბმული რთულ კონვერსიასთან… ჩვენი ხაზი მომხმარებლებისა და ჩვენი ნიჭის დაპირებაა. ეს ინოვაციური პროგრესის მოდელი ნიშნავს, რომ ყველა Jelly-ს შეუძლია შექმნას თავისი კარიერა და პროდუქტიულობა, ზუსტად ისე, როგორც აირჩევს. ეს არ არის Just Do It, მაგრამ ჩვენ გვჯერა, რომ ის გაუძლებს დროს.
ემა ბართლომე, Paradise-ის მრჩეველთა საბჭოს წევრი: The agency for entertaining brands
კონკრეტული სლოგანი ჩვენთვის სრულად ორგანული გადაწყვეტილება იყო. როცა მომხმარებლებს ვესაუბრებით, მარტივი წარმოსათქმელიცაა, აღნიშნავს ჩვენი სააგენტოს სახელსა და იდენტობას.
ჩვენი პირველი მომხმარებლებიც ძირითადად ამ ინდუსტრიაში იყვნენ. გართობა ყოველთვის იყო ჩვენი DNA-ს ნაწილი. როცა სააგენტო კრეატივის, ივენთების, სოციალური და მერჩენდაიზინგის კუთხით იზრდებოდა, Paradise-მა მომხმარებელთა უფრო ფართო ჯგუფთან დაიწყო მუშაობა, თუმცა ჩვენი ბრენდის გზავნილი იგივე დარჩა. მოხმარებლებს აუდიტორიის გართობა მათი კონტენტით, მარკეტინგითა და შემოქმედებითობით სურთ. ჩვენი გუნდი კი მათ დაეხმარება.
თუმცა თვალი უნდა ვადევნოთ, რათა დავრწმუნდეთ, ვართობთ თუ არა როგორც მომხმარებლებს, ისე მათ აუდიტორიებს, სხვა შემთხვევაში კი ავტოგოლს გავიტანთ. გამოდის, თუ მათ ოდესმე რაიმე მოსაწყენს შევთავაზებთ, ეს ჩვენთვის სასარგებლო დარტყმაც გახდება…
ჯეიკ დაბინსი, Media Bounty-ის მმართველი დირექტორი: to be the leading independent ethical creative and media agency
ეს სლოგანი ყველაფერს აღწერს, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. სააგენტოში ყველამ იცის ეს მისია, რადგან მუდმივად ვლაპარაკობთ ამაზე და ვაჩვენებთ მას ჩვენს ქმედებებში.
თანამშრომლებს შვებულების გარდა, 5-დღიან მოხალისეობრივ დღეებს ვაძლევთ. Conscious Advertising Network დავაარსეთ. World Land Trust-ის საქველმოქმედო ორგანიზაციაში ყოველწლიურად ვრიცხავთ ფულს. ჩვენ ვაპროტესტებთ და ვმართავთ ეთიკურ დებატებს. ACT Climate Labs-იც დავაარსეთ და გაეროს კლიმატის ცვლილების შესახებ კომუნიკაციების შეცვლას ვურჩევთ. ამასთან, ვაპირებთ წამოვიწყოთ პროექტი, რათა ვნახოთ, როგორი იქნება სამ წელში ჩვენი სააგენტო.
პოლ ბატონი, iCrossing UK-ის აღმასრულებელი დირექტორი: Change. Made Simple.
როგორც სხვა ციფრული სააგენტოები, ჩვენც ვცდილობთ ისეთი პოზიციონირების პოვნას, რაც სხვებისგან გამოგვარჩევს და მომხმარებელთა საჭიროებებსაც დააკმაყოფილებს. ამასთან, ვაერთიანებთ ციფრული ტრანსფორმაციის კონსულტაციას სააგენტოს აქტივაციის გამოცდილებასთან. ვმუშაობთ, რათა დავეხმაროთ ორგანიზაციებს მართონ და მიაწოდონ ციფრული ცვლილებები. ამ შეთავაზების დახვეწამ კი ახალ პოზიციონირებამდე მიგვიყვანა.
ეს ასახავს, როგორ ვეხმარებით ორგანიზაციებს ციფრული კომპლექსურობის გადაჭრაში მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომითა და ჩვენი სურვილით, დავეხმაროთ მომხმარებლებს ისეთი კულტურის ჩამოყალიბებაში, რომელიც მოიცავს ცვლილებას, სწავლისა და ძველი ბარიერების რღვევის სურვილს.
ხოლო ჩვენი პოზიციონირება სააგენტოს სახელმძღვანელო პრინციპია. ის მთელ სააგენტოში ვრცელდება, დაწყებული იქიდან, თუ როგორ ვურთიერთობთ ერთმანეთთან ჩვენი მომხმარებლების სტრატეგიის ჩამოყალიბებისას. კონკრეტული პოზიციონირება კი ჩვენი აუდიტორიის საჭიროებებისა და მტკივნეული წერტილების გააზრების შედეგია. უკუკავშირი ჩვენი ადამიანებისგან, მომხმარებლებისა თუ პარტნიორებისგან განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო.