in

საცობში თუ მოხვდებით, საჩუქარი შეიძლება მიიღოთ – Heinz-ის კამპანია

საცობები ყველას სძულს. დრო უსასრულოდ იწელება, ხასიათი კი სწრაფად ფუჭდება… მაგრამ რა კავშირშია ყოველივე ეს Heinz-ის კეტჩუპთან? ის იმითაა ცნობილი, რომ კეტჩუპი ბოთლიდან ნელა გადმოდის, ისევე ნელა, როგორც მანქანების მოძრაობა ზაფხულში. ამიტომ, Waze-ის აპლიკაციასთან და ბურგერ კინგთან თანამშრომლობით, Heinz-მა მძღოლების გულისწყრომის მოგვარება გადაწყვიტა. თუკი საცობში მოძრაობა კეტჩუპის ბოთლიდან გადმოსვლის სიჩქარეს დაემთხვევა, მძღოლები კეტჩუპსა და ბურგერ კინგის ვუპერს საჩუქრად მიიღებენ. კამპანიაზე სააგენტო Rethink-მა იმუშავა.

როცა ძალიან ცდილობ და მაინც არაფერი გამოგდის – Nike-ის რეკლამა

„გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ საქართველოს რაგბის კავშირს აზღვევს