in ,

Slow Pulse Group – ქართველი კინომხატვრების „სუსტი პულსაცია დედამიწაზე“

Startauperi
Startauperi

Slow Pulse არ არის უბრალოდ ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც ერთად მუშაობენ. Slow Pulse არის კარგი იდეა, ინსპირაციის ინსპირაცია, ჩვენი ცხოვრების აზრი, ძლიერი გულისცემა ჩვენს სხეულებში და სუსტი პულსაცია დედამიწაზე“, – Slow Pulse Group.


პროფესიით კინომხატვრები: მარიამ იაკობაშვილი, გიორგი ყარალაშვილი და თიკა ბულბულაშვილი 7 წლის წინ, ერთი იდეის გარშემო გაერთიანდნენ და დაიწყეს, ძირითადად, სარეკლამო კლიპებსა და ფილმებზე მუშაობა. მათი საქმიანობა კი დროთა განმავლობაში უფრო მრავალფეროვანი გახდა და ინტერიერის დიზაინი, კედლის მხატვრობასტენსილი, გრაფიტი, სხვადასხვა ღონისძიების ვიზუალური გაფორმებაც მოიცვა. მარკეტერი კომპანიის ერთ-ერთ დამფუძნებელს – მარიამ იაკობაშვილს ესაუბრა:

M: როგორ მოხდა ჯგუფის ფორმირება დღემდე, ვინ წარმოადგენთ Slow Pulse-ის გუნდს?
Slow Pulse 2010 წლიდან არსებობს. დროთა განმავლობაში შემადგენლობა შეიცვალა, თიკა ნიუ იორკში წავიდა საცხოვრებლად, თუმცა თანამშრომლობას მაინც ვაგრძელებთ. საქმიანობის მრავალფეროვნებიდან და მასშტაბებიდან გამომდინარე, შემოგვიერთდნენ მეგობრები, მაგრამ ძირითად ბირთვად მაინც მე და გიორგი ვრჩებით. 2014 წლიდან დავაარსეთ კომპანია Slow Pulse group.
M: Slow Pulse – ბაზარზე ამ სახელით პოზიციონირება რამ გადაგაწყვეტინათ და თქვენი პორტფოლიოდან რომელ ნამუშევრებს გამოარჩევთ?
თვითონ სახელის იდეა ერთი ჯგუფის – And also the trees სიმღერიდან არის „Slow Pulse boy“.
Slow Pulse-ის სახელით, დღეს უკვე გაკეთებული გვაქვს არაერთი პროექტი. ერთ-ერთი ბოლო საინტერესო პროექტი არის მოკლემეტრაჟიანი ფილმი „8 წუთი“ (რეჟისორი: გიორგი გოგიჩაიშვილი, დათო აბრამიშვილი), რომელიც წელს, მანჰეტენის კინოფესტივალზე ფინალისტებს შორის მოხვდა.

მნიშვნელოვანი და აღსანიშნავია ჩვენთვის რეჟისორ რეზო ესაძის ფილმი „თვე როგორც ერთი დღე“, რომელიც წელს, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ქართული პანორამის გამარჯვებული გახდა. ეს ფილმი იყო ერთ-ერთი ძალიან დიდი გამოცდილება, რამაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩვენს პროფესიულ წინსვლაში.კიდევ მინდა, აღვნიშნო ანაკლიაში, ფესტივალის ტერიტორიაზე გაკეთებული ინსტალაციები. საშუალება მოგვეცა, რამდენიმე წლის წინ მოფიქრებილი და დახატული ჩვენი ნამუშევრების მიხედვით, უზარმაზარი ინსტალაციები შეგვექმნა.  ეს რაღაც ახალი და რთული გამოწვევა იყო და შედეგით ძალიან კმაყოფილები ვართ.M: თქვენს გამოფენაზე –  City stories – მოგვიყევით, რა კონცეფცია აქვს და პროექტს გაგრძელება თუ ექნება?
2016 წლის ნოემბერში, მე და გიორგიმ, Slow Pulse-ის სახელით, გავაკეთეთ გამოფენა City stories, ეს არის ნამუშევრები ქალაქზე, სივრცეზე, რომელსაც ყოველდღე ვხედავთ და ვცხოვრობთ და რომელიც ისეთი სისწრაფით იცვლება ჩვენ თვალწინ, რომ დამახსოვრებასაც ვერ ვასწრებთ და მომავალი, რომელიც უკვე მისტიკური და ამოუხსნელია.ეს გამოფენა დასაწყისია დიდი პროექტისა „ადაპტაცია“, რომელზე მუშაობაც ამ ეტაპზე მიმდინარეობს. ერთ-ერთი ახალი ნამუშევარი და კოლაბორაცია ამ თემაზე, თბილისის ურბან არტ ფესტივალის ფარგლებში გავაკეთეთ ჩვენს მეგობარ, ძალიან საინტერესო არტისტ კვაჭისთან ერთად.M: Slow Pulse Shop თქვენი ახალი გამოწვევაა, გაამართლა, თუ არა იდეამ და ამ მიმართულებით რა გეგმები გაქვთ?
Slow Pulse Shop, ეს სრულიად ახალი, ასე ვთქვათ, სატესტო ვერსიაა და სხვადასხვა პროექტისთვის შექმნილი ჩვენი ნამუშევრები გადაგვაქვს პრინტების სახით მაისურებზე, ჩანთებსა და სხვა გამოყენებით თუ საყოფაცხოვრებო ნივთზე. ეს ყველაფერი რაღაც დონეზე სინთეზია იმ ინტერესებისა და გამოცდილების, რაც ამ წლების განმავლობაში გაგვიჩნდა და დაგვიგროვდა. ეს, რა თქმა უნდა, ბიზნესიც არის, მაგრამ უფრო ჩვენივე ნამუშევრების პოპულარიზაციაში გვეხმარება. ჯერჯერობით გვაქვს მხოლოდ ჩანთები, მაისურები, სტიკერები და ორგმინის სამკაულები. 
პირველად. ამ პროდუქტით, Open air-ზე გავედით, Fabrikaffit-ის მაღაზიაში და მეორედ, აღმაშენებელზე, საახალწლო ბაზრობაზე, შემდეგ იყო ბერლინის RAW-Flohmarkt და Startup Market-ი თბილისსა და ანაკლიაში.ამ ეტაპზე მუშაობას ვაგრძელებთ და ცოტა ხანში ბევრი სიახლე გვექნება ამ მიმართულებითაც. ჯერჯერობით ინტერნეტ გაყიდვებითა და ფესტივალებით შემოვიფარგლებით, მაგრამ სამომავლოდ ვაპირებთ, გავაკეთოთ ჩვენი ნამუშევრების შოურუმი და სახელოსნო.
https://www.behance.net/slowpulsegroup

https://www.facebook.com/SlowPulseGroup/

https://www.instagram.com/slowpulse/?hl=en

ხელოვნების ყველაზე გიჟური ფესტივალი! როგორი იყო 2017 წლის Burning Man?

ნუ გაჩერდებით ისეთ სამსახურში, რომელიც განვითარების საშუალებას არ გაძლევთ! – Monster.com-ის სახალისო ვიდეორგოლი