in

Heinz-ის ინტერაქციული ბილბორდები ანაზღაურებს იმას, რაც ხალხს აკლია

ბოლო პერიოდში Heinz განსაკუთრებით გააქტიურდა მარკეტინგის მიმართულებით და მისი საკომუნიკაციო ენაც მეტად სახალისო გახდა. ამჟამად სხვადასხვა ლოკაციაზე ინტერაქციული, ციფრული ბილბორდები განათავსა — ძირითადად ის ადგილები შეარჩია, სადაც მის პროდუქციას არ იყენებენ საკვებ ობიექტებში. მაგალითად, ჩიკაგო ცნობილია კეტჩუპის ზიზღით…

BOG

როგორც ბრენდის წარმომადგენლები განმარტავენ, ასე მომხმარებლებს საშუალებას აძლევენ, დანაკლისი ბილბორდების მეშვეობით აინაზღაურონ. უფრო კონკრეტულად, ბოთლის გამოსახულებაზე ხელის დაჭერით სასურველი რაოდენობის კეტჩუპს მიიღებენ. თანაც სრულიად უფასოდ.

„Smack for Heinz ჰაინცისადმი მსოფლიო სიყვარულის უნივერსალური სიმბოლოა. იმის ცოდნა, რომ მთელ მსოფლიოში ზოგიერთი რესტორანი უარს ამბობს Heinz-ის მომსახურებაზე, ახალი კამპანიის წამოწყებაში დაგვეხმარა“, — განმარტავს ჯეფ ბეილი, Rethink-ის კრეატიული დირექტორი. სწორედ ამ სააგენტომ იმუშავა კამპანიაზე.

„პროფესია ექიმი — ემოციების გამოფენა“ — ევექსის ფოტოპროექტი

ChatGPT თითოეული ინფორმაციის წყაროს მიუთითებს