6
Jan
2020

მცირე ბიზნესის 5 ტრენდი 2020 წელს 

6 Jan 2020

თუ მცირე ბიზნესი გაქვთ, წარმატებისთვის მნიშვნელოვანია, არ ჩამორჩეთ ტენდენციებს ტექნოლოგიების, მარკეტინგის, სერვისის მიმართულებით. მართალია, თითოეული ბიზნესი უნიკალურია, მაგრამ არსებობს ტრენდები, რომლებიც, მეტ – ნაკლებად, ყველა მათგანზე მოქმედებს და თანაც, მომხმარებელთა მოლოდინებზე ახდენს ზეგავლენას. ამიტომ, მათ შესახებ აუცილებლად უნდა იცოდეთ.

წარმოგიდგენთ 5 ტრენდს, რომელიც, წელს, მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს მცირე ბიზნესის წარმატებაზე:

საზოგადოება  უპირატესობას მწვანე და სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ბიზნესებს ანიჭებენ

მომხმარებლებს, როგორც წესი, ურჩევნიათ ისეთი პროდუქტი შეიძინონ ან იმ კომპანიასთან დაიჭირონ საქმე, რომლებსაც მდგრადი და  მწვანე პოლიტიკის, ასევე სერიოზული სოციალური პასუხისმგებლობის პრაქტიკა აქვთ. Gallup-ის კვლევით, ასეთი ღირებულებებით განსაკუთრებით მილენიალები და Gen Z-ის წარმომადგენლები გამოირჩევიან. ამიტომ, თუ თქვენი ბიზნესი ამ სეგმენტისთვისაა, აუცილებლად გაითვალისწინეთ ეს ტენდენცია. უფრო კონკრეტულად კი:

  • გამოიყენეთ, რაც შეიძლება მეტი, ადგილობრივი პროდუქტი. მაგალითად, თუ რესტორანი გაქვთ, შეიძინეთ ხორცი, ყველი, რძე და ა.შ. ადგილობრივი ფერმერებისგან
  • შესაფუთად გამოიყენეთ გადამუშავებადი მასალები
  • გამოიყენეთ ეკოლოგიურად სუფთა საწმენდი საშუალებები
  • დაეხმარეთ და ხელი შეუწყეთ ე.წ. მწვანე მომწოდებლებსა და სერვისებს

მომხმარებელთა შეფასება ასეთი მნიშვნელოვანი არასოდეს ყოფილა

ონლაინ“ შეფასება ახალი ტენდენცია ნამდვილად არა არის, მაგრამ წელს ის ძალიან მნიშვნელოვანი გახდება. ერთადერთი გზა,  დადებითად განაწყოთ მომხმარებლები, ნამდვილად ხარისხიანი პროდუქტის წარმოება, შემდეგ კი რეალურად კარგი მომსახურების შეთავაზებაა. მხოლოდ ასე მიიღებთ მათგან დადებით უკუკავშირს, რაც დღეს ისეთი მნიშვნელოვანია მცირე ბიზნესისათვის, როგორიც არასოდეს ყოფილა.

ტრადიციულმა ბიზნესმა მაგალითი ელ. კომერციისგან უნდა აიღოს

ელ. კომერციაზე, პირველი, ალბათ, ყველას Amazon ახსენდება. მაგრამ, ამ შემთხვევაში, სხვა რამეს ვგულისხმობთ. თუ რესტორანი გაქვთ,  „ონლაინ“ მენიუ გააკეთეთ, ან თქვენი კერძების ისტორია განათავსეთ ინტერნეტ პლატფორმაზე, ან საერთოდ, საინტერესო ამბებს მოუყევით მომხმარებლებს. თუ სილამაზის სალონი გაქვთ, შეგიძლიათ, „ონლაინ“, თავის მოვლის საშუალებები გაყიდოთ და ა.შ.

მცირე ბიზნესმა, მობაილ მარკეტინგი, კრეატიულად უნდა გამოიყენოს

მობაილ მიმართულება 2020 წლის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ტენდენციაა. თქვენ, როგორც მცირე ბიზნესის წარმომადგენლებმა, ეს შესაძლებლობა აუცილებლად უნდა გამოიყენოთ:

  • შექმენით აპლიკაცია თქვენი ბიზნესის შესახებ. მისი საშუალებით, მომხმარებლებს, მიაწოდეთ ახალი ამბები თქვენს ბიზნესსა თუ პროდუქტზე
  • მომხმარებელთა თანხმობის შემთხვევაში, გაუგზავნეთ SMS შეტყობინებები ახალ შეთავაზებებზე. ეს რეალურად მუშაობს
  • ბევრი მომხმარებლისთვის ძალიან მოსახერხებელია ისეთი მობაილ პლატფორმით გადახდა როგორებიცაა: Google Wallet, Apple Pay, Visa Checkout და ა.შ.

სოციალურ მედიაში, დომინანტი, ლაივსტრიმი და „სთორები“ იქნება 

თუ Facebook-ის ან Instagram-ისსთორებს“ და ლაივსტრიმ ვიდეოებს აქამდე არ იყენებდით, სოციალური მედიის მთავარ ტრენდს ჩამორჩენილხართ. ამ პლატფორმებზე, მომხმარებელმა, უნდა გიყუროთ და ნახოს თქვენი პროდუქტი. აქ დიდ ტექსტებს, როგორც წესი, აღარავინ კითხულობს. საკმარისია, რამდენიმე სიტყვა დაწეროთ – აღწერა გაუკეთოთ და დანარჩენი ვიზუალურად აჩვენოთ სტრიმინგ ვიდეოში ან „სთორიში“. დღეს, ეს გაცილებით ეფექტურია. რაც შეეხება პლატფორმებს, რომელიც სერიოზულ ნახვებსა და ე.წ. ინგეიჯმენტს მოგიტანთ, ესენია: Facebook, Instagram, YouTube, TikTok. ოღონდ, არ დაგავიწყდეთ, თითოეულს მხოლოდ მასზე მორგებული კონტენტი სჭირდება და ერთი უნივერსალური ყველას შემთხვევაში ვერ იმუშავებს. 

წყარო: Inc.

განხილვა