კარიერის განსაზღვრისას პროფესიის არჩევა მნიშვნელოვანი ეტაპია ახალგაზრდისთვის, რადგან ეს არჩევანი შემდგომ წლებში გავლენას ახდენს მისი პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებასა და ცხოვრების ხარისხზე. საქართველოს რეგიონებში ჯერ კიდევ აქტუალურია პროფესიის არჩევა ოჯახის წევრებისა და ახლობლების რჩევით, ამიტომ, სამწუხაროდ, ახალგაზრდების უმეტესობას პროფესიის არჩევა არაჯანსაღ და სტერეოტიპულ გარემოში უწევს.
კარიერის დაგეგმვისას მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდები ინფორმირებულები იყვნენ თანამედროვე პროფესიების შესახებ და მეტად დაფიქრდნენ, რომელ პროფესიას მოარგებენ თავიანთ უნარებს.
სმარტ აკადემიის გუნდი 2018 წლიდან აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ ახალი პროფესიის შეძენის მსურველებს ეფექტური სასწავლო გამოცდილება გაუზიაროს. აქ სტუდენტები მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად პროფესიებს ეუფლებიან მენეჯმენტის, მარკეტინგის, დიზაინისა და ტექნოლოგიების მიმართულებით, იმაღლებენ კვალიფიკაციას, ერთვებიან კარიერის განვითარების პროგრამაში და კურსების წარმატებით დასრულების შემდეგ იღებენ სერტიფიკატს, წერილობით რეკომენდაციასა და პრაქტიკის გავლის შესაძლებლობას სმარტ აკადემიის პარტნიორ კომპანიებში.
წლების განმავლობაში დაგროვებული პროფესიული სასწავლო გამოცდილების რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის გასაზიარებლად, სმარტ აკადემიის გუნდმა შექმნა ახალი პროექტი „გახდი სმარტ აკადემიის ელჩი შენს რეგიონში”.
„პროექტის მთავარი ამოცანაა, ახალგაზრდებში მომავლის პროფესიებზე ცნობიერების ამაღლება და მათი კარიერული განვითარების მხარდაჭერა. დაგეგმილია საგანმანათლებლო ღონისძიებები, სადაც რეგიონის ელჩები დაინტერესებული საზოგადოებისთვის ჩაატარებენ აქტივობებს და ხელს შეუწყობენ რეგიონის გაცოცხლებასა და მის ეკონომიკურ გაძლიერებას”, – აცხადებს მაკო ქურთიაშვილი, სმარტ აკადემიის თანადამფუძნებელი.
- მომავლის პროფესიების შესახებ ცნობიერების ამაღლება
- რეგიონში ახალგაზრდული ჰაბების შექმნა და გაძლიერება
- ახალგაზრდების კარიერული განვითარების მხარდაჭერა
- ახალგაზრდებისთვის დასაქმების შესაძლებლობების გაზრდით, რეგიონის ეკონომიკური გაძლიერება
- რეგიონების გააქტიურება და გამოცოცხლება
- ადგილობრივი ორგანიზაციების წახალისება, შექმნან სამუშაო ადგილები, გადაამზადონ თანამშრომლები და დანერგონ თანამედროვე სტანდარტები
16+ ასაკის ენერგიულ, შემოქმედებით, კომუნიკაბელურ და ლიდერული თვისებების მქონე ადამიანს, რომელიც:
- გამოიკვლევს ახალგაზრდების ინტერესებს, აღმოაჩენინებს მათ ახალ უნარებს, დაეხმარება განვითარებაში და ჩართავს სხვადასხვა აქტივობაში
- დააორგანიზებს სხვადასხვა თემატურ ღონისძიებას
- სურვილი ექნება, წვლილი შეიტანოს თავისი რეგიონის განვითარებაში
- მზად იქნება მოხალისეობრივი საქმიანობისა და საზოგადოებასთან ურთიერთობისთვის დროის დასათმობად
პროექტში ჩართვით კი, „ელჩები” სმარტ აკადემიისგან პროფესიულ ტრენინგებსა და 50%-ამდე ფასდაკლებას მიიღებენ ნებისმიერ კურსზე, ჩაერთვებიან რეფერალურ სისტემაში, მიიღებენ არაფორმალური განათლების სფეროში მუშაობის გამოცდილებას და გახდებიან ახალგაზრდული ჰაბის წევრები.
სმარტ აკადემიაში სჯერათ, რომ პროექტი სარგებლის მომტანი იქნება ახალგაზრდებისთვის და სამომავლოდ ხელს შეუწყობს რეგიონის გაცოცხლებასა და განვითარებას.
შეავსე განაცხადი, გახდი სმარტ აკადემიის ელჩი და შეიტანე წვლილი შენი რეგიონის განვითარებაში!
[პარტნიორის კონტენტი]