სმარტ აკადემიისთვის 2022 წელი ნაყოფიერი, გამოწვევებით სავსე და სიახლეების მომტანი იყო.
„მთელი წლის განმავლობაში მივყვებოდით დასახულ მიზნებს და ვიპყრობდით ახალ მწვერვალებს. რაც მთავარია, ჩვენს სტუდენტებთან, მუდმივად კავშირზე ვიყავით და ახლაც ასე გრძელდება.
2022 წლის განმავლობაში შეთავაზებაში გვქონდა 40-ზე მეტი კურსი 5 მიმართულებით: ინფორმაციული ტექნოლოგიები, მარკეტინგი, დიზაინი, მენეჯმენტი, პიროვნული განვითარება. წარმატებით დავხურეთ 77 ჯგუფი და ვუმასპინძლეთ 1000-ზე მეტ კურსდამთავრებულს. სმარტ აკადემიის ოფიციალურ Youtube არხზე გამოვაქვეყნეთ 150-ზე მეტი ვიდეო, ხოლო გამომწერების რაოდენობამ 1600-ს მიაღწია. რაც შეეხება Tik-Tok-ს, 33 000-ზე მეტი გამომწერი შევიძინეთ, ხოლო ვიდეოების ნახვის რაოდენობამ რამდენიმე მილიონს გადააჭარბა.
ჩვენი გუნდი მაქსიმალურად მოტივირებულია, რომ დაინტერესებულ პირებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს პროგრამის შინაარსთან დაკავშირებით. ამ მიზანს ემსახურებოდა ის 50-მდე ღია ლექციაც სხვადასხვა პროფესიის მიმართულებით, რაც გასულ წელს ჩავატარეთ. ხაზგასასმელია ისიც, რომ ჩვენს კურსდამთავრებულებს ვეხმარებით გამართული რეზიუმეს შექმნაში, ხოლო სტუდენტებს, რომლებიც 90+ ქულას აგროვებენ, პრაქტიკული გამოცდილების მიღების საშუალებას ვაძლევთ — ხშირ შემთხვევაში კი ისინი ჩვენი გუნდის წევრებიც ხდებიან. ასევე, აქტიურად ვთანამშრომლობთ პარტნიორ კომპანიებთან, რათა ჩვენი წარმატებული სტუდენტები მათ გუნდს შეუერთდნენ.
ჩვენ ყოველთვის ორიენტირებულები ვართ სტაბილურობასა და განვითარებაზე. ამის მაგალითად მოვიშველიებთ იმ ფაქტს, რომ განვაახლეთ ორი: HR მენეჯმენტისა და პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების კომპლექსური კურსი.
ასევე, აღსანიშნავი და სასიხარულოა, რომ სმარტ აკადემია ქალთა გაძლიერების პრინციპების, WEPs- ის ხელმომწერი გახდა, ხოლო ჩვენმა გენერალურმა მენეჯერმა, მაკო ქურთიაშვილმა, გრეის ჰოპერის ჯილდო მოიპოვა (რომელიც USAID/Georgia-ს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამამ თიბისისთან, მაშავის ცენტრთან და გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით დააწესა) და ისრაელში იმყოფებოდა სასწავლო ვიზიტით.
სიახლეები და კარგი ამბები ამ ყველაფრით არ შემოიფარგლება. სმარტ აკადემიამ, ციფრულ სააგენტო Smart Web-თან თანამშრომლობით, შეიმუშავა უნიკალური პროექტი და საფუძველი ჩაუყარა პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერთა აკადემიას.
გარდა ამისა, უახლოეს მომავალში ვგეგმავთ Product Owner-ის, გრაფიკული დიზაინის Advance კურსის, ბიზნეს და ტექნიკური ინგლისურის, საოფისე პროგრამებისა და სხვა საინტერესო კურსების დამატებას.
ასევე, აქტიურად ვმუშაობთ ვიდეო პლატფორმის — პროფესიების გზამკვლევის შექმნაზე, სადაც ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება, ამომწურავი ინფორმაცია მიიღოს მოთხოვნადი და პერსპექტიული პროფესიების შესახებ.
ეს ყველაფერი საკმარისი მიზეზია საიმისოდ, რომ აქტიურად ადევნოთ თვალი სმარტ აკადემიის სიახლეებს და მიიღოთ განათლება იქ, სადაც #ხარისხიმნიშვნელოვანია“.
[პარტნიორის კონტენტი]