in

Smart Academy – 2024 წლის შეჯამება

2024 წელი სმარტ აკადემიისთვის განსაკუთრებული, მიღწევებით სავსე და ინოვაციების წელი იყო.

დაარსების დღიდან ჩვენი მიზნებისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ და აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ ახალი პროფესიის შეძენის მსურველებს ეფექტური სასწავლო გამოცდილება გავუზიაროთ.

ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ფონისა და სირთულეების მიუხედავად, ჩვენი გუნდის ერთიანობისა და დაუღალავი ძალისხმევის წყალობით, შევძელით ყველა წინააღმდეგობის გადალახვა და საქმიანობის გაგრძელება ახალი ენერგიითა და მიზანდასახულობით.

2024 წლის განმავლობაში შეთავაზებაში გვქონდა 50-ამდე კურსი 5 მიმართულებით: მარკეტინგი, დიზაინი, მენეჯმენტი, IT & Development და კურსი ბავშვებისთვის. წარმატებით დავხურეთ 103 კურსი, დავამატეთ 16 ახალი სასწავლო პროგრამა და ვუმასპინძლეთ 1300-ზე მეტ სტუდენტს.

სმარტ აკადემიის ოფიციალურ YouTube არხზე გამოვაქვეყნეთ 150-ამდე საგანმანათლებლო ვიდეო, ხოლო გამომწერთა რაოდენობა 4000-ამდე გაიზარდა. გარდა ამისა, მონაწილეობა მივიღეთ ისეთ მნიშვნელოვან ღონისძიებებში, როგორებიცაა: Touch Summit, Testers Day, DegameFi, STEM Day, Student Hunt და სხვა.

ახალი პროექტები და ინიციატივები

დავიწყეთ 10 ახალი პროექტი, რომლებიც მიზნად ისახავს სტუდენტებისთვის უკეთესი სასწავლო და კარიერული გამოცდილების უზრუნველყოფას.

„თანამედროვე პროფესიების გზამკვლევი

პროფესიული თვითგამორკვევის პრობლემის მოგვარების მიზნით, ჩვენ მოვამზადეთ „თანამედროვე პროფესიების გზამკვლევი, რომელიც „ორბელიანი მეტის“ იდეების კონკურსის გამარჯვებული გახდა. HR პროფესიონალებთან თანამშრომლობით, შევიმუშავეთ ბეჭდური ვერსია, რომელიც მოიცავს 50-ამდე თანამედროვე და მოთხოვნად პროფესიას. გზამკვლევი ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს რეგიონების მულტიფუნქციურ სივრცეებსა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

ორბელიანი მეტის პლატფორმაზე სახალხო დაფინანსების კამპანია მიმდინარეობს და 2025 წლის 15 იანვრის ჩათვლით შეგიძლია, მხარი დაუჭირო ჩვენს ინიციატივას.

„გახდი სმარტ აკადემიის ელჩი შენს რეგიონში

პროექტის მიზანია ახალგაზრდებში მომავლის პროფესიებზე ცნობიერების ამაღლება და მათი კარიერული განვითარების მხარდაჭერა. დაგეგმილია საგანმანათლებლო ღონისძიებები, სადაც რეგიონის ელჩები დაინტერესებული საზოგადოებისთვის ჩაატარებენ აქტივობებს და ხელს შეუწყობენ რეგიონის გაცოცხლებასა და მის ეკონომიკურ გაძლიერებას.

„მოქმედების პოდკასტი

„მოქმედების პოდკასტი” სწორედ იმ ისტორიებზეა, რომლებიც მოქმედებისკენ გვიბიძგებს, შთაგვაგონებს და გვამოძრავებს. ჩვენმა მაყურებელმა უკვე ექვსი ეპიზოდი იხილა, ჩვენ კი, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით იმაში, რომ მოქმედებას ისევე სჭირდება წახალისება, როგორც შედეგს – აღიარება.

დედაენის დღისადმი მიძღვნილი პროექტი „სვლა

„სვლა”-სთვის საჭირო სიტყვების პოვნა არ ყოფილა მარტივი, მაგრამ მთელი გულით შეირჩა და განმარტებები შემუშავდა, მალევე კი მარტივი და შთამაგონებელი ვებგვერდიც დამზადდა.

ახალი წლის დადგომამდე, სულ ცოტა ხნით ადრე კი ონლაინმაღაზიაც გაიხსნა, სადაც მაისურების, ჩანთებისა და სხვა აქსესუარების შეძენა შეგიძლიათ.

პროექტი, როგორც ევროპული ღირებულებების მხარდამჭერი, შეგიძლიათ, იპოვოთ happyeuyear.ge პლატფორმაზეც.

ინოვაციები და პარტნიორობები

GITA-სთან თანამშრომლობა

სმარტ აკადემიისა და GITA-ს თანამშრომლობის ფარგლებში, 120 სტუდენტს შესაძლებლობა მიეცა, აერჩია სასურველი კურსი, მიეღო სახელმწიფო დაფინანსება და დაუფლებოდა ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს.

გადახდის მოქნილი მეთოდები

ჩვენ დავნერგეთ გადახდის მოქნილი მეთოდები, რომლებიც სხვადასხვა ბანკის მხარდაჭერით სრულად უპროცენტო განაწილებას სთავაზობს სტუდენტებს.

საკოორდინაციო შეხვედრები

სმარტ აკადემია მუდმივად ზრუნავს სტუდენტებისთვის კომფორტული გარემოს შექმნაზე, ამიტომ 2024 წელს უფრო გამარტივდა სწავლის პროცესი, დაინერგა საკოორდინაციო შეხვედრები, სადაც სტუდენტები ეცნობიან ყველა იმ პლატფორმას, ხელსაწყოსა თუ დოკუმენტს, რომელიც კურსის განმავლობაში დასჭირდებათ, იქნება ეს Google Meet, თუ Classroom-ის გამოყენება.

სერტიფიკატების გადაცემის საზეიმო ღონისძიება

2024 წლის განმავლობაში ჩავატარეთ სერტიფიკატების გადაცემის 3 საზეიმო ღონისძიება გასართობი აქტივობებით, სახალისო გათამაშებებითა და საჩუქრებით.

TOP სტუდენტების პრაქტიკები

TOP კურსდამთავრებულებმა, კურსთან ინტეგრირებული პრაქტიკის ფარგლებში, სტარტაპების კატალოგზე დაიწყეს მუშაობა, რომელსაც ფართო აუდიტორია 2025 წელს იხილავს.

სტუდენტების მხარდაჭერა

უფასო კარიერული კონსულტაცია

სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, უფასო კარიერული კონსულტაციის ფარგლებში, უკეთ გაეგოთ საკუთარი ინტერესები და შეერჩიათ პროფესია, რომელიც მათთვის საინტერესო და შესაბამისი იქნებოდა.

კარიერული განვითარების პროგრამა

სმარტ აკადემია აქტიურად ეხმარება სტუდენტებს დასაქმებაში. ეს მოიცავს მასტერკლასებს, რეზიუმეს ოპტიმიზაციას, LinkedIn პროფილის შექმნას/ოპტიმიზაციას, გასაუბრებისთვის მომზადების სესიებს, სამსახურის მოძიების სტრატეგიებს და ვაკანსიების რეგულარულ განახლებასა და მიწოდებას.

სოციალური პასუხისმგებლობა და ეკოინიციატივები

„ჩართე და „სუპერგმირი

მიმდინარე წელს, ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, 5 ბენეფიციარს სრულად დავუფინანსეთ სასწავლო კურსი.

ძალა ზრუნვაშია

2024 წლის მიწურულს მონაწილეობა მივიღეთ, საჯარო და კერძო სექტორში დასაქმებული თანამშრომლების მხარდასაჭერ ივენთში – „ძალა ზრუნვაშია. კამპანიის ფარგლებში, სრულად დავუფინანსეთ სწავლა იმ ადამიანებს, რომლებსაც ევროპული მომავლის მხარდაჭერის გამო პრობლემა შეექმნათ და მოუწიათ სამსახურების დატოვება.

ტენეს ყუთიდა ეკოლოგიური პასუხისმგებლობა

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის სოციალური აქტივობები, რაც სამყაროს წინაშე გვაკისრია და უკვე ერთი წელია, რაც „ტენეს” ყუთი ჩვენს ოფისში გამორჩეულ ადგილს იკავებს.

2024 წელი სმარტ აკადემიისთვის გახდა ცვლილებებისა და მიღწევების წელი, როგორც სასწავლო, ისე ორგანიზაციული კუთხით. ჩვენ გავზარდეთ სტუდენტების რაოდენობა, გავაუმჯობესეთ სასწავლო პროცესები და დავნერგეთ ინოვაციური პროექტები, რომლებიც მომავალში კიდევ უფრო წარმატებულს გახდის სმარტ აკადემიას. 2025 წელს კი, ვგეგმავთ სტუდენტებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას და რეგიონული განვითარების გაძლიერებას.

[პარტნიორის კონტენტი]

კახური მასპინძლობა, ფოლკლორი „ექიმის ბიომარანში“ – ქალ მეღვინეთა კვალდაკვალ

როგორ მოვამზადოთ სტრატეგია საერთაშორისო სავაჭრო რყევების პირობებში