ციფრული პროდუქტების ტესტირება სმარტ აკადემიის ყველაზე მოთხოვნადი კურსია, რომლის საშუალებითაც არაერთმა სტუდენტმა შეისწავლა ციფრული პროდუქტების ტესტირების როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ნაწილი.
სულ ახლახან, სმარტ აკადემიამ ციფრული პროდუქტების ტესტირების კურსის პროგრამა განაახლა და კურსი კიდევ უფრო კომპლექსური გახადა.
სასწავლო პროგრამა მოიცავს 21 შეხვედრას (49 საათი) და სტუდენტები ისწავლიან:
- როგორ წარმართონ ტესტირების პროცესი სხვადასხვა გამოწვევის მქონე პროექტებისთვის
- როგორ გააანალიზონ ბიზნესის მოთხოვნები და შექმნან სატესტო დოკუმენტაცია
- რა მეთოდები, მიდგომები და ტექნიკები გამოიყენონ, როგორც ვებსაიტების ტესტირების დროს, ასევე მობილური აპლიკაციების (Android / iOS) და API-ის შემთხვევაში
- ციფრული პროდუქტების განვითარების საფეხურებს და ტესტირების როლს თითოეულ ეტაპზე
- რისკების ანალიზს და მათი მენეჯმენტის ტექნიკებს
- სწორი შეფასებების მიწოდებას სატესტო დავალებებისთვის
- ხარვეზების მენეჯმენტს და სასიცოცხლო ციკლს
- SDLC პოპულარულ მოდელებს და მათ განსხვავებებს და საჭიროებებს
- Agile/Scrum მეთოდოლოგიის მთავარ საფუძვლებს
- ეფექტური ტესტ ქეისების მოფიქრებასა და შედგენას ტესტირების ტექნიკების გამოყენებით
- სატესტო მონაცემების (Test Data) მომზადება მონაცემთა ბაზების დახმარებით
- ტესტირების პროცესში ყველა საჭირო დოკუმენტის შექმნას
- მონაცემთა ბაზების ტესტირებას – CRUD ოპერაციებს
- API ტესტირებას – request/response სტრუქტურას, ხელსაწყოებს, HTTP სტატუს კოდებს

მონაწილეები ასევე დაესწრებიან შემდეგ ლექციებს:
- HTML, CSS საფუძვლები
- SEO ტესტირება
- ტესტირების ავტომატიზაცია
- CV, LinkedIn შექმნა/განახლება
- პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერის კარიერული გზა
- ISTQB-ის საერთაშორისო გამოცდა
- ტექნიკური გასაუბრების სიმულაცია ქართულ და ინგლისურ ენებზე
ციფრული პროდუქტების ტესტირების კურსს თაკო აბრამაშვილი წარუძღვება. თაკოს 6-წლიანი გამოცდილება აქვს IT სფეროში. 3 წლის განმავლობაში, იკავებდა ტესტერის პოზიციას სფეისში და პასუხისმგებელი იყო 2 ქვეყნის პროექტზე. ასევე, მუშაობდა ამერიკულ კომპანია mrkt.ge-ში, გუნდის ხელმძღვანელის პოზიციაზე.
„ციფრული პროდუქტების ტესტირებით, დაახლოებით, 6 წლის წინ დავინტერესდი და ძალიან გამიმართლა, რომ ჩემი პირველი ნაბიჯები ამ პროფესიით ერთ-ერთ ქართულ ფინტექ კომპანიაში გადავდგი, სადაც ძალიან დიდი ცოდნა შევიძინე. იმ პერიოდში, საქართველოში ეს სფერო არ იყო კარგად განვითარებული და შესაბამისად, ეს როლიც ბევრი გამოწვევის წინაშე იდგა. რაც უფრო მეტ გამოცდილებას ვიძენდი, მით უფრო საინტერესო იყო ჩემთვის ეფექტური ტესტირების პროცესების საჭიროების გაგება. ამ ეტაპზე, ვფიქრობ ეს ის სფეროა, სადაც მთლიანად და მაქსიმალურად შემიძლია ჩემი თავის გამოვლენა. გამომდინარე იქიდან, რომ საქმე ტექნოლოგიებთან გვაქვს, ეს სფერო მუდმივად განვითარებადია, შესაბამისად, ციფრული პროდუქტების ტესტირებაც ამოუწურავია. ამ სფეროში თავს საკმაოდ კომფორტულად ვგრძნობ, როდესაც მუდმივად ახლის აღმოჩენის პროცესში ვარ.”
ბოლო 2 წელია თაკო საერთაშორისო კომპანია EPAM-ში მუშაობს.
„EPAM-ის საქართველოს ბაზარზე შემოსვლიდან მალევე მივიღე შემოთავაზება და უკვე 2 წელზე მეტია ამ კომპანიის გუნდის წევრი ვარ. ამჟამად, ვიკავებ Lead Software Testing Engineer-ის პოზიციას და ამ პერიოდის მანძილზე ბევრი გამოწვევის წინაშე ვიდექი. ასევე, დიდი გამოწვევა იყო სხვადასხვა ცნობილი კომპანიის პროექტზე სხვადასხვა როლით თანამშრომლობაც, რადგან თითოეული დომეინი სრულიად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან და შესაბამისად, მათი მოთხოვნებიც იცვლებოდა. ვფიქრობ, კულტურული და კარიერული განვითარების უსაზღვრო შესაძლებლობებით იდეალურად ვგრძნობ თავს და ამ ეტაპზე, ჩემს კარიერას ამ კომპანიაში ვგეგმავ, რადგან, გარდა უამრავი პროექტისა და საინტერესო ტექნოლოგიისა, EPAM ყოველთვის გაძლევს უამრავ გამოწვევას, რომელიც გეხმარება განვითარებასა და წინსვლაში. ამ წლების მანძილზე, ჩართული ვიყავი საგანმანათლებლო პროგრამებში მენტორის როლით, გადავკვალიფიცირდი ტექნიკურ ინტერვიუერად, მივიღე მენეჯერობის გამოცდილება და ჩართული ვიყავი უამრავ სხვადასხვა შიდა პროექტში. მოკლედ რომ ვთქვათ, EPAM ყველა მხრივ მაძლევს საშუალებას განვვითარდე და შევიძინო დამატებითი უნარები”.

პროგრამის შესახებ, თაკოს რამდენიმე კითხვა დავუსვით.
რა გაითვალისწინეთ პროგრამის შედგენისას, როგორ და რის მიხედვით დაალაგეთ თემები?
სმარტ აკადემიის ციფრული პროდუქტების ტესტირების კურსში მოცემულია თეორიული და პრაქტიკული ბალანსი: სტუდენტები იღებენ როგორც თეორიული ცოდნას, ასევე პრაქტიკულ უნარებს. კურსის მანძილზე, სტუდენტები მუშაობენ რეალურ ამოცანებზე და განვიხილავთ რეალურ ქეისებს, რაც მიზნად ისახავს თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას. ეს მიდგომა მათ დაეხმარებათ გაიგონ ტესტირების პრინციპებისა და მეთოდოლოგიების სწორი მნიშვნელობა.
პროგრამა სტრუქტურირებულია, იწყება ფუნდამენტური ცნებებით და თანდათან უფრო მნიშვნელოვან და კომპლექსურ თემებზე გადადის. თითოეული თემა აგრძელებს წინა თემას, რაც საშუალებას აძლევს სტუდენტებს სწორად აღიქვან ციკლი და მათი ლოგიკური კავშირები.
ასევე, კურსი სრულად ფარავს ყველა იმ მოთხოვნას, რომელსაც თანამედროვე კომპანიები ამ პოზიციისთვის აწესებენ, რეალური ქეისებით კი სტუდენტები გაარკვევენ, თუ როგორ გამოიყენება ტესტირება რეალურ პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების პროცესებში. ეს მიდგომა აძლიერებს მათი კრიტიკული აზროვნების უნარებს და ამზადებს რეალურ პროექტებში გამოწვევებთან გამკლავებისთვის.
კურსის გავლის შემდეგ, რამდენად დააკმაყოფილებენ კურსდამთავრებულები საერთაშორისო კომპანიების სტანდარტებს?
კურსის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულებს ექნებათ ძალიან კარგი ფუნდამენტური ცოდნა პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების პრინციპების შესახებ და ასევე, საჭირო პრაქტიკული უნარები. კურსის მიზანი სწორედ ისაა, რომ მოამზადოს სტუდენტები კომპანიის სტანდარტებისა და მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ინდივიდუალური შესაძლებლობები, გამოცდილება და თითოეული კომპანიის სპეციფიკური მოთხოვნები შეიძლება განსხვავდებოდეს. კურსდამთავრებულებს შეიძლება დასჭირდეთ როგორც პრაქტიკული უნარების შემდგომი დახვეწა და გამოცდილების გაღრმავება, ასევე, ინგლისური ენის უკეთ შესწავლა, რათა სრულად დაემთხვეს საერთაშორისო კომპანიების სტანდარტებს.
რა მოვალეობები აქვს ჯუნიორ პოზიციაზე მყოფ პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერს?
ჯუნიორ პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერის მოვალეობები, როგორც წესი, პროექტის ფარგლებში განისაზღვრება და შესაბამისად, უფროსი ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი განსაზღვრავს დავალებების კომპლექსურობას. შესაძლოა ეს იყოს, ქეისების აღწერა, სხვადასხვა ფუნქციონალის დატესტვა, დოკუმენტაციის შედგენაში დახმარება და ასე შემდეგ. უმცროსი პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერებს გარდა სწავლისა და განვითარების შესაძლებლობისა, ასევე ექნებათ საშუალება დამოუკიდებლად აიღონ პასუხისმგებლობები და სწრაფად გადავიდნენ შემდეგ ეტაპზე, რაც, რა თქმა უნდა, ბევრად სიღრმისეულ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას მოითხოვს.
რას ურჩევდით იმ ადამიანებს, რომლებიც კურსით არიან დაინტერესებულნი?
პირველ რიგში, ჩემი რჩევა იქნება, რომ კურსის დაწყებამდე გაეცნონ პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების საფუძვლებს, რაც შედარებით გაუმარტივებთ სწავლის დაწყებას და დაეხმარებათ უფრო მარტივად გაითავისონ სფეროს სპეციფიკა. აუცილებლად დაისახონ მკაფიო მიზნები, იყვნენ კონცენტრირებულნი და მოტივირებულნი და ყოველთვის მაქსიმალურად ჩაერთონ კურსის მიმდინარეობის პროცესში, რათა ყველა ღია კითხვა დროულად იყოს პასუხგაცემული და ლოგიკური ბმების გაკეთებაც გამარტივდეს. რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია – მუდმივი მზადყოფნა გამოწვევებისთვის და ახალი უნარების დაუფლებისთვის, რადგან პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირება მოითხოვს არა მხოლოდ დეტალებზე ორიენტირებულობას, არამედ სხვადასხვა ტექნოლოგიაში ცოდნის დაგროვებას და მოთხოვნების მაღალ დონეზე ანალიზს.
რატომ ციფრული პროდუქტების ტესტირება?
პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირება, ვფიქრობ, საკმაოდ მნიშვნელოვანი სფეროა ბევრი მიზეზის გამო. პირველი და ალბათ ყველაზე ფუნდამენტური მიზეზი არის ფარული ხარვეზების აღმოჩენა კომპლექსურ სისტემებში. ჩვენ ვიწყებთ სიღრმისეულ ტესტირებას ინტეგრაციებს შორის, რაც უზრუნველყოფს პროგრამული უზრუნველყოფის საიმედო ფუნქციონირებას და მაქსიმალურად ვარიდებთ კომპანიებს ფინანსური და რეპუტაციული რისკების ალბათობას.
ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია მომხმარებლების დაცვა. ციფრული პროდუქტების ზედმიწევნით შემოწმებით, ჩვენ ვიცავთ მომხმარებლებს პოტენციური ხარვეზებისგან, ნეგატიური გამოცდილებისგან და სენსიტიური ინფორმაციის გავრცელებისგან, რაც შესაძლოა არასათანადოდ წარმოებულმა ტესტირების პროცესებმა გამოიწვიონ.
საბოლოო ჯამში, ალბათ ყველაზე საინტერესოა იმ სხვადასხვა ხელსაწყოებისა და მიდგომების გამოყენება, რომელიც სხვადასხვა პროდუქტზე და ტექნოლოგიებზე მუშაობისას შეგვიძლია გამოვიყენოთ, იქნება ეს მონაცემების ტესტირება, დატვირთულობის და პერფორმანსის შემოწმება, თუ ავტომატიზაცია.
სტუდენტებისთვის, გარდა სალექციო შეხვედრებისა, ჩატარდება ვორქშოფის ტიპის შეხვედრები, სადაც მოწვეულნი იქნებიან მაღალკვალიფიციური და დარგის სპეციალისტი ლექტორები: ალინა ბრეგვაძე, რატი გველესიანი, თაკო დოკვაძე, ანა პეტრიაშვილი და ლერი მდინარაძე.
ციფრული პროდუქტების ტესტირების შესწავლის გარდა, კურსის დასრულების შემდეგ, ჩვენს კურსდამთავრებულებს გამომუშავებული ექნებათ ისეთი პრაქტიკული და საჭირო უნარ-ჩვევები, როგორებიცაა: CV-ის განახლება შეძენილი კომპეტენციების მიხედვით; LinkedIn პროფილის შექმნა/განახლება. სტუდენტები ასევე გაიგებენ პროგრამული უზრუნველყოფის მანუალ ტესტერის კარიერული განვითარების გზის შესახებ და ISTQB-ის სასერტიფიკატო გამოცდის მოთხოვნებისა და პრივილეგიების შესახებ.
კურსის დასკვნით ნაწილში, თითოეულ მონაწილესთან ტექნიკური გასაუბრების სიმულაცია ჩატარდება, რაც სტუდენტებს პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობას მისცემს.

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, გარდა სერტიფიკატისა, ლექტორისგან სტუდენტები წერილობით დახასიათებას/რეკომენდაციას მიიღებენ, ჩაერთვებიან 1 თვიან პრაქტიკაში, რითაც ცოდნას და გამოცდილებას გაიმრავალფეროვნებენ.
რაც შეეხება დასაქმებას, სმარტ აკადემიას ჰყავს არაერთი პარტნიორი კომპანია, სადაც პერიოდულად ცხადდება აქტიური ვაკანსიები. ამ ვაკანტური ადგილების შესახებ კი პირველ რიგში ჩვენს ტოპ სტუდენტებს (90+ ქულა) ვატყობინებთ და ვუწევთ რეკომენდაციას, რომ მათ დაიწყონ სტაჟირება ან დასაქმდნენ დამწყებ სპეციალისტებად.
დარეგისტრირდი ციფრული პროდუქტების ტესტირების კურსზე და დაეუფლე მოთხოვნად, განვითარებად და მაღალანაზღაურებად პროფესიას სმარტ აკადემიაში.
[პარტნიორის კონტენტი]











