in

“სმარტ აკადემიაში” გრაფიკული დიზაინის განახლებულ კურსს თაკო კოსტავა და ნიკოლოზ ოსიპოვი უხელმძღვანელებენ

სმარტ აკადემია წლებია, რაც დაინტერესებულ პირებს დიზაინის მიმართულებით კურსებს სთავაზობს. მათ შორისაა გრაფიკული დიზაინიც, რომელიც სულ ახლახანს განახლდა და განაცხადების მიღებაც დაიწყო.

კურსს სფეროს წამყვანი სპეციალისტები, Adjarabet-ის გრაფიკული დიზაინერები, თაკო კოსტავა და ნიკოლოზ ოსიპოვი წარუძღვებიან.

თაკო არის გრაფიკული დიზაინერი და ილუსტრატორი, 5+ წლიანი გამოცდილებით. მას აქვს სამხატვრო აკადემიის ბაკალავრის ხარისხი არქიტექტურის მიმართულებით. უმუშავია ისეთ კომპანიებთან, როგორებიცაა: ზედაზენი, ქონექთი, ვენდუ, აჭარაბეთი, საქართველოს ბანკი, Red Bull, Young Lions Georgia (Sponsorship Visual Identity by aPeople), Ad Black Sea ფესტივალი (Sponsorship Visual Identity by aPeople), Green Diamond Development.

“ყველაფერი, რასაც ბავშვობიდან ვქმნი, არის პირადი ხედვები და ესთეტიკა. ყოველთვის აღნიშნავენ, რომ იგრძნობა, როცა ნამუშევარი ჩემი გაკეთებულია და ძალიან სასიამოვნოა ეს შეფასება. პროცესი უფრო სასიამოვნო ხდება, როდესაც ცდილობ შენი სამყარო ისე გადმოსცე, რომ დამკვეთის სურვილებიც გაითვალისწინო და ნებისმიერი გადაწყვეტილება იყოს შინაარსის მატარებელი. ასე ხდება დღესაც, ჩემი სამუშაო არის ჩემს სამყაროზე მორგებული და როცა მესმის “შენ ამას უკეთ მოიფიქრებ” ვხვდები, რომ ბრენდის ხასიათი სწორად მაქვს დაჭერილი.” – თაკო კოსტავა

“ჩემი დაკვირვებით, ყველაზე ხშირად დასმული კითხვაა –  რამდენად მნიშვნელოვანია ხატვის ცოდნა? და ალბათ ეს არის ყველაზე დიდი ბარიერი / სტერეოტიპული ხედვა, რაც მათ აბრკოლებთ.

გრაფიკული დიზაინერი და ილუსტრატორი არის ორი ახლოს მდგომი, მაგრამ მაინც სხვადასხვა პროფესია. არ არის საჭირო ხატვის ცოდნა. საჭიროა ნელ-ნელა დაიწყოთ დეტალებზე დაკვირვება, გახდეთ უფრო დისციპლინირებული, ყოველდღიურად მიიღოთ ახალი ინფორმაცია, დააკვირდეთ თქვენს სოციალურ პლატფორმებზე შექმნილ ალგორითმს და დასაწყისისთვის, როგორც ყველა პროფესიაში, აქაც საჭიროა გამოიმუშაოთ საბაზისო უნარები.” – თაკო კოსტავა

ნიკოლოზს აქვს 12+ წლიანი სამუშაო გამოცდილება გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე. მუშაობდა ისეთ კომპანიებთან, როგორებიცაა: ლიდერფუდი, ტერაბანკი, ბარამბო, აჭარაბეთი, სარეკლამო კომპანია “ვესტა”, Walnut Training Center, FuckUp Nights, Game Jam Georgia, Axel, Pechakucha, Kartuli Holding, Centre for the Studies of Ethnicity and Multiculturalism – CSEM, Med Group Georgia, Tasma.ge.

“პროგრამის შედგენისას მქონდა ერთი მიზანი – თანმიმდევრულად გადმომეცა ის საბაზისო ინფორმაცია, რის გარეშეც წარმოუდგენელია გრაფიკულ დიზაინზე საუბარი: კომპოზიციის პრინციპები, ფერის თეორია, შრიფტებთან მუშაობა. ასევე დიდი აქცენტი მაქვს გაკეთებული მუშაობის “სისუფთავესა”  და ილუსტრატორის პროგრამაში დიზაინის შექმნის პროცესის გამჭვირვალობაზე. ზოგს რატომღაც “ჯადოქრობა” ჰგონია დიზაინის შექმნა და დიზაინ პროცესის ნაბიჯებად დალაგებით ამ ჯადოქრობის აურას ვამსხვრევ.” – ნიკოლოზ ოსიპოვი

“გრაფიკული დიზაინი მრავალმხრივი პროფესიაა და არ არის აუცილებელი ბავშვობიდან არტისტული ბექგრაუნდი გქონდეთ, რომ დაეუფლოთ ამ პროფესიას. მთავარი უნარ-ჩვევები, რაც საჭიროა დასაწყისისთვის არის: დეტალებზე ფოკუსირება, შრომისმოყვარეობა და გამბედაობა. დანარჩენი ყველაფერი სწავლებადია, როგორც ფერების შეხამების პრინციპები (რაც ყველას თანდაყოლილი ნიჭი ჰგონია), ასევე პროგრამებთან მუშაობა.

გრაფიკული დიზაინი, პირველ რიგში, ტექნიკური სპეციალობაა და შემდეგ შემოქმედებითი და ამ კომპონენტის დაბალანსება არის უკვე თქვენზე დამოკიდებული – უფრო ტექნიკოსი იქნებით, თუ შემოქმედი.” – ნიკოლოზ ოსიპოვი

სასწავლო პროგრამა მოიცავს 16 შეხვედრას და გაძლევს შესაძლებლობას 8 კვირაში ისწავლო:

  • Adobe Photoshop, Adobe Illustrator და Adobe InDesign პროგრამების საფუძვლები
  • საბეჭდი და ვებ-მასალების მომზადება
  • ბრიფის მიხედვით კონცეფციასა და ვიზუალურ მხარეზე მუშაობა

კურსის დასრულების შემდეგ კი შეძლებ:

  • მიღებული საბაზისო თეორიული და პრაქტიკული ცოდნის საფუძველზე სხვადასხვა სირთულის დიზაინ პროექტებზე მუშაობას
  • მარტივი და ეფექტური გზებით გამართული და პრეზენტაბელური დიზაინის შექმნას
  • დამოუკიდებლად საკუთარ პორტფოლიოზე მუშობის გაგრძელებას

ახალი პროფესიის დაუფლებასთან ერთად მნიშვნელოვანია მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება. ეს ყველაფერი სმარტ აკადემიას გათვალისწინებული აქვს და წარმატებულ კურსდამთავრებულებს (ყველა, ვინც 90+ ქულას დააგროვებს) პრაქტიკების შესაძლებლობას აძლევს. პრაქტიკების პროცესში სტუდენტები კიდევ უფრო მეტად ხვეწენ და ავითარებენ თავიანთ უნარებს რეალურ პროექტზე მუშაობისას. მათ, ეს პროცესი სფეროში დასამკვიდრებლად ეხმარებათ.

რაც მთავარია, როგორც კურსის მსვლელობისას, პრაქტიკების პერიოდშიც სფეროს წამყვანი სპეციალისტები არიან ჩართულები და სტუდენტებს აძლევენ რჩევებსა და უკუკავშირს შესრულებულ დავალებებთან დაკავშირებით, რაც სამომავლოდ ამ ადამიანების სპეციალისტებად ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, გარდა სერტიფიკატისა, ლექტორისგან მიიღებ წერილობით დახასიათებას/რეკომენდაციას და გაივლი 1 თვიან პრაქტიკას, რითაც კიდევ უფრო გაიმრავალფეროვნებ ცოდნასა და პორტფოლიოს.

რაც შეეხება დასაქმებას, სმარტ აკადემიას ჰყავს არაერთი პარტნიორი კომპანია, სადაც პერიოდულად ცხადდება აქტიური ვაკანსიები. ამ ვაკანტური ადგილების შესახებ კი პირველ რიგში, ტოპ სტუდენტებს (90+ ქულა) ატყობინებენ და უწევენ რეკომენდაციას, რომ მათ დაიწყონ სტაჟირება ან დასაქმდნენ დამწყებ სპეციალისტებად.

თუ შენც გსურს გახდე ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო, მოთხოვნადი და მრავალფეროვანი სფეროს სპეციალისტი, მაშინ დარეგისტრირდი სმარტ აკადემიის, განახლებულ, გრაფიკული დიზაინის კურსზე და ისწავლე ნულიდან.

კურსზე სწავლა 17 ივლისს დაიწყება, მეტი ინფორმაციისთვის ეწვიე ბმულს.

[R]

Wings for Life World Run – საქველმოქმედო მარათონში „თეგეტას“ 200-მდე თანამშრომელი ჩაერთო

Toys ‘R’ Us და სათამაშოების ბუმი ამერიკაში