კვლევების თანახმად, ადამიანის მიკუთვნებულობა ორგანიზაციისადმი იწყება პირველი შეხებიდან. სწორედ HR პროფესიონალია ორგანიზაციაში როლი, რომელიც პირველ კომუნიკაციას ამყარებს პოტენციურ დასაქმებულთან და ამ კომუნიკაციის პროცესში იქმნება განწყობა კორპორატიულ კულტურაზე, პროცესებზე და ა. შ.
რაც დრო გადის, HR-ის როლი კიდევ უფრო იზრდება. დღესდღეობით ბიზნესში ის არის ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც იღებს სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს შრომით ბაზარზე სწორი პოზიციონირებისთვის და ღირებულებებზე დაფუძნებული ორგანიზაციული კულტურისთვის.
„როგორც გლობალური, ისე ქართული შრომითი ბაზარიც ტრანსფორმაციას განიცდის. იკვეთება საკმაოდ საინტერესო ტენდენციები, რომლებსაც დროული გადაწყვეტილებები სჭირდება ორგანიზაციის უწყვეტობისთვის. 2025 წლისთვის დასაქმებულთა დომინანტური რაოდენობა, დაახლოებით 75%, იქნება ზეტ თაობის წარმომადგენელი. ისინი განსხვავებული ორგანიზაციული ქცევის, კომუნიკაციისა და ინტერესების მქონე ადამიანები იქნებიან. შესაბამისად, თანამედროვე HR-საც სჭირდება ტრადიციული კლიშეებიდან გამოსვლა, რაშიც იგულისხმება არა მხოლოდ ადმინისტრაციული და ოპერაციული საქმიანობა, არამედ დროსთან შესაბამისი აზროვნება ისე, როგორც ამას დასაქმებულები ითხოვენ“, — გვიყვება ლერი მდინარაძე, Upgaming-ის HR ბიზნეს პარტნიორი და მოწვეული ლექტორი სმარტ აკადემიაში.
თუ თვლი, რომ კომუნიკაცია შენი ძლიერი მხარეა, მოგწონს ლიდერობა, ზრუნვა და ყოველთვის ორიენტირებული ხარ განვითარებაზე, მაშინ ნამდვილად დაგაინტერესებს HR მენეჯმენტის კურსი სმარტ აკადემიაში, რომელიც შემუშავებულია იმ პრაქტიკებისა და გამოწვევებზე დაყრდნობით, რაც ადამიანური კაპიტალის პროფესიონალის ყოველდღიურობის ნაწილია.
გაგაცნობთ HR მენეჯმენტის კომპლექსურ კურსს
სმარტ აკადემიის HR მენეჯმენტის 2-თვიანი კურსი (21 ლექცია/44 საათი) საინტერესო იქნება დამწყები და მოქმედი HR მენეჯერებისთვის, ასევე იმ ფაკულტეტების სტუდენტებისთვის, რომლებიც მენეჯმენტზე სწავლობენ, ანდა ნებისმიერი იმ ადამიანისთვის, რომელიც დაინტერესებულია ადამიანური რესურსების მართვით.
სასწავლო პროგრამა დაგეგმილია საერთაშორისო ტენდენციებისა და პრაქტიკის გათვალისწინებით, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალების: ნათია გეწაძის, დეა დარბაიძის, ლერი მდინარაძისა და ლაშა მიქიაშვილის მიერ.
HR მენეჯერი კომპანიის მამოძრავებელი ძალა და საყრდენია. მის მოვალეობებში შედის ტალანტების მოზიდვა და შერჩევა, ადმინისტრაციული პროცესების მართვა, თანამშრომელთა შეფასების ძირითადი ინდიკატორების შემუშავება, HR მეტრიკების გამოყენებით ორგანიზაციაში სხვადასხვა პროცესისა და პროცედურის ანალიზი.
„HR მენეჯერი ასევე პასუხისმგებელია, იზრუნოს დასაქმებულთა პიროვნულ და პროფესიულ ზრდაზე, ორგანიზაციაში შექმნას უნიკალური ცოდნის მიღებისა და გავრცელების შესაძლებლობა და იყოს ცვლილებების ინიციატორი, მათ შორის ციფრული ტრანსფორმაციის ნაწილში. თანამედროვე HR პროფესიონალი 4 ძირითად კომპეტენციას აერთიანებს: ბიზნეს ლიდერობას, მონაცემთა ანალიტიკას, ტექნოლოგიებისა და ციფრული ხელსაწყოების ცოდნასა და DEIB-ს. ეს უკანასკნელი აკრონიმია, რომელიც აერთიანებს მრავალფეროვნების, თანასწორობის, ინკლუზიისა და ორგანიზაციული კუთვნილების მნიშვნელობებს“, — აღნიშნავს ლერი მდინარაძე
სმარტ აკადემიის HR მენეჯმენტის კურსის მიზანია, სტუდენტებმა მისი დასრულების შემდეგ, მარტივად შეძლონ ზემოხსენებულ ფუნქცია-მოვალეობებთან და ახალ გამოწვევებთან გამკლავება.
HR მენეჯმენტის სალექციო კურსში ასევე შესულია IT და TECH რეკრუტინგის საკითხები. კურსის განმავლობაში სტუდენტები გაეცნობიან თანამედროვე დასაქმების ბაზარზე არსებულ Tech პოზიციებს, სხვადასხვა პროგრამული ენის თავისებურებებსა და მათ ფრეიმვორქებს, რაც შესაძლებლობას მისცემთ, რომ IT და TECH სფეროში შერჩევის პროცესი სწორად წარმართონ.
აღსანიშნავია, რომ IT და TECH რეკრუტინგის კურსის გავლა საქართველოში, ექსკლუზიურად, მხოლოდ სმარტ აკადემიაშია შესაძლებელი.
HR მენეჯმენტის კურსზე, სტუდენტები ასევე გაეცნობიან თანამედროვე პრაქტიკაში დანერგილ შეფასების ისეთ სისტემებს (KPI, MBO, SMART, OKR’S, ENPS და 360°), რომლებიც აპრობირებულია მსოფლიოს უდიდეს კომპანიებში.
იმისათვის, რომ ადამიანი კარგი HR მენეჯერი გახდეს, მნიშვნელოვანია, იყოს ყურადღებიანი, ემპათიური, მზრუნველი და კომუნიკაბელური. სწორედ ამიტომ, სწავლის პროცესში, სტუდენტებს ეძლევათ შესანიშნავი შანსი, ჩაერთონ ემოციური ინტელექტისა და არავერბალური კომუნიკაციის პრაქტიკულ ვორქშოფში, რაც უზრუნველყოფს HR მენეჯერისთვის მნიშვნელოვანი უნარების განვითარებასა და დახვეწას. ეს კი, თავის მხრივ, ხელს უწყობს ჯანსაღი კომუნიკაციის დამყარებას, ემოციებისა და კონფლიქტის გონივრულად მართვას და ცხოვრებისეული გამოწვევების წარმატებით დაძლევას.
HR მენეჯმენტის კომპლექსური კურსის გარდა, სმარტ აკადემია ადამიანური რესურსების მართვის შესწავლით დაინტერესებულ პირებს გთავაზობთ შემდეგ კურსებს:
- HRM ანალიტიკა და პერფორმანსის მართვა
- IT და TECH რეკრუტინგი
- ეფექტური არავერბალური კომუნიკაცია პრაქტიკაში
- ემოციური ინტელექტი ყოველდღიურ ცხოვრებაში
- ზოგადი მენეჯმენტი
- ეფექტიანი კომუნიკაცია და მომსახურება
- MS EXCEL ექსპრეს კურსი
- პრეზენტაციული უნარები
[პარტნიორის კონტენტი]