ცოტა ხნის წინ “სმარტ აკადემიაში” განაცხადების მიღება დაიწყო პრაქტიკულ კურსზე – „JIRA SOFTWARE”, რომელსაც საქართველოს ბანკის IT დეპარტამენტის DevOps ინჟინერი გიორგი ციცვიძე წარუძღვება. გიორგის აქვს 7+ წლიანი გამოცდილება IT სფეროში და ხელმძღვანელობდა საქართველოს ბანკის IT/URM დეპარტამენტს.
Jira პროექტის მართვის პროგრამული უზრუნველყოფის თულია, რომელიც 2002 წელს Atlassian-ის მიერ შეიქმნა. ის გლობალური ბაზრის ლიდერია Agile პროექტების მართვის ინსტრუმენტებში და თანამედროვე ტენდენციებიდან გამომდინარე, კონკურენციის ზრდის მიუხედავად, აღნიშნულ პოზიციას დღემდე მყარად ინარჩუნებს და უკვე მესამე ათწლეულია პროექტების მართვის ყველაზე პოპულარულ თულად რჩება.
„Jira-ს დანერგვა/ინტეგრაცია და საკუთარი ბიზნესის საქმიანობის მასში ასახვა რთული პროცესი ნამდვილად არ არის. ის შესაძლებლობას გაძლევს შენს სამომავლო გეგმებს და სამუშაოებს თვალი ადევნო, უფრო მკაფიო და ნათელი გახადო თუ სად საჭიროებს კომპანია მეტ რესურსს და რა ეტაპზეა საქმიანობის თითოეული კომპონენტი“, — გვიამბობს გიორგი ციცვიძე.
Jira გამოიყენება სხვადასხვა გიგანტ კომპანიაში, რომელთა შორისაცაა:
- IBM
- Toyota
- Walmart
- Samsung
- Pfizer
Jira გამორჩეულია მრავალი უპირატესობით, მათ შორის, აქვს GitLab-თან, GitHub-თან და სხვა კოდსორსებთან ინტეგრაციის შესაძლებლობა, რაც მაქსიმალურ კომფორტს უქმნის პროგრამული უზრუნველყოფის შექმნისა და განვითარების გუნდებს. ის ეფექტურია სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებისათვის, რომელთა შორისაც ვხვდებით:
- Scrum მასტერებს
- Product Owner-ებს
- პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერებს
- დეველოპერებს
- UX/UI დიზაინერებს
- და სხვ.
რაც შეეხება „JIRA Software”-ის კურსს, ის საინტერესო იქნება მათთვის, ვისაც აქვს Agile მეთოდოლოგიის ზოგადი ცოდნა და სურს IT სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარული ინსტრუმენტის JIRA-ს დახმარებით უფრო ჭკვიანურად, სწრაფად და ეფექტურად მუშაობა, სამუშაოს ფართო მასშტაბით დანახვა და გუნდის, დეპარტამენტისა/კომპანიის შესაძლებლობების ასახვა.
24-საათიანი სალექციო კურსის ბოლოს მსმენელებს ეცოდინებათ:
- რა არის JIRA, როგორ უნდა კონფიგურირდეს და რა აპლიკაციებით უნდა იმართოს ის
- JIRA-ს ვერსიებს შორის განსხვავება
- JIRA-ში SCRUM-ის ძირითადი საფუძვლების რეალიზაცია
- დავალების ტიპებს შორის განსხვავება
- SCRUM/KANBAN პროექტების შექმნა, ბორდების აგება
- დავალებების, ფილტრების და ფილდების შექმნა და დეშბორდების გამოყენება
- მომხმარებლების მართვა
- ფლოუების შექმნა, მართვა, სქემების აგება
- JIRA-ს ავტომატიზაცია, როგორც ფლოუს, ასევე აპლიკაციის გამოყენებით
- JIRA-ს ადმინისტრაციის პანელის მართვა და მათი სიღრმისეულად გამოყენება
„სილაბუსი შევადგინე ისე, რომ მასში თეორიას მოჰყვება პრაქტიკული მაგალითები, რაც თეორიის სწორად აღქმის და კურსის მსვლელობისას მისი პრაქტიკაში რეალიზაციის შესაძლებლობას იძლევა“, — აღნიშნავს კურსის ლექტორი.
კურსი იქნება ინტერაქტიული ხასიათის, ქვიზით, შუალედურითა და ფინალური პროექტით, რომელიც მოთხოვნილი პარამეტრების მიხედვით „JIRA”-ს პროექტის აწყობას შეეხება.
„JIRA Software”-ის კურსზე სწავლა 28 სექტემბერს იწყება. დასარეგისტრირებლად ეწვიე ბმულს.
აღსანიშნავია, რომ სმარტ აკადემია Agile Methodology-ით დაინტერესებულებს „SCRUM FRAMEWORK”-ის კურსსაც სთავაზობს, სადაც დამწყებ ან მოქმედ პროექტების მენეჯერებს, ბიზნესის წარმომადგენლებს ან უბრალოდ პროექტების მართვით დაინტერესებულ პირებს აქვთ შესაძლებლობა, გაეცნონ „SCRUM “ მიდგომის ძირითად პრინციპებს და მისი რეალური გამოყენების შესაძლებლობებს.
[პარტნიორის კონტენტი]