in

სმარტ აკადემია – „ლიდერი აკადემია საგანმანათლებლო სფეროში“

უკვე 4 წელზე მეტია, რაც სმარტ აკადემია საგანმანათლებლო სფეროში აქტიურ საქმიანობას ეწევა. ამ დროის განმავლობაში, მისი სახელი მოწინავედ იქცა და გასულ წელს, კომპანია გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდოს ინდუსტრიის კატეგორიის ფინალისტიც გახდა. დღესდღეობით, ის პოტენციურ სტუდენტებს 40-ზე მეტ კურსს სთავაზობს, რომლებიც 5 ძირითად მიმართულებაზეა გადანაწილებული:

ინფორმაციული ტექნოლოგიები
დიზაინი და ანიმაცია
მარკეტინგი
მენეჯმენტი
პიროვნული განვითარება

ყოველი მიმართულების ცალკეული კურსი გათვლილია როგორც დამწყებებზე, რომელთაც გარკვეულ სფეროში ფეხის შებიჯება და ახალი პროფესიის ათვისება სურთ, ისე გამოცდილ პროფესიონალებზეც, რომელთათვისაც მთავარი ამოცანა თავიანთ საქმიანობაში კვალიფიკაციის ამაღლება და დაწინაურებაა.

სმარტ აკადემიას უკვე 3500-ზე მეტი კურსდამთავრებული ჰყავს, რომლებიც წარმოდგენილნი არიან როგორც საქართველოს სხვადასხვა დიდი ქალაქიდან, ისე რეგიონებიდანაც. კომპანია თანამშრომლობს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციასთან, რათა რეგიონებში მოხდეს თანამედროვე პროფესიების პოპულარიზაცია. სტუდენტის რანგში აღმოჩენილა არაერთი ემიგრანტიც, რომელთაც კურსის გავლა ისეთი ქვეყნებიდან გადაწყვიტეს, როგორებიცაა: აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ჩეხეთი, ავსტრია, უნგრეთი, რუმინეთი, პოლონეთი, უკრაინა, ისრაელი, იტალია, საბერძნეთი, თურქეთი, და სხვ.

სტუდენტების ბაზა არის მეტწილად ორგანული, რადგანაც მათი უმეტესობა რეკომენდაციის საფუძველზე იღებს კურსის გავლის გადაწყვეტილებას, რაც კურსდამთავრებულთა კმაყოფილებაზე მიუთითებს. სმარტ აკადემია ყოველთვის ცდილობს გაითვალისწინოს თითოეული სტუდენტის აზრი და სწორედ ამ მიზნით, კურსის დასრულების შემდეგ, ყველა კურსდამთავრებულს ეგზავნება კითხვარი, ხოლო უკუკავშირის მიღების შემდგომ, აკადემია დეტალების გაანალიზებასა და სწავლების პროცესის გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული.

სმარტ აკადემიის წარმატების საიდუმლო მრავალფეროვნებასთან ერთად, ხარისხსა და იმ დამოკიდებულებაში მდგომარეობს, რომელსაც ის თავიანთი კურსდამთავრებულების მიმართ იჩენს. კერძოდ, ის სტუდენტებს სთავაზობს არაერთ ექსკლუზიურ კურსს, რომელთა შესწავლაც, მხოლოდ სმარტ აკადემიაშია შესაძლებელი. რაც შეეხება სტუდენტებთან განსაკუთრებულ მიდგომას, კარიერული განვითარების მენეჯერები აქტიურად სწავლობენ თითოეული სტუდენტის პროფილს, უზიარებენ შრომის ბაზარზე არსებულ  შესაბამის ვაკანსიებს, რომელთაგანაც ზოგიერთი ექსკლუზიურად კურსდამთავრებულებისთვისაა განკუთვნილი, რაც დიდ როლს ასრულებს მათ დასაქმებაში. ასევე, აღსანიშნავია, რომ პოტენციურ სტუდენტებთან კომუნიკაცია აქვთ არა გაყიდვების მენეჯერებს, არამედ კარიერის კონსულტანტებს, რომლებიც პიროვნების ინტერესების გათვალისწინებით გასცემენ რეკომენდაციებს კურსებთან დაკავშირებით.

აი რას ამბობს სმარტ აკადემიის გენერალური მენეჯერი, მაკო ქურთიაშვილი, რომელმაც 2021 წლის გრეის ჰოპერის ჯილდო მიიღო ICT სექტორში ქალების გაძლიერების ქომაგის ნომინაციაში:

“სმარტ აკადემია არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის მიღწევა, ეს არის ჩვენს ლექტორებთან, სტუდენტებთან და სმარტ აკადემიის გუნდთან ერთად მიღებული პროდუქტი, რომელიც დღითიდღე ვითარდება და გვაქცევს მოწინავე აკადემიად ქვეყნის ბაზარზე.”

სმარტ აკადემია საკუთარ აუდიტორიას არაერთ ონლაინ და ფიზიკურ ღონისძიებას სთავაზობს, რომელთაც მრავალფეროვანი დატვირთვა გააჩნიათ. კომპანია სისტემატურად უწევს ორგანიზებას როგორც ღია ლექციებს, რომელზე დასწრებაც ყველა მსურველს უფასოდ შეუძლია, ისე დახურულ ღონისძიებებს, რომლებიც სტუდენტების უნარ-ჩვევების გაძლიერებისკენაა მიმართული. ასევე, მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს სწავლასა და განტვირთვას შორის ბალანსის შექმნას და ხშირად საკუთარ სტუდენტებს გასართობ/სპორტულ ღონისძიებებსაც სთავაზობს. ბოლო მსგავს შემთხვევას, ჭადრაკის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ჭადრაკის ერთდროული თამაშის სეანსის ორგანიზება წარმოადგენს, სადაც მონაწილეობა სმარტ აკადემიის სტუდენტებთან ერთად, მისმა ლექტორმაც მიიღო. აკადემია სტუდენტებს სამომავლოდაც არაერთ მსგავს ღონისძიებას უმზადებს.

სმარტ აკადემია აქტიურად თანამშრომლობს საქველმოქმედო ორგანიზაციებთან და ყოველთვის აქვს გამოყოფილი ადგილი იმ ადამიანებისათვის, რომელთათვისაც განათლების მიღება ფინანსურ სირთულეებთანაა დაკავშირებული. ასევე, სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე პირებს ეძლევათ კურსის სრული დაფინანსებით გავლის შესაძლებლობა.

გასაკვირი არაა, რომ წლების განმავლობაში, სმარტ აკადემიამ შეიძინა არაერთი მეგობარი კომპანია, რომლებშიც კურსდამთავრებულები აქტიურად გადიან პრაქტიკებსა თუ სტაჟირებას და საქმდებიან. ხშირად კი, ისეც ხდება, რომ ხსენებული კომპანიების თანამშრომლები სმარტ აკადემიის სტუდენტები ხდებიან და გადამზადების პროცესში იღებენ მონაწილეობას.

აღსანიშნავია, რომ არაერთი კურსდამთავრებული დასაქმდა თავად სმარტ აკადემიაში. მეტიც, კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, აკადემიელებს ეძლევათ არა მხოლოდ აქ დასაქმების შანსი, არამედ შესაძლებლობაც, გახდნენ ლექტორების ასისტენტები.

სმარტ აკადემია, როგორც კომპანია, ფართო ჭრილში განიხილავს განათლების საკითხს და თანამედროვე პროფესიების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით აქტიურად იყენებს ისეთ სოციალურ არხებს, როგორებიცაა: Facebook, Instagram, TikTok, Linkedin და Youtube.

ისღა დაგვრჩენია, კურსების სრული კატალოგის ხილვა შემოგთავაზოთ, სმარტ აკადემია კი განაგრძობს ახალ პროექტებზე მუშაობას, რომლის შესახებაც ძალიან მალე გაიგებთ.

[პარტნიორის კონტენტი]

12 გზა, თუ როგორ შექმნათ ხარისხიანი ტრაფიკი თქვენს Ecommerce პლატფორმაზე

დიზაინისა და ანიმაციის მოთხოვნადი კურსები, რომელთა შესწავლაც სმარტ აკადემიაში შეგიძლიათ