in

სმარტ აკადემიის პროექტი: მოქმედების პოდკასტი დაიწყო!

წარმატებისკენ მიმავალ გზაზე, შემთხვევით, ჩაკეტილ კარს თუ აღმოაჩენ,  გახსოვდეს, რომ მოქმედება არის გასაღები.

რა გვაძლევს ძალას და გვიბიძგებს მოქმედებისკენ?! რა შეიძლება იყოს შთაგონება პირველი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადასადგმელად?!

ჩვენ ხშირად გვესმის ისეთი ამბები, რომელიც მოქმედებისკენ გვიბიძგებს. ისეთი ამბები მძინარეს რომ წამოახტუნებს და მოქმედებას დააწყებინებს, მიზანს აღმოუცენებს და ინტერესებს გაუღვივებს. ხშირად მთავარი არის იმის ცოდნა, რომ ეს ჩვენამდე სხვამ სცადა და რომ ეს ჩვენამდე სხვას გამოუვიდა.

ხშირად შევხვდებით ადამიანებს, რომელთა განვლილი გზა შთამაგონებელია და ადამიანებს, რომლებიც სწორედ ახლა იწყებენ იმ დაუვიწყარ მოგზაურობას წარმატება რომ უნდა ხვდეს წილად.

სმარტ აკადემია უკვე წლებია გიზიარებთ ცოდნას და გაწვდით წარმატების ინსტრუმენტებს. ვფიქრობდით კიდევ რა ღირებულება შეგვეძლო გაგვეზიარებინა გამოწვევებით აღსავსე გზის გასამარტივებლად. მალევე გაგვახსენდა, რომ სიტყვას უდიდესი ძალა აქვს და მოქმედებისკენ მიმართული სიტყვებით შევქმენით „მოქმედების პოდკასტი“. პოდკასტი სწორედ იმ ისტორიებზეა, რომელიც მოქმედებისკენ გვიბიძგებს, შთაგვაგონებს, გვამოძრავებს.

ყოველ ისტორიას აქვს დასაწყისი და გაგრძელება, „მოქმედების პოდკასტიც“ სწორედ ისეთი ისტორიებითაა აღსავსე, რომელიც, თავის მხრივ, დასაწყისთანაც ასოცირდება და გამუდმებულ მცდელობასთანაც. პოდკასტის წამყვანები სმარტ აკადემიის დამფუძნებლები რატი გველესიანი და მაკო ქურთიაშვილი არიან.

ჩვენ ვთვლით, რომ წარმატების მიღწევის ფორმალიზება და ერთი კონკრეტული მიმართულებით განხილვა არასწორია. თითოეულ ადამიანს აქვს საკუთარი, ინდივიდუალური და განსაკუთრებული წარმატების ისტორია.

მოქმედების პოდკასტში უკვე ვუმასპინძლეთ მარიამ წერეთელს პროექტ სუპერგმირიდან, რომლის ერთ-ერთი სუპერგმირი სმარტ აკადემიაც გახლავთ. ეპიზოდის მიმოხილვისას კი შევთანხმდით, რომ „სუპერგმირს არ სჭირდება სუპერძალა.”  მარიამისა და მისი გუნდის ფასდაუდებელი შრომის შედეგად, უკვე 457 ბავშვს ჰყავს საკუთარი სუპერგმირი. ეპიზოდში ამომწურავად გაეცნობით სუპერგმირის განვლილი გზისა და სუპერგმირად რეგისტრაციის დეტალებს. ასევე მოისმენთ სუპერგმირიანი ბავშვების აღმაფრთოვანებელ ისტორიებს.

მეორე ეპიზოდში გვსტუმრობდა მიხეილ ქანთარია, ჩვენი აკადემიის ერთ-ერთი გამორჩეული ლექტორი. იგი ძალიან საინტერესო რესპოდენტია, რადგან მან წარმატებამდე მისასვლელ გზაზე ნამდვილად გვიჩვენა, რომ მოქმედება არის გასაღები. მიხეილი გამოყოფს ლექტორისთვის აუცილებელ თვისებებს და გვიყვება, როგორ წარმართავს პირველ ლექციას  ჩვენს სტუდენტებთან. ის გზა, რომელიც მიხეილმა ჭადრაკიდან DevOps – ამდე გაიარა, ძალიან საინტერესო და მრავლისმომცველია. ვფიქრობთ, არ უნდა გამოტოვოთ მეორე ეპიზოდი.

მოტივაციის გაძლიერებითა და მიზანზე კონცენტრაციით ნებისმიერი შედეგი მიღწევადია. ჩვენ კი მხოლოდ ის შეგვიძლია დავაანონსოთ, რომ ყოველი მომდევნო ეპიზოდი წინაზე შთამაგონებელი იქნება.

სანამ “მოქმედების პოდკასტზე” მთელი ქვეყანა ალაპარაკდება, გახდი ჩვენი ერთ-ერთი პირველი მაყურებელი, გამოიწერე სმარტ აკადემიის არხი და დაელოდე პოდკასტის შემდეგ ეპიზოდს. ყოველ პარასკევს დაუვიწყარი მოგზაურობის, წარმატებისა და მოქმედების მრავალფერ ისტორიებს გაგიზიარებთ, თქვენ კი შეგიძლიათ საპასუხო რეაქციები მოქმედების თანმდევ უკუქმედებად გარდაქმნათ და დაგვიტოვოთ პოდკასტის ეპიზოდების კომენტარებში.

[პარტნიორის კონტენტი]

როგორ გამოვიყენოთ AI ეთიკურად? — 4 გზა

როგორია „აგროჰაბ ქეითერინგის“ დაუვიწყარი გასტონომიული გამოცდილება