თითქმის ერთი წელია, სიტყვებს, რომლებიც გვმუხტავს, მოტივაციას გვაძლევს და გზის გაგრძელებისკენ გვიბიძგებს, “სვლა” ვიზუალურ ამბებად აქცევს.
დედაენის დღის აღსანიშნად შექმნილი პროექტი ქართული ენის სილამაზესა და სიტყვის ძალას ეძღვნება, რომელიც სმარტ აკადემიას და Smart Web-ს ეკუთვნის. იდეის ავტორი სმარტ აკადემიის თანადამფუძნებელი მაკო ქურთიაშვილია. პროექტის მიზანი, ერთი შეხედვით, მარტივია – ადამიანები დააფიქროს და შთააგონოს.
„სვლა“, სმარტ აკადემიის სტუდენტებისა და ლექტორების ჩართულობით და Smart Web-ის გუნდის წევრების ერთობლივი ძალისხმევით, სულ რაღაც ორ დღეში შეიქმნა. საჭირო სიტყვების პოვნა არც აქ ყოფილა მარტივი, მაგრამ მთელი გულით შეირჩა და განმარტებები შემუშავდა, მალევე კი მარტივი და შთამაგონებელი ვებ-გვერდიც დამზადდა.
თითოეული სიტყვის გამოხატვაზე იმუშავეს Smart Web-ისა და სმარტ აკადემიის დიზაინერებმა, რომელთაც პროცესში სრული თავისუფლება ჰქონდათ. საიტზე განთავსებული ამჟამინდელი ვიზუალები სწორედ მათ კრეატიულ ხედვას წარმოადგენს.
შერჩეული სიტყვების განმარტებები სმარტ აკადემიის UX/UI ქოფირაითინგის კურსდამთავრებულმა სანე შედანიამ შექმნა, პროექტის მთავარი რედაქტორი კი აკადემიის ლექტორი ქეთი დიასამიძე იყო.
პროექტის ფარგლებში დამზადდა სტიკერები, სამახსოვრო ბარათები, პოსტერები და ჰუდები. ცალკე აღსანიშნია სარკე, რომელიც პროექტის სიმბოლო გახდა და გვახსენებს, რომ ყველაფერი ჩვენგან, ჩვენი სურვილითა და ძალისხმევით იწყება. სარკე, რომელიც უამრავი ადამიანის შთამაგონებელი გახდა, სმარტ აკადემიისა და Smart Web-ის ოფისშია, სადაც სტუმრები განსაკუთრებით უყვართ.
პროექტის ფარგლებში, სმარტ აკადემიის პრაქტიკების დროს, სტუდენტების ერთ-ერთ დავალებას, სიტყვების ვიზუალიზაცია და ანიმირება წარმოადგენდა. სიტყვების მოქმედებაში ნახვა სასიამოვნო და მამოტივირებელი იყო თითოეულისთვის.
პროექტი თემატური ბარათების სერიებსაც გვთავაზობს, რომელიც მნიშვნელოვან დღეებს ეძღვნება. პირველი სერია დედის დღის აღსანიშნად შეიქმნა და მათ სუპერძალებს ეხმიანება. სერიაზე სმარტ აკადემიის გუნდის წევრებმა: ნუცა ცერცვაძემ, თაკო გოგიტიძემ და გიორგი ვართუმაშვილმა იმუშავეს.
“სვლა” გაჩერებას არ აპირებს და განვითარების გეგმებსაც გვიზიარებს: უახლოეს მომავალში, ონლაინ მაღაზიაც გაიხსნება, სადაც მაისურების, ჩანთებისა და სხვა აქსესუარების შეძენა და სასურველი სიტყვის “მორგება” შეგეძლებათ.
პროექტზე მომუშავე გუნდი ერთ, მთავარ იდეას იზიარებს: მომავლისკენ, ცვლილებებისა და შემეცნებისკენ სვლა უნდა გაგრძელდეს, რადგან მოქმედება არის გასაღები.
კრედიტები:
იდეა და მენეჯმენტი: მაკო ეკოისტ ქურთიაშვილი, რატი გველესიანი
სტრატეგია და რედაქტირება: ქეთი დიასამიძე
ქოფირაითინგი: კესო (სანე) შედანია, ანა ელიზბარაშვილი, ქეთი დიასამიძე, ელენე ვადაჭკორია, მერი მაღლაკელიძე
ვიზუალური იდენტობა: ნიკოლოზ მოლოდინაშვილი
გრაფიკული დიზაინი: ნიკოლოზ მოლოდინაშვილი, სოფო კვირიკაშვილი, გიორგი ვართუმაშვილი, სალომე ჩუბინიძე, ლელუკა დიდებელი
UI/UX დიზაინი: დათო კოხრეიძე
ვებდეველოპმენტი: ალინა ბრეგვაძე, რატი გველესიანი
განაგრძე „სვლა“ სოციალურ არხებში: Facebook, Instagram, Linkedin
[R]