სმარტ აკადემია დაინტერესებულ პირებს ციფრული პროდუქტების ტესტირების განახლებულ, კომპლექსურ კურსს სთავაზობს.
სასწავლო პროგრამა შედგება 20 შეხვედრისგან (48 საათი) და გათვლილია ნებისმიერ მსმენელზე, ვისაც მინიმუმ კარგი მომხმარებლის დონეზე შეუძლია პოპულარული ვებსაიტებისა და მობილური აპლიკაციების გამოყენება, აქვს ზოგადი წარმოდგენა, თუ როგორ და რა ტექნოლოგიებით ხდება ვებსაიტებისა და მობილური აპლიკაციების შექმნა და რა ადგილი უჭირავს ტესტირებას ამ პროცესში. ადამიანზე, რომელიც დაინტერესებულია ციფრული პროდუქტების ხარისხით და ორიენტირებულია განვითარებაზე; სტუდენტებზე, ვისაც სურს IT სფეროში დასაქმება და ციფრული პროდუქტების ხარისხზე ზრუნვა; მოქმედ ტესტერებზე, ვისაც სურთ გაეცნონ, თუ როგორ ხდება სხვადასხვა სახის პროდუქტების ტესტირება (ვებსაიტების, მობილური აპლიკაციებისა და AP-ის ტესტირება) და რომელიც ქმნის IT პროდუქტებს, მაგალითად პროექტების მენეჯერი, ბიზნეს ანალიტიკოსი, პროდაქტ ოუნერი, სქრამ მასტერი და სურვილი აქვს, უფრო დეტალურად გაეცნოს, თუ რა ეტაპებს გადის და როგორ მუშაობს ტესტირების პროცესი.
კურსის ფარგლებში, სტუდენტები შეისწავლიან, თუ რა არის ზოგადად ტესტირება და რა პრინციპებს ეფუძნება იგი. გაიგებენ, რა არის Test Case; Check List; STLC. გაეცნობიან AGILE მეთოდოლოგიასა და SCRUM ფრეიმვორკს, ასევე, ტესტირების დონეებს, ტიპებს, ტექნიკებს, ტესტირების გეგმას და ა.შ.
სმარტ აკადემია პირველი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, სადაც 2020 წელს შეიქმნა სასწავლო კურსები ციფრული პროგრამების მანუალ ტესტირების და ტესტირების ავტომატიზაციის მიმართულებით, რაც საშუალებას გვაძლევს თამამად ვთქვათ, რომ ძალიან დიდი გამოცდილება დაგვიგროვდა ამ მხრივ და შესაძლებლობა მოგვცა, უფრო გაგვევითარებინა, დაგვეხვეწა და კომპლექსური გაგვეხადა იგი.
იმის ფონზე, რომ ხარისხის ინჟინრებზე მოთხოვნილება ყოველდღიურად იზრდება, პროფესიაც უფრო და უფრო მოთხოვნადი ხდება. ციფრული პროდუქტის ტესტერი ესაჭიროება ყველა იმ კომპანიას, რომელიც სერიოზულად ეკიდება თავის საქმეს და მომხმარებელი მისთვის სულერთი არ არის. ჩვენც ვითვალისწინებთ ამ ყველაფერს და მაქსიმალურ ძალისხმევას ვდებთ იმაში, რომ აკადემიის კურსდამთავრებულები, თავისი საქმის პროფესიონალები იყვნენ და დასაქმდნენ როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო მოწინავე კომპანიებში ტესტერის პოზიციაზე.
აქედან გამომდინარე, როგორც სხვა ყველა კურსს, ციფრული პროდუქტების ტესტირების პროგრამასაც გამოცდილი, მაღალკვალიფიციური ლექტორები და მენტორები: ვახტანგ მუსხელიშვილი; ალინა ბრეგვაძე; რატი გველესიანი; თაკო დოკვაძე; ანი პეტრიაშვილი და ლერი მდინარაძე წარუძღვებიან.
ციფრული პროდუქტების ტესტირების შესწავლის გარდა, კურსის დასრულების შემდეგ, ჩვენს კურსდამთავრებულებს გამომუშავებული ექნებათ ისეთი პრაქტიკული და საჭირო უნარ-ჩვევები, როგორებიცაა: CV-ის განახლება შეძენილი კომპეტენციების მიხედვით; LinkedIn პროფილის შექმნა/განახლება. Სტუდენტები ასევე გაიგებენ პროგრამული უზრუნველყოფის მანუალ ტესტერის კარიერული განვითარების გზის შესახებ და ISTQB-ის სასერტიფიკატო გამოცდის მოთხოვნებისა და პრივილეგიების შესახებ.
კურსის დასკვნით ნაწილში, თითოეულ მონაწილესთან ტექნიკური გასაუბრების სიმულაცია ჩატარდება, რაც სტუდენტებს პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობას მისცემს.
თუ გინდა, რომ დაეუფლო მოთხოვნად, პერსპექტიულ და მაღალანაზღაურებად პროფესიას, გაეცანი დეტალურად სმარტ აკადემიის ციფრული პროდუქტების ტესტირების სილაბუსს და მიიღე განათლება იქ, სადაც #ხარისხიმნიშვნელოვანია.
[პარტნიორის კონტენტი]











