in

„სმარტული“ ჰოთ-დოგი და ახალი კამპანია უკვე მთელ საქართველოში ტრიალებს

ალბათ, ყველას გვახსენდება გემო, რომელიც მოგზაურობასთან, ღამის დიდ გზებთან ან უბრალოდ, ქალაქიდან გასვლის სასიამოვნო რიტუალთან ასოცირდება. „სმარტმა“ გადაწყვიტა, ეს ნაცნობი გამოცდილება სრულიად ახალ საფეხურზე აეყვანა და მომხმარებლისთვის ნამდვილი გასტრონომიული და კრეატიული სიურპრიზი მოეწყო.

ყველაფერი ბრენდ შეფ ავთანდილ ცეცხლაძის სპეციალური რეცეპტურითა და English Style Bun-ის განსაკუთრებული, ფაფუკი პურის ტექნოლოგიით დაიწყო. პროდუქტის განახლება მხოლოდ დასაწყისი აღმოჩნდა, რადგან მალე, საქმეში კრეატიული სააგენტო „მავერიკი“ ჩაერთო. იმის ნაცვლად, რომ მომხმარებლისთვის სტანდარტულად ემცნოთ ახალი რეცეპტის შესახებ, გუნდმა ყურადღება მიაქცია დეტალს, რომელიც ყველას თვალწინ გვქონდა, თუმცა აქამდე არავის უთქვამს: „სმარტული ჰოთ-დოგი… ტრიალებს!“. აქედან დაიბადა იდეა, რომელიც ინოლა გურგულიას ლეგენდარულ მუსიკალურ ჰიტს, თანამედროვე რიტმებსა და ფერად კინემატოგრაფიულ კადრებს აერთიანებს.

რა გზა გაიარა პროდუქტმა სრულ ტრანსფორმაციამდე და როგორ იქცა ინოლა გურგულიას „კარუსელი“ კამპანიის მთავარ შთაგონებად – „სმარტის“ მარკეტინგის დირექტორის მოადგილე ქეთი ნიკოლეიშვილი და სააგენტო „მავერიკის“ კრეატიული დირექტორი გიორგი მდივანი გვიზიარებენ.

M: რატომ გადაწყვიტა „სმარტმა“ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროდუქტის – ჰოთ-დოგის სრული განახლება და რა იყო ამ ცვლილების წინაპირობა?

ქეთი ნიკოლეიშვილი: „სმარტისთვის“ ძალიან მნიშვნელოვანია, მუდმივად უსმენდეს მომხმარებელს და იმ პროდუქტებს, რომლებიც ყოველდღიური გამოცდილების ნაწილია, რეგულარულად ანახლებდეს. ჰოთ-დოგი წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი იყო ჩვენს ქსელში, ამიტომ გადავწყვიტეთ, მომხმარებლისთვის უკვე საყვარელი პროდუქტი სრულიად ახალ დონეზე აგვეყვანა.

ბოლო წლებში, „სმარტი“ აქტიურად ავითარებს ნაცხობი პროდუქტების მიმართულებას და სულ უფრო მეტ ყურადღებას უთმობს იმ პროდუქტებს, რომლებიც ადგილზე მზადდება ან განსაკუთრებული რეცეპტურით იქმნება. დაახლოებით ერთი წლის წინ, დავიწყეთ თანამშრომლობა შეფ ავთანდილ ცეცხლაძესთან, რომელმაც მნიშვნელოვნად შეცვალა ჩვენი ნაცხობი მიმართულება და მომხმარებელს სრულიად ახალი ხარისხი შესთავაზა. სწორედ ამ წარმატებული თანამშრომლობის გაგრძელება გახდა სმარტული ჰოთ-დოგის განახლება, რომლის მიზანიც იყო ყველასთვის ნაცნობი პროდუქტის უფრო გემრიელ, თანამედროვე და გამორჩეულ გამოცდილებად ქცევა.

M: რა პროცესი გაიარა ბრენდ შეფმა ახალ რეცეპტურაზე მუშაობისას და რით არის გამორჩეული English Style Bun ტექნოლოგია?

ქეთი ნიკოლეიშვილი: სმარტული ჰოთ-დოგის ახალი კონცეფციის შექმნაზე, ავთანდილ ცეცხლაძესთან ერთად, „სმარტის“ კომერციულმა და პროდუქტის განვითარების გუნდებმა იმუშავეს. ჩვენი მიზანი იყო ისეთი ჰოთ-დოგის შექმნა, რომელიც ვიზუალურადაც და გემოვნური თვისებებითაც მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ბაზარზე არსებული შეთავაზებებისგან.

განახლდა როგორც ვიზუალური მხარე, ისე ინგრედიენტები და სოუსები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პურს, რომელიც English Style Bun-ის ტექნოლოგიით მზადდება. ის შეიცავს კარაქსა და რძეს, რის შედეგადაც პური განსაკუთრებით ფაფუკი, ნაზი ტექსტურისა და მდიდარი გემოს ხდება. მომხმარებელს ვთავაზობთ როგორც კლასიკურ, ისე ყველიან ვერსიას და ორივე მათგანი ძალიან სწრაფად გახდა ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი ჩვენს ქსელში.

M: რას ნიშნავს მომხმარებლისთვის ის, რომ „სმარტული ჰოთ-დოგი“ მთელი საქართველოს მასშტაბით, 24/7-ზე იქნება ხელმისაწვდომი?

ქეთი ნიკოლეიშვილი: ეს ნიშნავს, რომ მომხმარებელი ქვეყნის ნებისმიერ რეგიონში, დღის თუ ღამის ნებისმიერ მონაკვეთში, ერთნაირი ხარისხის პროდუქტს მიიღებს. სწორედ ეს არის „სმარტის“ ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა – ხელმისაწვდომობა, სისწრაფე და სტაბილური ხარისხი.

დღეს „სმარტის“ ყველა ფილიალი საქართველოს მასშტაბით 24/7 რეჟიმში მუშაობს, ამიტომ სმარტული ჰოთ-დოგიც ყველგან და ყოველთვის ხელმისაწვდომი იქნება. კამპანიის მთავარი გზავნილიც სწორედ ამას ეყრდნობა – საყვარელი პროდუქტი, საყვარელი სიმღერის ფონზე, 24 საათი, კვირაში 7 დღე, ნებისმიერ დროს.

M: როგორ გაჩნდა კრეატიული იდეა, რომ სტანდარტული მიდგომის ნაცვლად, „სმარტში“ ყველაფერი თავად ჰოთ-დოგის გარშემო დაგეტრიალებინათ?

გიორგი მდივანი: ზოგჯერ რაღაცები ძალიან მარტივად ხდება ხოლმე… ერთი შეხედვით, თითქოს ყველა ჰოთ-დოგი იდენტურად მზადდება – გახურებულ გრილზე მბრუნავი სოსისები იწვება, განსხვავება კი პურის, სოუსებისა და თავად სოსისის ხარისხისა და გემოს პასუხისმგებლობაში რჩება. შემოქმედებით კონცეფციაზე მუშაობისას ჩვენც ვფიქრობდით რა გვეთქვა განსხვავებულად. ის, რომ სმარტულ ჰოთ-დოგში ყველაზე კარგი ხარისხის ინგრედიენტებია? ან, რომ შეფ ავთანდილ ცეცხლაძის რეცეპტი არის საუკეთესო? ან ის, რომ ყველაზე ფაფუკი პური ჩვენ გვაქვს? მგონი ზედმეტად სტანდარტული იქნებოდა. და ამ დროს გამოჩნდა ჩვენი თვალებანთებული კრეატივ ლიდი და თქვა “იცით რას შვება სმარტული ჰოთ-დოგი? ტრიალებს!” მაშინვე მივხვდით, რომ ზედმეტად მარტივი და კარგი იყო ეს ფრაზა. ჰოდა გადავწყვიტეთ გავყოლოდით და ამ ფიქრმა ჩვენს გონებაშიც დაიწყო ტრიალი. 

ახლა თქვენ კი იტყვით, სხვა ჰოთ-დოგების სოსისებიც იგივენაირად ტრიალებს გრილზეო, მაგრამ მე გიპასუხებთ, რომ რადგან მათ ეს აქამდე არ უთქვამთ, შესაბამისად, სმარტული ჰოთ-დოგი უფრო ტრიალებს!

M: როგორ გადმოიტანეთ ეს კონცეფცია ვიდეორგოლსა და შემდგომ კომუნიკაციაში?

გიორგი მდივანი: თავიდან ჯერ მხოლოდ ერთი სიტყვა დავამატეთ, “ბრუნავს” და მივხვდით, რომ მუსიკალური კლიპის შექმნის დრო დადგა. ფერადი და სახალისო ვიდეორგოლი, სადაც სმარტულ ჰოთ-დოგებთან ერთად სრულიად ყველაფერი იტრიალებდა.

M: როგორი იყო უშუალოდ სამუშაო პროცესი?

გიორგი მდივანი: პირველ რიგში სასიამოვნო, რადგან ჩვენთვის ძალიან საყვარელი და დასაფასებელი ინოლა გურგულიას მუსიკის, “კარუსელი”-ს ლიცენზირებაზე ვიმუშავეთ, გამოვიყენეთ როგორც ორიგინალი ვერსია, ისე მისი remix, რაშიც უკვე ტატო რუსია (Moku T) დაგვეხმარა. კონცეფცია ვიდეო წარმოების კომპანია, Rusty Film-ს გადავეცით. შემდეგ კი გადასაღებ მოედანზეც და მუსიკაშიც კიდევ უფრო მეტი რამ დატრიალდა.

M: სად ტრაიელბს სმარტული ჰოთ-დოგი?

გიორგი მდივანი: თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სმარტული ჰოთ-დოგი, მუსიკალური კლიპი და მთელი ეს ამბავიც უკვე მთელ საქართველოში ტრიალებს!

M: როგორია კამპანიის სამომავლო გაგრძელება?

ქეთი ნიკოლეიშვილი: კამპანია სულ ცოტა ხნის წინ დავიწყეთ, თუმცა უკვე ვხედავთ ძალიან დადებით გამოხმაურებას როგორც მომხმარებლების, ისე სოციალური მედიის მხრიდან. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ კამპანიის ვიდეორგოლი ორგანულად ვრცელდება და მას აქტიურად აზიარებენ თავად მომხმარებლები.

შემდეგ ეტაპზე ვგეგმავთ კამპანიის კიდევ უფრო ფართოდ გაშლას ციფრულ არხებში, სხვადასხვა კრეატიული აქტივობისა და მომხმარებელთან ინტერაქციის ფორმატების გამოყენებით. ზაფხულის სეზონის დაწყებასთან ერთად, განსაკუთრებულ ყურადღებას ბათუმსა და ტურისტულ მიმართულებებს დავუთმობთ, რათა სმარტული ჰოთ-დოგი ზაფხულის გზის, მოგზაურობისა და დასვენების გამოცდილების ბუნებრივი ნაწილი გახდეს. ჩვენი მიზანია, რომ სმარტული ჰოთ-დოგი „სმარტის“ ბრენდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი და საყვარელი სიმბოლო გახდეს.

[R]

დაიბრუნეთ დახარჯული თანხის 20% Enza Home-ში, საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდისას

„შეცვალე მომავალი“ დასრულდა