28
Jun
2019

სახლი, რომელსაც ჭკვიანი თვისებები აქვს

28 Jun 2019

ეპოქაში, რომელსაც დღესდღეობით თამამად უწოდებენ “ტექნოლოგიების ერას”, სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება “ჭკვიანი სახლები”. ეპითეტი “ჭკვიანი”, რომლითაც სახლი გაპიროვნებულია, ზუსტად ერგება მის კონცეფტს – სმარტფონიდან გაცემული ბრძანებით მას ყველაფრის გაკეთება შეუძლია. ამგვარ სახლში მცხოვრები ადამიანისთვის არც ჩართული უთოა პრობლემა და არც გაჟონილი გაზი. აქ სპეციალური მოწყობილობების/დეტექტორების მეშვეობითა და მუდმივად ხელმისაწვდომი ინტერნეტით სახლის მონიტორინგი სრულიად შესაძლებელია.

“ჭკვიან სახლში” ყველა გაყვანილობის არხი, გაგრილება, გათბობა, განათება, აუდიო/ვიდეო ტექნოლოგია მხოლოდ ერთ, “ჭკვიან” სამართავ სისტემას შეგიძლიათ, დაუქვემდებაროთ. ყვეალფერი ეს კი სმარტფონში არსებული აპლიკაციის მეშვეობით ხდება: თქვენ მიერ ხელის ერთი მოძრაობით წამებში სრულდება სასურველი ოპერაცია. 

ამგვარი ტიპის სახლების მოწყობა, ალბათ, უსაფრთხოებით დავიწყოთ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი და ელემენტარულია: კარების ჭკვიანი ჩამკეტები, გაზის დეტექტორები, ჭკვიანი ნათურები..

კარების ჭკვიანი ჩამკეტით შეგეძლებათ, თქვენი არყოფნის დროსაც კი, საჭიროების შემთხვევაში, თქვენს ახლობლებს კარი გაუღოთ. თუმცა, მანამდე ტელეფონიდანვე კამერით დაადგინოთ კართან მომლოდინე სტუმრის ვინაობა. 

გაზის დეტექტორები დღესდღეობით საკმაოდ საჭირო საგანს წარმოადგენს, რადგანაც, სამწუხაროდ, საკმაოდ ბევრი მაგალითი გვაქვს იმის, რომ გაყვანილობები ხშირად უსაფრთხო სრულიადაც არ არის. გაზის გაჟონვის დაფიქსირებისას, იგი თავად გამორთავს მიწოდებას.

აპლიკაციით მარტივად შეგიძლიათ, დაარეგულიროთ ჭკვიანი ნათურების გამოსხივების დონე, გამორთოთ და ჩართოთ როცა გინდათ და, რაც მთავარია, დაზოგოთ ფული და ენერგია.

სმარტფონიდან ასევე შეგიძლიათ, სიგნალიზაცია და დომოფონიც მართოთ. გააძლიეროთ Wi-Fi სიგნალი, მოძრაობის დეტექტორის მეშვეობით ინფრაწითელი სპექტრით დაადგინოთ ადამიანისა თუ ცხოველის აქტივობა და ამოიცნოთ ისინი, ჩაკეტოთ და გახსნათ მილები, გამოიყენოთ შუშის ჭკვიანი საწმენდი და ა.შ

საქართველოში, კარგა ხანია, ხელმისაწვდომია ცალკეული სმარტ მოწყობილობის შეძენა, ინსტალაცია და მთლიანი სახლის ავტომატიზებაც. აღსანიშნავია, რომ სისტემა მოქნილია იმდენად, რომ ერგება ნებისმიერი ტიპის საყოფაცხოვრებო გაყვანილობას ნებისმიერ სახლში, ამ მხრივ მომხმარებელი არანაირ დაბრკოლება არ აწყდება.

რუბრიკა “გარემოს” წარმდგენია “მწვანე ქალაქი ლისზე”.

განხილვა