in

„სმარტის“ ყავის კულტურა და იტალიური ინფოტური „ტრუჩილოს“ საწარმოში

ნამდვილი იტალიური ყავის სურნელი და მრავალწლიანი ტრადიცია – ეს გახლავთ ბრენდი „ტრუჩილო“, რომელიც უკვე 75 წელია ქმნის საკუთარ ისტორიას. სალერნოში დაბადებულ საოჯახო ბიზნესს, დღეს, უკვე მესამე თაობა უდგას სათავეში, და მსოფლიო ბაზარზე ერთ-ერთ მოწინავე ადგილს იკავებს მაღალი ხარისხის ყავის წარმოებაში. ცენტრალური და სამხრეთ ამერიკიდან, აზიიდან და აფრიკიდან შერჩეული საუკეთესო მარცვლები, რომლებიც „ტრუჩილოს“ ყავას განუმეორებელ გემოს სძენს, უკვე 15 წელია ქართველ მომხმარებლებს „სმარტის“ ქსელში გვხვდება.

ცოტა ხნის წინ „სმარტის“ წარმომადგენლებმა, მიწვეულ ინფლუენსერებთან და მედიასთან ერთად, იტალიაში სპეციალური ინფოტური მოაწყვეს, რათა ახლოდან გაეცნოთ ის უნიკალური გამოცდილება და ღირებულებები, რაც „ტრუჩილოს“ ბრენდს ასე გამორჩეულს ხდის. „ეს იყო მოგზაურობა ყავის სამყაროში, სადაც ტრადიცია და თანამედროვე ტექნოლოგიები იდეალურ ჰარმონიაშია,“ – აღნიშნავს ქეთევან ნიკოლეიშვილი, რომელიც ახლახან შეუერთდა ვისოლის გუნდს „სმარტის“ მარკეტინგის დირექტორის მოადგილის პოზიციაზე.

რა შთაბეჭდილებები მიიღეს ტურის მონაწილეებმა? როგორია „სმარტის“ სამომავლო გეგმები ყავის კულტურის პოპულარიზაციისთვის და რა გამოარჩევს „ტრუჩილოს“ სხვა ბრენდებისგან? დეტალებზე ქეთევან ნიკოლეიშვილი გვესაუბრა.

M: რა მიზნები დაისახეთ იტალიაში „ტრუჩილოს” ინფოტურისთვის და როგორ გეგმავთ მიღებული ცოდნისა და გამოცდილების ქართულ ბაზარზე გამოყენებას?

„ტრუჩილოს“ იტალიური ყავა ქართულ ბაზარზე ყველასათვის ცნობილია, როგორც „სმარტის“ ყავა და მას ძალიან დიდი რაოდენობის თაყვანისმცემელი ჰყავს. ეს გახლავთ „სმარტის“ ერთ-ერთი გამორჩეული პროდუქტი, საკმაოდ მოთხოვნადი, ნამდვილი იტალიური გემო, რომელსაც მაღალი ხარისხის თვითმომსახურების აპარატებით ვთავაზობთ ჩვენს მომხმარებელს, მარტივად და კომფორტულად. „სმარტი“ და „ტრუჩილო“ უკვე 15 წელია მეგობრობენ. მათ არა მარტო ექსკლუზიური თანამშრომლობა, არამედ მეგობრობის 15 წელი აერთიანებთ. „ტრუჩილოს“ ინფოტურში ჩვენი გამგზავრების მიზანი ამ ბრენდის კიდევ უფრო შესისხლხორცება და მათი გამოცდილების ჩვენს მომხმარებლამდე მოტანა იყო. ამ გამოცდილების გაზიარებას ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ და შემოდგომაზე კიდევ უფრო მეტ სიურპრიზს ვპირდებით ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს და არა მარტო მათ.

M: „ტრუჩილო” 70 წელზე მეტი ხნის ისტორიის მქონე საოჯახო ბიზნესია. როგორ ფიქრობთ, რა გამოარჩევს ამ ბრენდს და რატომ გადაწყვიტა „სმარტმა“ სწორედ მასთან თანამშრომლობა?

სალერნოში ვიზიტმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ჩვენ ტყუილად არ აგვირჩევია „ტრუჩილოს“ ყავა სმარტის მეგზურად, რადგან დიდი ჩეზარე ტრუჩილოს შექმნილი ეს ბრენდი 70 წელზე მეტია მოწინავე ადგილს იკავებს ყავის ბრენდებს შორის. ეს არის ოჯახურ ტრადიციებზე დაფუძნებული ბრენდი, რომელიც არ უშინდება ინოვაციებსა და სიახლეებს, პირიქით, მათი ქარხანა საუკეთესოდ არის აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიებით. ბრენდი ბაბუიდან გადავიდა შვილის მმართველობის ქვეშ, ახლა კი შვილიშვილები უდგანან სათავეში ბაბუის დაწყებულ საქმიანობას. ყავის ქარხანასთან ერთად, „ტრუჩილოს“ ასევე აქვს ბარისტების სკოლა, რომელსაც მსოფლიოში აღიარებული ლატე არტისტი ხელმძღვანელობს. საინტერესო ინფორმაციით დახუნძლული ინფოტურის განმავლობაში ყველა დავრწმუნდით, რომ „ტრუჩილოს“ მთავარი ღირებულება ხარისხია. სწორედ ამ ღირებულებაზე დგას სმარტის ბრენდიც და სწორედ ასეთი გამოცდილების გაზიარებას ვაპირებთ ჩვენი მომხმარებლებისთვისაც.

M: როგორია შთაბეჭდილებები „ტრუჩილოს“ ინფოტურიდან?

წარმოიდგინეთ, რომ მოხვდით სამყაროში, სადაც ყველა მიკრო დეტალი შეიძლება გაიგოთ ყავის შესახებ, მოისმინოთ ბრენდის 75-წლიანი, ძალიან ტრადიციული ისტორია, გამოცადოთ და დააგემოვნოთ რჩეული მარცვლებისგან მიღებული სურნელოვანი ყავა და ეს ყველაფერი ნამდვილ იტალიურ გარემოში.

ამ მოგზაურობაში ჩვენ სპეციალურად ჩავრთეთ სმარტის „ტრუჩილოს“ ყავის ამბასადორი ანა კოშაძე, მოვიწვიეთ რეჰანის YouTube არხი, ციფრული ჟურნალი ჰემოკი, რამდენიმე ინფლუენსერი და ფოტოგრაფი, რათა მრავალფეროვანი არხებით, ფართო აუდიტორიისთვის მოგვეყოლა, რატომ არის „ტრუჩილოს“ ყავა ასეთი განსაკუთრებული და როდესაც სმარტში ყავას ყიდულობ, ნამდვილ იტალიურ გამოცდილებას იღებ.

M: როგორია საკომუნიკაციო სტრატეგია „სმარტში“ ყავის კულტურის პოპულარიზაციისთვის და რა როლს თამაშობს ამ სტრატეგიაში „ტრუჩილოს“ ბრენდი?

ჩვენი საკომუნიკაციო სტრატეგია არის ღიაობა და მომხმარებელთან გულწრფელი საუბარი. სმარტი ინოვაციური და სიახლეებზე ორიენტირებული მარკეტების ქსელია, რომელიც ცდილობს გზაზე მყოფ ადამიანებს მსოფლიო გამოცდილება შესთავაზოს და, რა თქმა უნდა, ამ გამოცდილების გაზიარებაშიტრუჩილოსყავას უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს. ჩვენი ინოვაციურობის განსაკუთრებული ნაწილია ვისოლის ლოიალობის პროგრამა, რომლის მეშვეობითაც მუდმივად ვთავაზობთ ბენეფიტებს ჩვენს მომხმარებლებს. ყავის შეძენისას აუცილებლად უნდა გაატაროთ ჩვენი აპლიკაცია, რადგან ყოველი გატარებისას საჩუქრად ტკბილეულს მიიღებთ.

„სმარტის“ 55 მარკეტით, ჩვენ წარმოდგენილები ვართ ყველგან, საქართველოს ნებისმიერ კუთხეში მიმავალ გზაზე, და სწორედ მთელი საქართველოს მასშტაბით გთავაზობთ ნამდვილ იტალიურ ყავას, ფრანგულ ტკბილეულს, მექსიკურ სნექებს, სხვადასხვა სახეობის გამორჩეულ გამაგრილებელ სასმელს, ბავშვებისთვის განსაკუთრებულად საყვარელ იმპორტირებულ ტკბილეულსა და უგემრიელეს ნაცხობ პროდუქციას.

M: ვისოლის გუნდს ცოტა ხნის წინ შეუერთდით. როგორია თქვენი გეგმები ახალ პოზიციაზე?

მიხარია, რომ ვისოლის გუნდს განვითარების საინტერესო ეტაპზე შემოვუერთდი. კონკურენტულ გარემოში მარკეტინგული სტრატეგიების განხორციელება ყოველთვის ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის და ახლა სწორედ ასეთი დროა ქართულ ბაზარზე. სმარტს ცნობადობის ამაღლება ნამდვილად არ სჭირდება, მისი არსებობის 15 წლის მანძილზე ჩვენმა ციყვმა თავისი ადგილი ნამდვილად დაიკავა ხარისხიან ბრენდებს შორის. ახლა სიახლეების, ახალი პროდუქტებისა და გამოცდილებების დანერგვის დროა და ამ პროცესში დიდი მოტივაციით ვარ ჩაბმული. აღნიშნულ სიახლეებზე ოდნავ მოგვიანებით და ეტაპობრივად აუცილებლად მოგიყვებით.

[R]

კლიმატის ცვლილება და წესები, რომლებიც უნდა დაინერგოს მის შესაჩერებლად

„Youtube ბიზნესი ბიზნესებისთვის“ – როგორ ჩაიარა თიბისი ბიზნესის ხუთშაბათის შეხვედრამ