in

Smart Kettleball – მოწყობილობა, რომელიც 5-დან 19 კილოგრამიან გირად წამებში იქცევა

M2

ვარჯიშის პროცესში ტექნოლოგიების გამოყენება სულ უფრო აქტუალური ხდება. მათ შორის, ხშირად ვიყენებთ ფიტნესთან დაკავშირებულ აპლიკაციებს, თუმცა, იშვიათად იცვლებიან ხელსაწყოები, რომლებითაც ვვარჯიშობთ. მაგალითად, ჰანტელები, ან გირები.

ტექნოლოგიურმა კომპანია JaxJox-მა წელს „ჭკვიანი გირა“ წარადგინა. Smart Kettleball-ს შეუძლია 5.5-დან, 19 კილოგრამიან გირად წამებში იქცეს. მას აქვს ექვსი სხვადასხვა წონის რეჟიმი და მათი რეგულირება/შეცვლა სპეციალური ღილაკის მეშვეობით შეგიძლიათ. ის უკავშირდება თქვენს სმარტფონსაც, iOS/Android აპლიკაციების მეშვეობით. ასე, შეგიძლიათ ცხრა პარამეტრის მიხედვით, მოაგროვოთ თქვენს ვარჯიშთან დაკავშირებული ინფორმაცია – რა დრო დაუთმეთ გირით ვარჯიშს, რამდენჯერ ასწიეთ ის, რა წონა ასწიეთ და ა.შ.

https://www.youtube.com/watch?v=i1N619QDUNs

 

„ჭკვიანი“ გირა თავიდან გაცილებთ სხვადასხვა წონის გირის ქონის საჭიროებას და ამასთან, საშინაო ფიტნესს უფრო რეალურს ხდის. მისი ელემენტი, სრული დამუხტვიდან, 14 დღის განმავლობაში გაგიძლებთ. მისი ყიდვა კი დაახლოებით, 400 დოლარადაა შესაძლებელი.

პოლონურმა გაზეთმა Gazeta.pl პორნო ჟურნალი იმისთვის შეიძინა, რომ დაეხურა

ელექტრომობილები, წარწერით Made in Georgia