in

“ხარისხი დეტალებში” – სმარტი ახალ კამპანიას იწყებს!

“ხარისხი დეტალებში” – სწორედ ეს არის სუპერმარკეტერბის ქსელი სმარტის ახალი სარეკლამო კამპანიის მთავარი მესიჯი.

M: მარკეტერი კომპანიის მარკეტინგის ხელმძღვანელს ნატალია დარჩიაშვილს ესაუბრა:

ნატალია დარჩიაშვილიახალი კამპანიის ფარგლებში დავამზადეთ 11 სატელევიზიო რგოლი. კამპანიას სხვა მარკეტინგულ კომუნიკაციებითაც ექნება მხარდაჭერა.  მოკლე სერიების მთავარი განმასხვავებელი ნიშანი ის არის, რომ გმირები ჩვენივე თანამშრომლები არიან, ჩვენ მათი მეშვეობით ვეუბნებით მომხმარებელს თუ რა არის ხარისხი დეტალებში.

M: რას ნიშნავს თქვენთვის ხარისხი დეტალებში? 

ჩვენთვის ხარისხია ჩვენივე წარმოება, ჩვენთვის ხარისხია სურსათის უვნებლობა, ჩვენთვის ხარისხია მხოლოდ ნატურალური ხორცი, ხარისხის დეტალია მომსახურება, ვადების კონტროლი და ა.შ. ჩვენ ძალიან ვამაყობთ ამ დეტალებით და თანამშრომლებით, რომლებიც ამ ყველაფერს ქმნიან და ეს ემოცია გვინდა გავუზიაროთ მომხმარებელსაც.

M: ვინ იმუშავა პროექტზე?

სარეკლამო რგოლები JWT Metro-ს ეკუთვნის,  კამპანიას ექნება ძალიან საინტერესო დიჯითალ მხარდაჭერაც, რომელზეც ლივინგსტონი მუშაობს.

ნახეთ პირველი ხუთი სერია ექსკლუზიურად მარკეტერზე

ლუდი 34-ის სატელევიზიო რეკლამა! [EXCLUSIVE]

#GeocellSay -ანუ გამოაქვეყნე შენი მესიჯი თბილისის ქუჩებში!