in

განახლებული სმარტის პირველი კამპანია – Smart Market & cafe

დიდი ხნის განმავლობაში, „სმარტი“ იყო ოჯახური  სუპერმარკეტების ქსელი. 2023 წლიდან კი მან სრულიად შეიცვალა ფორმატი და  გახდა კლასიკური „ქონვინიენს“ მაღაზია.
„სმარტი“ გამოჩნდა გზებზე, მოგზაურებისათვის კომფორტის შესაქმნელად, სასიამოვნო შესვენებებისთვის, ისეთ ადგილებში, სადაც მაღაზიას არ ელოდები – მაგისტრალებზე.

იქიდან გამომდინარე, რომ გზაზე შესვენება პატარა კაფეში კომფორტულად წახემსებას და კარგ ყავას გულისხმობს, „სმარტში“ განახლებული ბრენდინგის დასახელებაშივე გაჩნდა მისი დისკრიფცია, სმარტი – მარკეტი და კაფე.

ეგრეთ წოდებული „ნეკების“ კამპანია არის განახლებული სმარტის პირველი მსხვილი კამპანია, სადაც ხმამაღლა და თავდაჯერებულად ესმევა ხაზი სმარტის ყავის იტალიურ წარმომავლობას. რა თუ არა ესპრესოს დალევისას აწეული ნეკა თითი გამოხატავს ნამდვილ იტალიურ სულს და ყავის გემოსგან მიღებულ სიამოვნებას.

სმარტის განახლებულ ბრენდინგსა და პირველ მსხვილ კამპანიაზე იმუშავა სააგენტო +VAT, რომელსაც ვასკა ჩუბინიძე და გიორგი ტაბატაძე წარმოადგენენ.

გიორგი ტაბატაძე: „განახლებული სმარტისთვის ჩვენი განახლებული სააგენტოს ჩართულობით გაკეთებულ პირველ კამპანიას წარმოგიდგენთ. სმარტი მაღაზია აღარაა, ვინაიდან მასში კაფის კომპონენტი მარკეტის თანაბარ წონიანი გახდა. ამიტომაც ქვია აწი Smart Market & cafe.
ხოდა ყავაც ისეთი გვაქვს ღირსეულ კაფეში რომ ელოდები და არა ისეთი რიგით მაღაზიაში რომ აქვთ ხოლმე. ისეთი ყავაა რომ დალევ და ნეკა თითი თვითონ იშლება, ეგაა ნიშანი რომ ნამდვილ იტალიურ ყავას სვამ. ულამაზესი კონცეფცია ალექსანდრე ციცქიშვილმა დაბადა, ნიკუშა კუკუშა მოწონელიძემ და Fire Production-მა კიდე როგორც ეკადრებოდათ ისე გადაიღეს.
რაც შეეხება ჩვენი, როგორც სააგენტოს განახლებაზე, მოგვიანებით, ახალ საიტთან ერთად მოგიყვებით”

სანდრო ციცქტიშვილი, არც დირექტორი: „როდესაც ნეაპოლიტანური, ტრუჩილოების საოჯახო ქარხანაში წარმოებული ყავის რეკლამაა მოსაფიქრებელი, რთულია ფეხბურთის თემა თავიდან ამოიგდო, თუმცა იდეაზე ფიქრის დროს, თითების ტკაცუნისას ნეკა თითიც გატკაცუნდა. სწორედ აქედან გაჩნდა აზრი, რომ ყავასთან დაკავშორებული უამრავი ინსაიტიდან, მისი დალევისას ნეკა თითის ავტომატური „წელში გამართვა“ საუკეთესოა.

რგოლის ყურებისას მიხვდებით თუ რამდენად დაუფასებელია ეს უნიკალური, ჩვენთვის შეუცვლელი პაწაწინა თითი, რომელსაც მართლაც შეიძლება ბევრი ფუნქცია ქონდეს, თუმცა მთავარი მაინც ერთია – აღმოაჩინოს ნამდვილი იტალიური ყავა!”

credits:

კლიენტი: Smart · Market&Cafe
სააგენტო: +VAT
არტ დირექტორი – სანდრო ციცქიშვილი
სტრატეგიული გუნდი: გიორგი ტაბატაძე, ვასკა ჩუბინიძე
მარკეტინგის დირექტორი – სალომე გველესიანი
Production Company: FIRE PRODUCTION & Mozaika Films
რეჟისორი: ნიკუშა კუკუშა მოწონელიძე
დამდგმელი ოპერატორი: ვიგენ ბიბა ვართანოვი
მხატვარი: პოლინა რუდჩიკ, სანდრო ნადარეიშვილი
კოსტუმების მხატვარი: ანკა გაბუნია
აღმასრულებელი პროდიუსერი: თამარ თვარაძე
პროდიუსერი: მარიამ ზუბაშვილი
1AD: მარგო ზუბაშვილი
პროდაქშენ მენეჯერი: გიორგი მგელაძე
ქასთინგ მენეჯერი: თინათინ ხიზანიშვილი
ლოკაციის მენეჯერი: ნიკუშა ლებანიძე, გიორგი სურგულაძე
სეტ მენეჯერი: ვალერიან ურუშაძე
PA: ნატაშკა დობორჯგინიძე
გრიმი: ლუჩია დევეჯიევა
რეკვიზიტორი: ზაზა ვაშაყმაძე
კოსტუმის მხატვრის ასისტენტი: ლიზი
ნინიკაშვილი
გაფერი: მიშკა საგანელიძე
მონტაჟი და გრაფიკა: ვაკო კილაძე
ფერის კორექცია: ნიკუშა კუკუშა მოწონელიძე
ორიგინალი მუსიკა: ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი – მთვარის სონატა
ხმის დიზაინი: Heima Production

[პარტნიორის კონტენტი]

ნახეთ Young Lions Georgia 2024-ის ყველა ნამუშევარი!

როგორ შეუძლიათ სასტუმროებს მეტის გამომუშავება თითოეული ჯავშნიდან