4
Jan
2016

რატომ ეჭიდებიან ჭკვიანი ადამიანები სტრატეგიას?

4 Jan 2016

strategy

statiebi-bog
statiebi-bog

სტრატეგიას ხშირად ნამდვილად ჭკვიანი ადამიანების საქმედ განიხილავენ – ზუსტად აი, იმ, კლასში გამორჩეული, მაღალი მოსწრების მქონე ხალხის.  მაგრამ მხოლოდ იმის გამო, რომ ამ ადამიანებს სტრატეგია მიაბარეს, სულაც არ ნიშნავს, რომ ისინი აუცილებლად შექმნიან მას.

ჭკვიანი ადამიანების პრობლემა ის არის, რომ მათგან სწორი პასუხის ძიებისა და პოვნას ელიან; სამწუხაროდ, სტრატეგიაში არ არსებობს არანაირი სწორი პასუხი. სტრატეგია გაურკვეველ მომავლთან დაკავშირებით არჩევნის გაკეთებას მოითხოვს. რამდენი მთაც არ უნდა გადაიაროთ სწორი პასუხის მიგნება შეუძლებელია. სწორი პასუხი არ არსებობს. ფაქტობრივად, ფაქტის დადგომის შემდეგაც კი შეუძლებელია განსაზღვრო არჩეული სტრატეგია იყო თუ არა „სწორი“, რადგანაც მას ვერც ერთ შეურჩეველი სტრატეგიის გზას ვერ შეადარებთ. სტრატეგია არ იძლევა ორმაგი ექსპერიმენტების საშუალებას.

კარგმა სტრატეგმა უარი უნდა თქვას სწორი პასუხის პოვნაზე და მისი იდენტიფიცირებისას ჯილდოს მიღებაზე. საუკეთესო სტრატეგებს არც აშინებთ და არც აჩერებთ გაურკვევლობა და ორაზროვნება; მათი კრეატიულობა საშუალებას იძლევა წარმოიდგინონ ყველა რეალურად არსებული ან არ არსებული შესაძლებლობა და მზად არიან გეგმის ამოქმედებისთვის იმის გაცნობიერებით, რომ მოვლენების შემობრუნებასთან ერთად მცირე ან სრული ცვლილება შეიძლება დასჭირდეთ.

ასეთი პიროვნების მთავარი თვისებები მოქნილობა, წარმოსახვის უნარი და დრეკადობაა. თუმცა, ამ თვისებების ერთობლიობა ჭკუას სულაც არ ნიშნავს. გვიანი ორგანიზაციული სწავლების მკვლევარი – კრის არგირისი HBR-ის სტატიაში “ჭკვიანი ადამიანებისთვის სწავლების სწავლება“ ფაქტობრივად საწინააღმდეგოს ამტკიცებს. სტრატეგიული კონსულტანტების თავის კვლევაში არგირისმა აღმოაჩინა, რომ ჭკვიანი ადამიანები უფრო მეტად მყიფე ხასიათით გამოირჩევიან. მათთვის მნიშვნელოვანია თავს მართლად გრძნობდნენ და მათი სისწორე სხვამაც დაადასტუროს. თუ ერთ-ერთს ან ვერც ერთს ვერ იღებს, თავდაცვით პოზიციაში ექცევიან და რიგიდულობისკენ იხრებიან.

ეს არ ნიშნავს, რომ სხარტი ადამიანები სტრატეგიას უნდა ჩამოვაცილოთ. მაგრამ, ეს გულისხმობს, რომ სტრატეგია არ უნდა იყოს მონოკულტურა – როგორც ეს სტრატეგიული კონსულტაციის კომპანიებში – მაღალი IQ მქონე ანალიტიკოსი ოსტატების შემთხვევაში შეიძლება იყოს. კარგ სტრატეგიას აზროვნების და დამოკიდებულების მრავალფეროვნება ქმნის. მას ისეთი ადამიანები სჭირდება, რომლებსაც წაგებაც უგემიათ და წარმატებაც. მას სჭირდება ადამიანები დიდი წარმოსახვის უნარით. მას სჭირდება ადამიანები ჩამოყალიბებული მოქნილი მიდგომით. და რაც ყველაზე მთავარია, მას სჭირდება ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს პატივს სცემენ მათი თვისებების გამო, ისეთი რამ, რაც ხშირად ყველაზე რთულია ე.წ. ყველაზე ჭკვიანი ადამიანისთვის ოთახში.

ავტორი: როჯერ მარტინი

პაშა რუბრიკა

წყარო: HBR



განხილვა