ერევანში Smart Photos და GIFme-ის წარმომადგენლობა გამოჩნდა. ესაა ფოტო–პროდუქცია, რომელიც მუდმივად ვითარდება და სიხარულს ანიჭებს როგორც მომხმარებელს, ასევე მის ავტორებსაც. ბრენდი სამომავლოდ კიდევ მეტ სიახლეს ჰპირდება მომხმარებელს. Smart Photos-სა და GIFme-ის დამფუძნებელმა ალექსანდრე დოლიძემ მარკეტერს გაუზიარა სამომავლო გეგმები და მოგვიყვა, თუ როგორ შეძლო ბრენდმა სომხეთში თავის დამკვიდრება.
M: რა პროდუქტებით იქნება წარმოდგენილი Smart Photos და GIFme სომხეთში?
Smart Photos ბაზარზე წარმოდგენილია თავისი ყველა პროდუქტით:
- ფოტოჯიხური
- პოლაპრინტი (პოლაროიდით გადაღება/ბეჭდვის სერვისი)
- ფოტოკოპტერი (დრონით მომსახურება)
- ადგილზე ბეჭდვა (ფოტოების ადგილზე ბეჭდვა ფოტო და მაგნიტურ ქაღალდზე
- ჰეშთეგ პრინტერი (ინსტაგრამი/ტვიტერიდან ბეჭდვის სერვისი)
GIFme კი, ჯერ მხოლოდ GIF-ების და ფოტოების გადაღების რეჟიმში მუშაობს.
ორივე ბრენდისთვის გაერთიანდა ქართული და სომხური გვერდები Facebook-ზე და მიზნობრივი აუდიტორიის მიხედვით, შესაბამისი ქვეყნის გვერდი ჩანს:
Smart Photos Armenia
FB – https://www.facebook.com/SmartPhotosArmenia/
WEB – Coming Soon
GIFme Armenia
FB – https://www.facebook.com/GIFmeArmenia/
Web – http://gifme.am/
ჩვენი გლობალური (ქართული) მისამართებია:
Smart Photos
FB – https://www.facebook.com/SmartPhotosGlobal/
WEB – http://smartphotos.ge/
GIFme
FB – https://www.facebook.com/GIFmeGlobal/
WEB – http://gifme.ge/
M: რა სირთულეები შეგხვდათ სომხეთის ბაზარზე დამკვიდრების პროცესში?
ერთადერთი, რისიც გვეშინოდა, იყო, თუ რამდენად იყო მზაობა ჩვენს პროდუქტებზე, თუმცა, 2013 წელს გვქონდა შეკვეთა ერთ-ერთი საერთაშორისო კომპანიისგან და 2 თვის განმავლობაში მუშაობით ცნობადობაც დავიმკვიდრეთ. მთავარი ალბათ მაინც ის ფაქტორი იყო, რომ წელს ორი დიდი შეკვეთა გვქონდა სომხეთიდან, რამაც ერევანში ჩვენი წარმომადგენლობის გახსნა გადაგვაწყვეტინა. კლიენტების მხრიდან საკმაოდ კარგი უკუკავშირია, რაც მომავალში უფრო მეტი შეკვეთის წინაპირობაა.
სომხეთში წარმომადგენლობის გახსნამ ხელი შეუწყო ჩვენს საერთაშორისო კლიენტებთან თანამშრომლობას, რაც ძალიან გვეხმარება ბიზნესის განვითარებაში უცხოურ ბაზარზე.
M: რა სამომავლო გეგმები გაქვთ?
მოცემულ ეტაპზე, მიმდინარეობს მოლაპარაკებები კიდევ 2 ქვეყანასთან, რომლის შედეგების შესახებაც მალე ვაცნობებთ ჩვენს გამომწერებს „ფეისბუქზე“. პროდუქტების კუთხით, ჩვენი გუნდი აგრძელებს მუდმივ დაკვირვებას ამ სფეროში ჩვენზე განვითარებულ ბაზრებზე მიმდინარე მოვლენებზე და ამჟამად ვმუშაობთ ერთდროულად 3 ძალიან საინტერესო პროდუქტზე, რომლის შესახებაც, მალე გაცნობებთ.