in

Phoenix Instinct-მა ჭკვიანი ეტლი შექმნა

M2

შოტლანდიელმა დიზაინერმა Phoenix Instinct- მა ეტლით მოსარგებლეებისთვის შექმნა მსუბუქი ჭკვიანი ეტლი, მოძრავი ღერძის პოზიციით, რომელიც ავტომატურად არეგულირებს სკამის სიმძიმის ცენტრს, რათა ბორბლებზე სიმძიმის დატვირთვა თანაბრად გადანაწილდეს.

ეტლი Mobility Unlimited Challenge-ის 500,000 დოლარიანი განვითარების გრანტის ფარგლებში დამზადდა და ის იყენებს ჭკვიან ტექნოლოგიას თავისი ძირითადი ფუნქციონირების გასაუმჯობესებლად.

”დადასტურებულია, რომ ეტლი გადაადგილების ყველაზე სიცოცხლისუნარიანი საშუალებაა მათთვის, ვისაც განსაკუთრებული საჭიროება აქვს”, – თქვა ფენიქს ინსტინქტის დამფუძნებელმა ენდრიუ სლოორანსმა, – ”თუმცა ამგვარი ეტლის ტექნოლოგია 80-იანი წლების შემდეგ არ განვითარებულა, ხოლო ჭკვიანმა სისტემებმა ამ პროდუქტის გარდაქმნა მოახერხეს.”

მსუბუქი ნახშირბადის ბოჭკოვანი მასალისგან დამზადებული ეტლის ბორბლები დამონტაჟებულია რეგულირებად ღერძზე, რომელსაც შეუძლია მომხმარებლის წინ ან უკან მოძრაობის მიხედვით გადაადგილება.

იგი დაკავშირებულია სენსორებთან, რომლებიც აცნობიერებენ მომხმარებელს წინ ან უკან გადახრას და სიმძიმის ცენტრი შესაბამისად იცვლება. ეს ნიშნავს, ეტლი შეიძლება იყოს სტაბილური და სწრაფი, თანაც ისე, რომ უკან გადავარდნის რისკი შემცირდეს.

”წონის განაწილება მთავარია ეტლის სისწრაფისა და სტაბილურობისთვის”, – განმარტა სლორანსმა. ”უკანა ბორბლების ღერძების პოზიცია განსაზღვრავს წონის განაწილებას წინა და უკანა ბორბლების მეშვეობით. რაც უფრო მეტი წონა გაივლის წინა ბორბლებს, მით უფრო მეტ სტაბილურობას შეინარჩუნებს ეტლი”.

Phoenix Instinct აპირებს გაყიდოს Phoenix i ეტლი ჩვეულებრივი ეტლების ფასში, რადგან კომპანია მიიჩნევს, რომ ჭკვიანი ეტლები ფართოდ უნდა იქნას გამოყენებული.

Visa სააგენტო BBDO-ს ტოვებს, ცნობილია მისი ახალი პარტნიორებიც!

ისევ იციმციმე, ჯუნ! – Campbell-ის ანიმაცია