in

Smarter Surfaces – ახალი ირლანდიური პროდუქტი ქართულ ბაზარზე

ქართულ ბაზარზე ახალი ირლანდიური პროდუქტი Smarter Surfaces გამოჩნდა. იგი საწერ ზედაპირად აქცევს ნებისმიერ ზედაპირს: კედელს , მაგიდას, კარებს, მინას და წარმოდგენილია საღებავებისა და შპალერების სახით. შესაბამისი მასალის, შპალერის ან საღებავის ზედაპირზე დატანის შემდეგ, ვიღებთ ნებისმიერი ფერისა და ზომის საწერ ზედაპირს. ქართული ბაზრისთვის ახალი პროდუქტის გამოყენების სპეციფიკასა და მნიშვნელობაზე მარკეტერი Smarter Surfaces-ის შემომტანი კომპანიის – Archtrade-ს გაყიდვების მენეჯერს – ქეთევან გუჯაბიძეს ესაუბრა:

BOG
BOG

M: როგორი სივრცეებისთვის არის განკუთვნილი Smarter surfaces და ვინ არიან მისი მომხმარებლები?
Smarter Surfaces პროდუქტები განკუთვნილია როგორც ოფისებისათვის, საერთო სამუშაო სივრცეებისათვის, ასევე სასწავლო დაწესებულებისათვის, კაფეტერიებისათვის, სასტუმროებისათვის. პროდუქტებს წარმატებით იყენებენ ფიზიკური პირებიც, სახლის ინტერიერისთვის.  Smarter Surfaces პროდუქტებს იყენებენ ისეთი კომპანიები, სასწავლო დაწესებულებები, როგორიცაა: SAP, McAfee, Facebook, LinkedIn, Microsoft, Coca Cola, Social Bakers, DHL, Pixel Federation, City University London, Georgetown University, Ernst &Young, Nestle, Holiday Inn, WWF, Aldo, Nike და მრავალი სხვა ქართული კომპანია.

M: კლასიფიცირდება თუ არა ეს კონკრეტული პროდუქტი სახეებისა და ზომების მიხედვით?
Smarter Surfaces პროდუქტები სხვადასხვა სახეობისა და ზომის შეფუთვებშია წარმოდგენილი. 1.თეთრი საღებავი, რომელიც გვაძლევს ე.წ „whiteboard” ეფექტს. 2.გამჭვირვალე საღებავი, რომლით შეღებვის შემთხვევაში ნარჩუნდება არსებული ზედაპირის ფერი. 3.თეთრი შპალერი. ზემოთ ჩამოთვლილ პროდუქტებზე შეგვიძლია მოვუშაოთ whiteboard მარკერებით. 4.შავი დაფის საღებავი, რომელზეც ვმუშაობთ ცარცით. 5.ნებისმიერი პროდუქტი შესაძლოა დავტვირთოთ მაგნიტური ეფექტით.

M: რა უპირატესობა აქვს Smarter surfaces ტრადიციულ ზედაპირებთან მიმართებაში?
Smarter Surfaces მთავარი იდეა არის, რომ მივიღოთ ნებისმიერი ზომისა და ფერის საწერი ზედაპირი. მოგეხსენებათ, ბაზარზე საწერი დაფების ზომები შეზღუდულია. Smarter Surfaces გამოყენების შემდეგ, მთელი ოთახი შეგვიძლია ვაქციოთ საწერ ზედაპირად. ასეთი სამუშაო სტილის საწერი ზედაპირები ქმნის თანამედროვე სამუშაო სივრცეს, კოლაბორაციულ სამუშაო გარემოს და ზრდის შრომისუნარიანობას. გარდა ამისა, ერთ-ერთი უპირატესობა არის ის, რომ ტრადიციული და სტანდარტული საწერი დაფებისგან განსხვავებით, Smarter Surfaces პროდუქტები არის ეკოლოგიურად სუფთა და აქვს 10 წლიანი გარანტია.
M: როგორი საფასო პოლიტიკა გაქვთ და პროდუქციის რეალიზების რა გზებს იყენებთ?
მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე სულ რამდენიმე თვეა, რაც პროდუქტი გამოჩნადა, ცნობადობა ძალიან მალე იზრდება და ღირსეულად მკვიდრდება. ფასები შესაბამისად ხელმისაწვდომია როგორც დიდი და პატარა კომპანიებისათვის, ასევე ფიზიკური პირებისთვის.

M: სად შეუძლია მომხმარებელს Smarter Surfaces პროდუქტის შეძენა?
Smarter Surfaces პროდუქცია არის ირლანდიური. “არქთრეიდი” არის Smarter Surfaces ექსკლუზიური წარმომადგენელი. პროდუქტი შეგიძლიათ შეიძინოთ ჩვენთან. ჩვენთანვე შეიძენთ შესაბამის აქსესუარებს. პროდუქტის ფასი მოიცავს მომსახურებასაც. ჩვენს სპეციალისტებს გავლილი აქვთ შესაბამისი ტრენინგები. ჩვენ საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ ადგილას მოვალთ და დიდი სიამოვნებით მოგემსახურებით.

M: Archtrade-ს პროდუქტების პორტფელზე მოგვიყევით. გარდა Smarter Surfaces, რა პროდუქტებს სთავაზობთ მომხმარებელს?
არქთრეიდი 2004 წლიდან მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და გვაქვს უზარმაზარი გამოცდილება, როგორც სამშენებლო სფეროში, ასევე ორიენტირებულია პროექტების მართვაზე. მნიშვნელოვანი პროდუქტებია: სხვადასხვა სახის ფასადები, ტიხრები, სამშენებლო მასალები, რბილი იატაკები, საოფისე, რესტორნის, სასტუმროსა და საცხოვრებელი ავეჯი.

საქართველოს უნივერსიტეტი – მათემატიკის, ინფორმატიკისა და ინჟინერიის სწავლება უნიკალური რესურსების გამოყენებით